სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "თუ არ რეგიონებში რაღაც არ ამოქმედდა, ბიზნესი არ დაიძრა, იქედან ხალხის გადინება არ შეჩედება"
    რეზონანსი
    12.12.2019

     ქვეყანაში უცხოური ინვესტიციები შემცირებულია  და ამ ფონზე განსაკუთრებით საყურადღეობა ის ფაქტი, რომ უცხოური კაპიტალი უდიდესი წილი მხოლოდ თბილისსა და აჭარაში იდება.  ამ მხრივ განსაკუთრებით საგანგაშო იყო 2018 წელი, როდესაც ინვესტიციების თითქმის 90% დედაქალაქში და ბათუმში "დარჩა", ხოლო მთელ დანარჩენ რეგიონებზე მხოლოდ 10% გადანაწილდა. 

    პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წლის მეორე კვარტალში 187 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის დაზუსტებულ მონაცემებზე 53,7 პროცენტით ნაკლებია. ვითარება შედარებით გამოსწორდა მესამე კვარტალში, როცა უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 417.3 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 13.7%-იან მატებას ნიშნავს. მიუხედავად ამისა, მთელი წლის მონაგარი მაინც ძალიან მცირეა. ყველაზე სავალალო კი ისაა, რომ უცხოური ინვესტიციები დადებით გავლენას არ ახდებს რეგიონებზე, მათი დიდი წილი მხოლოდ თბილისსა და აჭარაში მიდის.

    2019 წლის მესამე კვარტალში ინცესტიციების მოცულობა 417 მილიონი დოლარი იყო და აქედან თბილისზე მოდიოდა 276,5 მილიონი დოლარი, ხოლო აჭარაზე 52,5 მილიონი დოლარი. ორ რეგიონში ჯამში 320 მილიონი დოლარის უცხოური კაპიტალი დააბანდეს, რაც საერთო მაჩვენებლის 77%-ია. მხოლოდ 97 მილიონი დოლარი გადანაწილდა ყველა დანარჩენ რეგიონზე.

    კიდევ უფრო უარესი მდგომარებაა წლიურ ჭრილში. მაგალითად, 2018 წელს სულ 1,265 აშშ დოლარი შემოვიდა, აქედან თბილისს ერგო 1,033 მილიარდი, ხოლო აჭარას - 75,5 მილიონი დოლარი. ორივე რეგიონში ერთად დაბანდებულმა კაპიტალმა 1,108 მლრდ დოლარი შეადგინა (88%), ხოლო დანარჩენ საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობას 157 მლნ დოლარისთვის არ გადაუჭარბებია.

    აკადემიკოსი ავთო სილაგაძე „რეზონანსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ რეგიონებში პირდაპირი უცხოური ივნესტიციების კლება შესაძლოა, ანაკლიის პორტსაც უკავშირდებოდეს, თუმცა ის იმდოვნებს, რომ ამ მიმართულებით პრობლემების მოგვარების შემდეგ მდგომარეობა გამოსწორდება.

    „უცხოური ინვესტიციების შემცირებას უამრავი მიზეზი აქვს, მათ შორის ანაკლიის პორტის ირგვლივ შექმნილი გაურკვეველი სიტუაცია,რომელიც იმედია, მალე მოგვარდება. ამის შემდეგ გაიზრდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. რაც შეეხება გეოგრაფიულ გადანაწილებას, ის უფრო მეტად რჩება იმ ცენტრებში, სადაც მეტად არის ხელსაყრელი ინვესტორებისთვის, საუბარია ბათუმსა და თბილისზე.  სამწუხაროდ, ეს ტენდენცია გრძელდება უკვე წლებია. ჩვენი მიზანია, რომ გადანაწილდეს ყველა რეგიონზე სფეროების მიხედვით და ეს რომ არ ხდება, სწორედ ამიტომ არ არის რეგიონებში დასაქმების პერსპექტივა. თუ არ რეგიონებში რაღაც არ ამოქმედდა, ბიზნესი არ დაიძრა, თავისთავად ცხადია, რომ ხალხის გადინება არ შეჩედება და მიგრაციული პროცესიც დედაქალაქისკენ უფრო მეტად იქნება“, - განაცხადა „რეზონანსთან“ საუბრისას ავთო სილაგაძემ.

    საქსტატის ინფორმაციით, ინვესტიციების შემცირების მიზეზს მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის დასრულება წარმოადგენს. ორგანიზაცია ასევე აცხადებს, რომ კიდევ ერთი საკითხია არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების და რეინვესტიციების მოცულობის შემცირებაა. თუმცა, ეს არც სამწუხარო სურათს ცვლის და არც იმას, რომ ინვესტიციები დედაქალაქში და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაშია აკუმულირებული, სხვა რეგიონებში კი კლებას საგანგაშო ხასიათი აქვს. რეგიონების დიდ ნაწილს, ამ მხრივ, "პულსი საერთოდ არ ესინჯება". ეს მაშინ. როცა მთავრობა საკუთარ პიორიტეტად დეცენტრალიზაციასა და რეგიონალურ განვითარებას ასახელებს, თითქმის ყველა ოფიციალურ გამოსვლაში.

    ილიაუნის ბიზნესსკოლის ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვლი ამბობს, რომ ინვესტიციების არათანაბარი გადანაწილებას რეგიონებზე  მთავარი უარყოფითი ფაქტორია, რაზეც მთავრობამ ბევრი უნდა იმუშაოს.

    „ინვესტიციები რეგიონებში საკმაოდ არათანაბრად არის გადანაწილებული. სამი კვარტლის განმავლობაში ქვეყანაში შემოსული 909 მილიონი აშშ დოლარის უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოცულობიდან მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობა რომ მიდის რეგიონში, ეს ადასტურებს, რომ ინკლუზიური განვითარების საკითხი პრობლემურია ქვეყნაში. რეგიონული პოლიტიკა მეტად უნდა განავითარონ განსაკუთრებით, საინვესტიციო მიმართულებით. როცა საინვესტიციო ფორუმები ტარდება, აქცენტი მხოლოდ კონკრეტულად ქვეყანაზე კი არ უნდა გაკეთდეს, არამედ მისი კონკრეტული რეგიონების მნიშვნელობაზე. 

    ვერ წარმომიდგენია, რომ გურია არის რეგიონი, სადაც სამი კვარტლის განმავლობაში მხოლოდ 2.5 მილიონი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. ათჯერ ან ასჯერ უფრო მიმზიდველია გურიის საინვესტიციო პოტენციალი. მთავრობის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, არის ის, რომ ინვესტორებს ერთის მხრივ, მთლიანად ქვეყნის პოტენციალი დავანახოთ, რაც კარგი გაგებით კარგად არის შეფუთული, მაგრამ უფრო მეტი გაშლა გვჭირდება რეგიონების კუთხით. ჩვენი რეგიონები ბევრად უფრო მიმზიდველია და საინტერესო, ვიდრე თბილისი“, – განაცხადა აბაშიშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    karlo   (13.12.2019)
    amis cvermoshvebuli kargebs shesca qvekanam.es pitalo rom darigebas dagickebs!!@

    ქვე- ყანა   (12.12.2019)
    აი ამ ფლიგს და გაიძვერას რა ალაპარაკებს? ეროვნული ბანკის მთელი საბჭო მან შეარჩია და მარგველას დაასახელებინა. ამისთანა უტვინო რო ეკონომისტობს და თავისნაირ დებილებს რომ ნეპოტისტურად ქაჩავს- ამიტომ ვართ ნეხვში


    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×