სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, იგი საჭიროებისამებრ გახარჯოს მთელი წლის განმავლობაში
    მარი ჩიტაია
    20.12.2017

     სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგი" მომხმარებელს ავტოდაზღვევის უპრეცედენტო პირობებს სთავაზობს. პირველად საქართველოში ფიზიკურ პირებს, რომლებიც 2018 წლის პირველ მარტამდე შეიძენენ მრავალწლიან ავტოდაზღვევას, კომპანია საჩუქრად 1000-ლარიან ვაუჩერს გადასცემს. როგორც სადაზღვევო კომპანიაში განმარტავენ, ავტოდაზღვევის ახალი პროდუქტი მომხმარებლის ინტერესებისა და მოთხოვნების საფუძველზეა შემუშავებული.

    აქციის ფარგლებში, დაზღვეულებს შესაძლებლობა ექნებათ, სასაჩუქრე ვაუჩერი გაანაღდონ "თეგეტა მოტორსის" სერვის ცენტრებში 1000 ლარის ღირებულების ნებისმიერ მომსახურებასა თუ პროდუქტზე: საბურავების შეძენა-გამოცვლა, ძრავის დიაგნოსტიკა და შეკეთება, ზეთის შეცვლა და სხვა.

    "ჯიპიაი ჰოლდინგის" საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროს თინათინ სტამბოლიშვილის თქმით, კომპანიის მიერ შეთავაზებული უპრეცედენტო აქცია საუკეთესო მოტივაციაა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ზრუნავენ საკუთარ ავტომობილებზე და ამავე დროს ფინანსური თავდაცვის მექანიზმით არიან დაინტერესებულნი.

    "ჩვენ "თეგეტა მოტორსთან" ერთად მომხმარებელს შევთავაზეთ კიდევ ერთი უპრეცედენტო აქცია - მრავალწლიანი ავტოდაზღვევის შეძენის შემთხვევაში დაზღვეულს ზამთრის 4 ახალ საბურავს ვჩუქნიდით. აქციის ფარგლებში, ასობით ადამიანმა გამოთქვა დაზღვევის სურვილი. ამჯერად "ჯიპიაის" საჩუქარი კიდევ უფრო მრავალფეროვანია და მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, ავტომობილის საჭიროებისამებრ გახარჯოს 1000-ლარიანი ვაუჩერი მთელი წლის განმავლობაში.

    ავტოდაზღვევის მთავარი უპირატესობა მაღალი ხარისხის მომსახურება და მოქნილი ანაზღაურების სისტემაა. მიმაჩნია, რომ ეს არის სასიცოცხლოდ აუცილებელი ინიციატივა, რითაც თანდათან მკვიდრდება ავტოდაზღვევის კულტურა საქართველოში.

    დაზღვევა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ავტომობილის მფლობელი ნებისმიერი რისკისგან იყოს დაცული. წამახალისებელი აქციები კი ერთ-ერთი საშუალებაა, რომ რაც შეიძლება მეტი ავტომფლობელი დავაინტერესოთ დაზღვევით და შევთავაზოთ მათ ხანგრძლივი ფინანსური თავდაცვის მექანიზმი გაუთვალისწინებელ შემთხვევებში", - განმარტავს თინათინ სტამბოლიშვილი.

    ქართულ ბაზარზე ავტოდაზღვევის კულტურის ამაღლებაზე აკეთებს აქცენტს "ჯიპიაი ჰოლდინგის" თბილისის გაყიდვის უფროსი ალექსანდრე გობრონიძე.

    "ავტოდაზღვევის ახალი პროდუქტი მომხმარებელთა ინტერესების საფუძველზე შემუშავდა და ქვეყანაში დაზღვევის კულტურის ამაღლებას ემსახურება. მომხმარებელს ვთავაზობთ მრავალწლიან ავტოდაზღვევას, დაზღვევის პროდუქტი ავტომფლობელებს აძლევს შესაძლებლობას, ერთი მხრივ, დაზოგონ დრო და თანხა, მეორე მხრივ, შეინარჩუნონ მათზე მორგებული დაზღვევის პირობები წლების განმავლობაში და მთელი სადაზღვევო პერიოდი გადაიხადონ თანაბარი შენატანი. მომხმარებლებს აღარ უწევთ ყოველწლიურად ავტომობილის დაზღვევის განახლებასთან დაკავშირებული პროცედურების გავლა, რადგან ყოველი ახალი წლის დასაწყისში დაზღვევის ლიმიტი ავტომატურად აღდგება.

    მნიშვნელოვანია, რომ აქციის ფარგლებში, მომხარებელს მრავალფეროვანი სერვისის მიღების შესაძლებლობა ეძლევა მთელი წლის განმავლობაში.

    ჩვენი მიზანია, ავტოდაზღვევის პროდუქტი უფრო მეტად სასარგებლო გახდეს როგორც მძღოლების, ასევე სადაზღვევო ინდუსტრიისთვისაც. ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ. ავტომფლობელებმა თანდათან ისწავლეს, რა არის დაზღვევა, რას უნდა ელოდონ მისგან და რა მოსალოდნელი საფრთხისგან შეძლებენ თავიანთი ავტომობილების დაცვას.

    რაც შეეხება რისკებს, დაზღვევა მოიცავს ავტოსაგზაო შემთხვევას, ქურდობას, ძარცვას, გატაცებას, საგნების ვარდნას, ვანდალიზმს (სხვა პირის მიერ ბოროტგანზრახული დაზიანება) და სტიქიურ მოვლენებს. ავტოსაგზაო შემთხვევის ანაზღაურება კი ხდება ადგილზე.

    ამდენად, "ჯიპიაი ჰოლდინგის" ავტოდაზღვევის მთავარი უპირატესობა მაღალი ხარისხის მომსახურება და მოქნილი ანაზღაურების სისტემაა", - აცხადებს ალექსანდრე გობრონიძე.

    საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე მსგავსი მასშტაბის შეთავაზება ჯერ არც ერთ სადაზღვევო კომპანიას არ ჰქონია. ეს კი ხელს უწყობს ბაზარზე კონკურენციის ზრდას და საბოლოოდ  მოგებული მომხმარებელი რჩება. გაზრდილი კონკურენცია ნიშნავს მომხარებლისთვის კიდევ უფრო გაუმჯობესებულ პროდუქტებსა და მომსახურებას. მსგავსი კამპანიები ხელს უწყობს ტენდენციას, რომ საქართველოში დაზღვევის კულტურა ამაღლდეს და მომხმარებელი მიეჩვიოს რისკის დაზღვევას, როგორც ყველა განვითარებად ქვეყანაში ხდება.

    "ჯიპიაი ჰოლდინგის" ავტოდაზღვევის მთავარი უპირატესობა მაღალი ხარისხის მომსახურება და მოქნილი ანაზღაურების სისტემაა. კომპანია მსურველს მომსახურების თანამედროვე, ონლაინ სერვისებს სთავაზობს - აპლიკაცია GPI MOBILE მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, ონლაინ რეჟიმში განაცხადოს ზარალის თაობაზე და მიიღოს ანაზღაურება დისტანციურად. ეს არის გამარტივებული, მომხმარებელზე ორიენტირებული სისტემა, რომელიც აადვილებს ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ ფორმალობებს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved