სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    საქართველოში მძიმედ, მაგრამ მაინც დაიწყო საწვავზე ფასის კლება
    თამარ მუკბანიანი
    16.10.2019

     2020 წელს ერთი ბარელი ნავთობის ღირებულება 50 დოლარამდე დაიწევს. ასეთია პროგნოზი, რომელსაც რუსეთის ენერგეტიკის მინისტრი აკეთებს და ამ ფასს უწოდებს სამართლიანს. ნავთობის უმსხვილესი კომპანიები და ტრეიდერები მიიჩნევენ, რომ შავი ოქროს ღირებულება შემცირდება. საქართველოში კი ამგვარი პროგნოზის დაჯერება უჭირთ, რადგან ახლო აღმოსავლეთში ვითარების წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია. შესაბამისად, გაიაფების გამოკვეთილი ტენდენციის ფონზე, ჩვეთან საწვავის ფასის დაწევას არ ცდილობენ.

    ბოლო რამდენიმე კვირაა ნედლი ნავთობის ღირებულება თანდათან იკლებს და დაახლოებით 58 დოლარის ფარგლებშია დასტაბილურებული. კიდევ უფრო საიმედოა მომავლის პროგნოზი. მსოფლიოში ნავთობის უმსხვილესი ტრეიდერები 2020 წელს ნავთობზე ფასის შემცირებას ელოდებიან. ამის მიზეზია მიწოდების აქტიური ზრდა და მოთხოვნის ტემპის შენელება. 

    ნავთობტრეიდერების - თრაფიგურა, Vიტოლ და Gუნვორ-ის წარმომადგენლებმა ლონდონში გამართულ კონფერენციაზე გააკეთეს პროგნოზი, რომლის თანახმადაც "ბრენტის" ნავთობის ფასი მომდევნო 12 თვის განმავლობაში 60 დოლარს ქვემოთ შენარჩუნდება. ერთობლივად ეს სამი კომპანია უზრუნველყოფს 14 მლნ ბარელის ნავთობის მიწოდებას დღე-ღამეში, რაც მთელი მსოფლიო მიწოდების დაახლოებით 15%-ს შეადგენს.

    "იქამდე სანამ აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო კონფლიქტი არ დარეგულირდება, ჩვენ პესიმისტებად ვრჩებით", - განაცხადა Vიტოლ-ის გენერალურმა დირექტორმა რასსელ ჰარდმა. მისი კოლეგა თრაფიგურა-დან იმედოვნებს, რომ ფასის აღდგენას არ უნდა ველოდოთ 2020 წლის მეოთხე კვარტლამდე.

    ფასის კლებას  პროგნოზირებს რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკის მინისტრი და იგი ნავთობის ფასს 1 ბარელზე 50 დოლარის ფარგლებში სამართლიანად მიიჩნევს. 

    "ნავთობის მაღალი ფასი, რომელიც ადრე 100 დოლარს აღემატებოდა ბარელზე უნდა დავივიწყოთ. ჩვენ ვცხოვრობთ იქიდან გამომდინარე, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში ნავთობის სამართლიანი ფასი - 50 დოლარია ბარელზე. 2019 წლის ბიუჯეტი აწყობილი გვაქვს გამომდინარე ფასიდან 43-45 დოლარი ერთ ბარელზე", - აღნიშნა ალექსანდრ ნოვაკმა.

    მისი აზრით, გრძელვადიან პერსპექტივაში ნავთობის ფასი ახლოს იქნება მიმდინარე დონესთან, ვინაიდან ირანსა და ვენესუელაში მოპოვების დაცემის ანაზღაურება ხდება აშშ-სა და სხვა რიგ ქვეყნებში მოპოვების ზრდით.

    მიუხედავად საერთაშორისო ტენდენციისა, საქართველოში კონკრეტული პროგნოზის გაკეთებისგან თავს იკავებენ ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდრომარე კი მიიჩნევს, რომ ყოველგვარი გათვლის გაკეთება ამ ეტაპზე არასერიოზულია. იგი ახლო აღმოსავლეთში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ დღეს მსოფლიო ბაზრებზე ფასს მხოლოდ მოთხოვნა-მიწოდება არ ადგენს. 

    "ნავთობის ფასთან დაკავშირებით პროგნოზები ძალიან იშვიათად  მართლდება. ეს მეტად პოლიტიკური მდგენელებით განსაზღვრული საკითხია, ვიდრე მოთხოვნა-მიწოდებით. აქ მსოფლიო გეოპოლიტიკური მოვლენების როლი არის საკმაოდ დიდი. 

    ბოლო დროს, საუდის არაბეთში, დრონებით განხორციელებულმა თავდასხმამ, მთლიანად საერთაშორისო ბირჟები ამოაგდო კალაპოტიდან.  მსგავსი ვითარება შეიძლება განმეორდეს ნებისმიერ დროს, რადგან ახლო აღმოსავლეთში მუდმივად დაძაბული ფონია და ამ დროს იქ მოიპოვება ნავთობის საჭირო ოდენობის მესამედი. 

    პარალელურად ირანის გარშემო ქრონიკული დაძაბულობა. რა თქმა უნდა, პროგნოზი კეთდება, თუმცა დღევანდელი მაჩვენებლებიდან გამომდინარე, ვითარება იცვლება ყოველდღიურად. ამიტომ არასდროს, არც წინა წლებში არ მართლდებოდა პროგნოზები. 

    თუმცა მაინც ძალიან კარგია, როცა ბაზარზე პოზიტიური მოლოდინია. ნავთობიმპორტიორებისა და ავტოგასამართი სადგურებისთვის ყოველთვის კარგია დაბალი ფასი ეს პირდაპირ ნიშნავს გაზრდილ მოხმარებას. უბრალოდ, დღეს შეუძლებელია გადაჭრით საუბარი”, - განუცხადა ვანო მთვრალაშვილმა ,,რეზონანსს”. 

    დადებითი პროგნოზების პარალელურად, საქართველოში არაბრენდირებულ და მცირე აგს-ების ერთმა ნაწილმა საწვავზე ფასი 5 თეთრით შეამცირა. ყველზე მეტად ბენზინი საწვავის ქსელ "პორტალში" გაიაფდა და მომხამრებელს უკვე 9 თეთრით იაფად შეუძლია მისი შეძენა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×