სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    კომბინატის დირექტორმა თანამდებობდა დატოვა, ვითარების მოგვარებაში ერთბაშად 3 მინისტრი ჩაერთო
    თამარ მუკბანიანი
    27.05.2019

     პარალიზებული ქალაქი და პროტესტს შეერთებული არასრულწლოვანები - ასეთია ჭიათურაში პროტესტის 11 დღის დასასრული. კომპანიასა და დასაქმებულებს შორის, შეთანხმება კვლავ ვერ მოხერხდა. მაღაროელები `ჯორჯიან მანგანეზის~ პირობებს არ დათანხმდნენ და მოლაპარაკებში ჩარევა 3 მინისტრს, თავად პრემიერმა დაავალა. სანამ მინისტრები ვითარების დარეგულირებას ცდილობენ, პარლამენტში კომპანიის სპეციალური მმართველია დაბარებული, სამთ გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორმა კი თანამდებობა დატოვა.

    ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებსა და `ჯორჯიან მანგანეზის~ წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაფიცვის მეთერთმეტე დღესაც უშედეგოდ დასრულდა. მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, რის გამოც მაღაროელებმა შეხვედრა დატოვეს და კომპანიის ჭიათურიდან წასვლა მოითხოვეს. მათ განცხადებით, გაფიცვა და შიმშილობა გრძელდება, ვიდრე ყველა პირობა არ დაკმაყოფილდება.

    ქალაქი თითქმის პარალიზებულია. გაფიცვას ადგილობრივები უერთდებიან. დაკეტილია მაღაზიების ნაწილი და გაფიცვას სკოლის მოსწავლეებიც კი მხარს უჭერენ. გაფიცულებმა უარი განაცხადეს პროცესში მედიატორის ჩართვაზე. ამიტომ ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თქმით, ასეთ შემთხვევაში რჩება უშუალოდ მთავრობის პროცესში ჩართვა და კავშირის დამყარება კომპანიასა და გაფიცულებს შორის. შესაბამისად, მაღაროელების მტკიცე პოზიციის შემდეგ, პრემიერმა ჭიათურაში წასვლის დავალება 3 მინისტრს მისცა.

    „სახელმწიფო პირველივე დღიდან არის მედიაციის პროცესში ჩართული შრომის ინსპექციის სახით. ჩვენ შეგნებულად დავაცადეთ ორივე მხარეს, რათა მათ გამოენახათ საერთო ენა და შემდგარიყო დიალოგი, რადგან მყარად გვწამს, რომ ასეთი საკითხები უნდა წყდებოდეს დამსაქმებელს და დასაქმებულს შორის ორმხრივი დიალოგის რეჟიმში და ეს არის ნორმალური გადაწყვეტა ამ საკითხების~, - აცხადებს თურნავა.

    დამსაქმებელი, რომელიც დასაქმებულებთან მოლაპრაკებას ვერ ახერხებს, პარლემენტში, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზეა დაბარებული.

    გარდა ამისა დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი, პარლამენტში ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას დაბარების ინციატივით გამოდის. ამ ინიციატივას შეუერთდნენ ასევე `პატრიოტთა ალიანსი~ და `სოციალ-დემოკრატები~.

    „რთული სიტუაციაა და ვალდებულიც ვართ ჩავერთოთ ამ პროცესში. პირველად მინდა შევხვდე კომპანიის წარმომადგენელს ხვალ კომიტეტში.

    ჩავთვალე საჭიროდ ჯერ ერთ მხარეს მოვუსმინოთ, მერე მყისიერად მივიღოთ გადაწყვეტილება. ვიმსჯელოთ ასევე დახურულ ფორმატში გავმართოთ თუ არა ეს მოსმენა, მერე ღია შეხვედრა ყველა მხარის მონაწილეობით მივაყოლოთ ხვალვე ან ზეგ.

    რეაგორების გარეშე, ცხადია, ამის დატოვება აღარ შეიძლება. რამდენად სამართლიანია მოთხოვნები, რამდენად გადაწყვეტადია, მთავრობის როლი ამ ყველაფერში როგორია - ყველა ეს შეკითხვა ლეგტიმურია და პასუხები უნდა არსებობდეს", - აცხადებს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია.

    ჭიათურაში, უმძიმესი სიტუაციისა და ჩიხში შესული მოლაპარაკების ფონზე `ჯორჯიან მანგანეზმა~ სპეციალური განცხადება გაავრცელა:

    `ჭიათურაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, სამთო გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორმა, აკაკი გურჯიძემ თანამდებობა დატოვა.

    ის სრულად იაზრებს არსებულ ვითარებას და აცხადებს, რომ, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ეს ყველაზე ოპტიმალური ნაბიჯია~, - აღნიშნულია სპეციალურ განცხადებაში.

    სანამ მთავრობა და კომპანია გამოსავლის გზებს ეძებს, გაფიცულ მაღაროელებს სოლიდარობას უფრო და უფრო მეტი ადამიანი უცხადებს და პროტესტს უერთდება. ჭიათურა გაფიცვის 12 დღეს ითვლის.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×