სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მწარმოებლები და ფერმერები ხარჯს ვერ აუდიან, მოსახლეობის მსყიდელუნარიანობა კი დღითი დღე ეცემა
    გვანცა წულაია
    11.09.2019

     ლარის კურსის რეკორდულად გაუფასურების პარალელურად, ფასის ზრდა ადგილობრივ პროდუქტებზეც დაიწყო. ეროვნული ვალუტის დევალვაციისა და საწვავის გაზრდილი ფასი ყველა სახის საქონელზე, საკვებსა და მოსახურებაზე გავლენას ახდენს. მომხმარებლები და მწარმოებლები "რეზონანსთან" დაუფარავად საუბრობენ ფასის მატებაზე. სასურსათო წნეხი მოსავლის მიღების სეზონზე ზამთრის შიშს აჩენს. 

    ქვეყანაში იმატა უკმაყოფილო ადამიანთა რიცხვმა, რომლებსაც გაძვირების შეუქცევადი ტრენდი აშინებთ. ისინი ამბობენ, რომ ყველაფერზე ფასი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. ადგილობრივი ნაწარმის გაძვირების ტენდენციას ადასტურებენ მწარმოებლებიც.

    ფერმერი მალხაზ ბერაძემ, რომელიც თაფლის წარმოებით არის დაკავებული, პროდუქციის უკვე გააძვირა, რადგან იგი ხარჯებს ვეღარ აუდის. მეფუკრეობასაც უამრავი რამ სჭირდება, რაც საქართველოში მთლიანად იმპორტირებულია. ასეთია შესაწამლი საშუალებები, საწვავი თუ დაზგა-დანადგარები, რომელიც საფუტკრე მეურნეობის აუცილებელია.

    "სულ უფრო მეტი ხარჯის გაწევა მიწევს საფუტკრე მეურნეობის ნორმალურ დონეზე შესანარჩუნებლად. ფუტკრებისთვის ადგილის შეცვლა აუცილებელია, რათა მოსავალი უფრო მაღალი იყოს. ეს ყველაფერი კი გაზრდილ ხარჯთან არის დაკავშირებული. ამიტომ იძულებული ვარ პროდუქცია გავაძვირო, მინიმუმ 1 კგ ერთი ლარით. 

    ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში ხალხის მსყიდველუნარიანობა შემცირდა. რადგან თაფლი პირველადი მოხმარების პროდუქტი არ არის, ამიტომ მისი რეალიზაციაც იკლებს. ამის გამო კი  საფუტკრე მეურნეობაში შემოსავალმაც მოიკლო. აქედან გამომდინარე, ვაპირებ, რომ შემოსავლის სიმცირე ფასის ზრდით დავაბალანსო და უფრო მეტი თანხა მივიღო, რათა ჩემი მეურნეობის შენარჩუნება მოვახერხო. 

    დაახლოებით 100 სკა ფუტკარი მყავს. მის მოვლა-პატრონობას წლის განმავლობაში რამდენიმე ათასი ლარი სჭირდება და თუ შესაბამის შემოსავალს ვერ მივიღებ, თავისთავად მომიწევს საფუტკრის შემცირება და საბოლოო ჯამში შეიძლება, ჩემი მეურნეობა განახევრდეს კიდეც. ამ საშიშროების თავიდან აცილების მიზნით, გადავწყვიტე, რომ მინიმუმ 1 ლარით გავაძვირო თაფლის ღირებულება; ხოლო ზამთრისთვის, როდესაც მასზე მოთხოვნა უფრო გაიზრდება, სავარაუდოდ, კიდევ ერთი ლარით მოვუმატებს ფასს და საბოლოო ჯამში, 2 ლარით გაძვირდება ერთი კგ პროდუქტის ღირებულება", - ამბობს მალხაზ ბერაძე "რეზონანსთან" და მისი პროდუქციის გაძვირებას, ქვეყნაში მიმდიარე არსებული ინფლაციით და ლარის დევალვაციით ხსნის, რომელმაც უკვე მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია. 

    გაუფასურებული ლარის გამო, გამოწვეული ფასების ზრდაზე უკვე ბიზნესმენებიც ხმამაღლა ალაპარაკდნენ. ზურაბ ტყემალაძე აცხადებს, რომ ქვეყენაში უკვე საგანგაშო სიტუაციაა შექმნილი, ამიტომ ბიზნესმენი ეროვნულ ბანკს გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმისკენ მიუთითებს. 

    "ბუნებრივი მოვლენაა, როცა დოლარი მყარდება და ლარი ნელ-ნელა, მაგრამ მაინც უფასურდება დოლართან მიმართებით, ამიტომ ეს იწვევს კიდეც ფასების ზრდას, რადგან ჩვენ ექსპორტ-იმპორტის უარყოფითი ბალანსი გვაქვს. ინპორტზე ვართ დიდწილად დამოკიდებული, მათ შორის  ნავთობპროდუქტებზე, რომელიც ბევრ საწარმო პროცესში იღებს მონაწილეობას. 

    ამიტომ, ჩემი აზრით, საჭიროა, რომ ეროვნულმა ბანკმა უკვე საკმაოდ სეროზული ქმედითი ღონისძიებები გაატაროს. სებ-ს სავალუტო რეზერვები საკმაოდ ბევრი აქვს და ისინი ალბათ, საზღვარგარეთის პირველი კატეგორიის ბანკებში აქვს განთავსებული. სჯობს, შექმნილი სიტუაციის გამო, მისი გარკვეული ნაწილი გამოვიყენოთ და ეროვნულ ვალუტას სტაბილურობა შევუნარჩუნოთ, რათა შევაჩეროთ ფასების ზრდა. ინფლაციის რეგულირება კი, ეროვნული ბანკის პირდაპირი მოვალეობაა გარდა სხვა ბევრი რამისა", - აცხადებს "რეზონანსთან" ზურაბ ტყემალაძე. 

    მდგომარეობა, რომ სახარბიელო არ არის ადასტურებს ბიზნესმენი გოგი თოფაძეც, თუმცა "ყაზბეგის" დამფუძნებელი მძიმე ვითარებაში ხელისუფელბის როლს გამორიცხავს და სიტუაციის გაუმჯობესებას ელის. 

    "საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს ცდილობს, რომ 3.0-ის ნიშნულს არ გადასცდეს ლარი. დოლარის გამყარების გამო, პრობლემა მთელ მსოფლოში შეიქმნა, ეს მარტო საქართველოში არ ხდება. ასეა მაგალითად სომხეთში, აზერბაიჯანსა და უკრაინაში. ადგილობრივი ვალეტუბის კურსი ყველგან ეცემა და არაფერი არ ეშველება. უნდა მოვითმინოთ და გავუძლოთ. ჩვენი მთავრობა დღეს ყველაფერს ძალიან სწორედ აკეთებს. და ზოგიერთები, რაც მეტს აურევენ, უფრო მეტს წააგებენ“, - ამბობს გოგი თოფაძემ.

    ლარის გაუფასურება რომ პროდუქციის ფასის ზრდის მიზეზია, ამაზე ხმამაღლა საუბრობს ექსპერტი სოფლის მეურნეობის საკითხებში, ანზორ მესხიშვილი. 

    "გაუფასურების ძირითადი მიზეზი ისაა, რომ ჩვენი წარმოებული პროდუქტი 25%-ია, ხოლო იმპორტირებული - 75%. არა მარტო სოფლის მეურნეობის პროდუქტები, არამედ სამრეწველო საქონელიც კი შემოდის საზღვარგარეთიდან. საქართველო კი ასანთსაც ვერ აწარმოებს, კბილის პასტა ვერ აკეთებს, ეს და სხვა მრავალი რამ შემოგვაქვს და ყველაფერს ვყიდულობთ მყარი ვალუტით. აქედან გამომდინარე, მაგალითად, როდესაც კარტოფილს, კიტრს, ხახვს და ნიორს ყიდულობ და იხდი დოლარს, თავისთავად ცხადია, რომ ლარი დაეცემა.

    ადგილობრივიც ყველაფერი გაძვირდა. მაგალითად, დედოფლისწყაროში ერთ ჰექტარზე ხორბალი, რომ მოიყვანო მინიმუმ 700-1000 ლარია საჭირო. თუ მოსავლიონობა 2 ტონაზე ნაკლები იქნება, მოგებას ვეღარ ნახავ, რადგან მარცვლეულის შესყიდვის ფასი ძალიან დაბალია. ამ დროს იმპორტირებულია სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები, დემპინგური ფასებით, ხოლო ჩვენი ფერმერების აგროპროდუქტები ვერ უწევენ კონკურენციას შემოტანილ საქონელს. ჯერ იმასაც ვერ ვაწარმოებთ, რაც გვჭირდება და რასაც ვაწარმოებთ ვერ ვყიდით, რადგან კონკურენციას გვიწევს იმპროტირებული პროდუქტები. 

    აღსანიშნავია, რომ ყაზახეთში 1 ჰექტარზე ხორბლის მოსავლიანობა წელს ძალიან დაბალია - 500-600 კილო და მოსალოდნელია, რომ ხორბალს ვერ გაყიდან. რუსეთშიც არ არის ნორმალური მოსავალი. წარმოიდგინეთ,  რამხელა პრობლემის წინაშე შეიძლება გაგდეს საქართველო, თუ ამ ორმა ქვეყანამ ხორბალი არ გაყიდა. ჩვენ ხომ საჭირო ხორბლის 80%  შემოგვაქვს. ასეთი პრობლემებია საქართველოს წინაშე დღეს და ეს ყველაფერი ბუნებრივია, იწვევს ფასების ზრდას ყველა მიმართულებით", - განუცხადა "რეზონანსს" ანზორ მესხიშვილი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    status quo   (12.09.2019)
    ფუ ეს გულისამრევი კაცი ისევ გამოაჩინეთ.?სახეზე აწერია გავძეხი.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×