სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარი ჩიტაია
    19.12.2017

     წყლის გაძვირება თითქმის გადაწყვეტილია. ოფიციალურად ეს ინფორმაცია არ დასტურდება, თუმცა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიის ერთ-ერთ სხდომაზე წყლის გადასასახადთან დაკავშირებით ითქვა, რომ ინვესტიციები წინასწარ ტარიფში აუცილებლად აისახება. ამით, ფაქტობრივად, დადასტურდა, რაზეც უკვე სპეციალისტები საუბრობენ და აცხადებენ, რომ წყლის გადასახადის ზრდა გარდაუვალია.

    სემეკის სხდომაზე კომისიის წევრმა გიორგი ფანგანმა, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" სამწლიანი ტარიფის დადგენის საკითხის კომენტირებისას, თითქმის დაადასტურა, რომ ცვლილება გარდაუვალია.

    "წარმოდგენილი იყო 126 მილიონი ლარის ინვესტიცია, თუმცა კომისიამ შეათანხმა 114 მილიონი. ეს არის ის ინვესტიციები, რომელიც აუცილებლად უნდა მოხვდეს წინასწარ ტარიფში. ინვესტიციების ეს მოცულობა ტარიფზე გარკვეულ გავლენას მოხდენს, თუმცა რა გავლენას მოახდენს, საუბარი ნაადრევია, რადგან არ არის დამტკიცებული თუნდაც ნორმატიული დანაკარგების ოდენობა, რაზეც ჩვენ უახლოეს სხდომებზე ვიმსჯელებთ", - განაცხადა ფანგანმა.

    ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში ემზარ ჯგერენაია აცხადებს, რომ ტრადიცია გაგრძელედება და წყლის ტარიფს კვლავ პოლიტიკური გადაწყვეტილებით დაადგენენ, როგორც აქამდე ხდებოდა. იგი ფიქრობს, რომ გადასახადი განსაკუთრებით წყლის მწარმოებელ კომპანიებს დააწვება ტვირთად და ეს იქნება იმდენად მძიმე, რომ სამომავლოდ გარკვეული ინვესტიციების გადინებასაც გამოიწვევს.

    "ტარიფი მოიმატებს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. როგორც ვიცით, იგი იქნება სამწლიანი, ახალი მეთოდოლოგია დანერგეს, რომელიც აქამდე მოუწესრიგებელი იყო. ვინმე თუ ამბობს, რომ ინვესტიციები მოსახლეობის კეთილდღეობისთვის ხორციელდება, მთლად დამაჯერებელი არ არის. ვფიქრობ, ამ სამწლიანი ტარიფის დადგენის შემდეგ აუცილებლად მოახდენენ გამრიცხველიანებას.

    წყლის ტარიფი დღემდე პოლიტიკური გადაწყვეტილებით დგინდებოდა და ახლაც ასე მოხდება. აქედან გამომდინარე, წინასწარ შეუძლებელია განსაზღვრა, თუ რამდენით მოიმატებს გადასახადი, თუმცა, ზრდა ნამდვილად იქნება", - განუცხადა "რეზონანსს" ჯგერენაიამ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter