"ამაში არავითარი ლოგიკა არ არის, მაგრამ მეპატრონეებმა მართლაც გაზარდეს გადასახადი"
ნინა გარდაფხაძე
28.05.2020

კორონავირუსის პანდემიის გავლენით საქართველოში გასაქირავებელი ფართების რაოდენობა და დამქირავებლების რიცხვი შემცირდა, ფასი კი გაიზარდა. Airbnb-ის პლატფორმაზე, დღიურად ბინის ღირებულება 26-დან 30 აშშ დოლარამდე მოიმატა. დადგენილი ღირებულების ზრდის შესახებ უყვებიან,,რეზონანსს“ მოქალაქეებიც. 

უცნაური ტენდენცია, გარდა მოქლაქეების ყოველდღიური პრაქტიკისა, უკვე აისახა საერთაშორისო პლატფორმებზეც. Cushman & Wakefield Georgia-ს კვლევით, 2020 წლის იანვარ-მარტში აქტიური განცხადებების რაოდენობა თბილისში სეზონურობიდან გამომდინარე, ცოტათი შემცირდა. 

აპრილში გასაქირავებელი ბინების რაოდენობა 14 288-დან 10 016-მდე ჩამოვიდა. მასპინძლებმა განაცხადები ორი სავარაუდო მიზეზით გააუქმეს: გაურკვევლობა ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით და საკუთარი ბინების თვითიზოლაციისთვის გამოყენება.

ბუნდოვანია პასუხი კითხვაზე ვინ ქირაობდა ბინებს აპრილში, მაშინ როდესაც ქვეყანას საერთაშორისო მოგზაურებისთვის საზღვრები სრულად ჩაკეტილი ჰქონდა. კვლევის მიხედვით, ამის ორი სავარაუდო მიზეზი არსებობს: თბილისში ჩარჩენილი საერთაშორისო ტურისტები და თბილისელების ის ნაწილი, ვისაც თვითიზოლაციაში ყოფნა მოუწიათ.

გარდა ბინებისა, გაზრდილია კომერციული ფართების ღირებულებაც. ერთ-ერთი მოქალაქე, რომელსაც ხილ-ბოსტნეულისა და ხორცპროდუქტბის მაღაზიისათვის ფართი ჰქონდა ნაქირავები ,,რეზონანსთან“ ჰყვება, რომ მფლობელმა ქირის ფასი გაუზარდა, შემცირებული ვაჭრობის გამო კი გადახდა ვეღარ შეძლო და ადგილის შეცვლა მოუწია. 

,,ჩემივე უბანში ხორცისა და ხილ-ბოსტნეულის პატრა მაღაზია მოქნდა. უკვე 2 წელია ამ საქმით ვარ დაკავებული და ფართიც, ერთი ადამიანისაგან მაქვს ნაქირავები, რომელმაც პანდემიის დროს, გაძვირებული ცხოვრების გამო, ქირა გამიძვირა. თავიდან ვიფიქრე, რომ გადახდას შევძლებდი, მაგრამ რეალიზაცია ისე შემიმცირდა, ნათელი გახდა, რომ ვეღარ ვიხდიდი და ფართი დავცალე. ახლის პოვნაც გამიჭირდა იგივე ფასში და მაინც შედარებით მეტად ვიქირავე, თუმცა არა იმდენად, რამდენსაც ძველი მფლობელი მთხოვდა იჯარაში. 

ძალიან გასაკვირია ეს დამოკიდებულება. როცა მოთხოვნა მცირდება, ფასიც არ უნდა მცირდებოდეს? არ ვიცი ყველგან ასეა და რატომღაც საქართველოში ხდება ყველაფერი უკუღმა. როგორც გავიგე, ის ფართი ისევ გაუქირავებელი აქვს და არც მგონია, რომ სექტემბრამდე შეძლოს გაქირავება“, - განაცხადა ზაზა გამცემლიძემ.

იგივე მფგომარეობაში აღმოჩნდა დიღმის მასივში მდებარე სამკერვალო სალონის დამქირავებელი, რომელსაც მეპატრონემ 100 ლარით გაუძვირა გადასახადი. თანაც ეს მაშინ მოხდა, როდესაც სალონს საგანგებო რეჟიმის პირობებში ერთი დღეც არ უმუშავია და დღემდე არც კი გახსნილა.

კორონავირუსის გავრცელების და ეკონომიკური პრობლემების პარალელურად, სოციალურ ქსელში, არაერთი ამბავი გავრცელდა, როცა ფართების მფოლობელები, შეღავათს უკეთებდნენ დამქირავებლებს, ან საერთოდ არ ახდევინებდნენ, საგრძნობლად უმცირებდნენ, ანდა უვადებდნენ გადასახადს. თუმცას როგოგორც აღმოჩნდა, ეს არ ეხება კომეციული ფართების მფლობელებს. 

უძრავი ქონების ბაზარზე მუშაობს 15 წელზე მეტია ნელი შათირიშვილი. მაკლერი ამბობს, რომ მისთვისაც გაუგებარია რის იმედად ზრდიან ფასს გამქირავებლები, თუმცა ეს ტენდენცია კომრციულ ფართებთან დაკავშირებით, მართლაც გამოიკვეთა. 

,,მეც ძალიან მეუცნაურა, მაგრამ ისე მოხდა, რომ კომერციული ფართების მფლობელები, გაქირავების ფასს ზრდიან და ეს მაშინ, როცა მათ არავითარი ხარჯი ამ სექტორში არ გაზრდიათ. უბრალოდ, როგორც ჩანს, სამსახურები დაკარგეს და ამით გადაწყვიტეს შემოსავლის კომპენსირება. სხვა ლოგიკას ახლა ნამდვილად ვერ ვხედავ. 

ბინებზეც არის გაზრდილი ფასი, ოღონდ დღიურ გაქირავებაზე, თუმცა ეს სეგმენტი თითქმის სრულადაა გაყინული, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სტუდენტებმა გაიგეს, რომ წელს სწავლა ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება. ამან, ბევრი ფართი გამოათავისუფლა“, - უთხრა ,,რეზონანსს“ მაკლერმა. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ამასთან აპრილში Airbnb-ს პლატფორმაზე გასაქირავებელი ბინების ფასი მოულოდნელად გაიზარდა. 26 დოლარიდან 30 დოლარამდე. ამის ერთ-ერთი მიზეზი აქტიური განცხადებების რაოდენობის შემცირებაა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×