"ამ რაოდენობის მედიკამენტი, რასაც ექიმები პაციენტებს უწერენ, არც ერთი ნორმალურ ქვეყანაში არ ინიშნება~
გვანცა წულაია
16.11.2023

ბოლო წლებში მედიკამენტების გაიაფების მიმართულებით ქვეყანაში ცვლილებები განხორციელდა. გაიხსნა თურქეთის ბაზარი და ზედა ზღვარი დაწესდა წამლებზე, რომლის ჩამონათვალიც ეტაპობრივად იზრდება, თუმცა კარგ სიახლეებთან ერთად, ფარმაცევტულ ბაზარზე ბევრი პრობლემაა, რომლის დარეგულირებაც აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბოლო წლებში გატარებულ ცვლილებას დიდი ეფექტი არ ექნება.

2022 წლის დასაწყისიდან საქართველოსთვის თურქეთის ბაზარი გაიხსნა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყანამ იაფი მედიკამენტების შეძენა დაიწყო. შესაბამისად, წამლები გაიაფდა კიდეც. ერთი წლის თავზე კი მედიკამენტებზე ზედა ზღვარი დაწესდა და მათი ჩამონათვალი ეტაპობრივად იზრდება. ამ ეტაპზე, რეფერენტული ფასი ჯამში, 3200 მათგანზეა განსაზღვრული.

გატარებული რეფორმების კვალდაკვალ ფამრმაცევტულ ბაზარზე პრობლემებია, რის შესახებაც სფეროს სპეციალისტი, "გახსოვდეს ჰიპოკრატეს” ხელმძღვანელი მარინა ბერაძე საუბრობს.

"რეზონანსი”: პირველ რიგში, რა შეღავათი მიიღო მოსახლეობამ განცორციელებული ცვლილებების შემდეგ?

მარინა ბერაძე: ცვლილებები, რაც ჩატარდა, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია. ბევრი წამალი, რომელიც ძალიან ძვირი ღირდა და თითქმის შეუძლებელიც იყო მისი ყიდვა, ახლა გაიაფდა და შესაძლებელია შეძენა, რაც კარგია. საბოლოო ჯამში, საგრძნობლად დაიწია მედიკამენტების ღირებულებამ და ხელმისაწმდომობაც გაიზარდა, თუმცა არის ძალიან ბევრი წამალი, რომელიც დეფიციტური გახდა და დღეს ბაზარზე არ არის. ეს, რა თქმა უნდა, კარგი ამბავი არ არის.

"რ”: რას უკავშირდება დეფიციტის შექმნა?

მ.ბ: მედიკამენტები კერძო კომანიებს შემოაქვთ და დიფიციტის შექმნა შესაძლოა, ზედა ზღვის დაწესებას უკავშირდებოდეს, თუმცა ამის ობიექტური მიზეზი არ უნდა არსებობდეს. საერთოდ, წლების განმავლობაში, ფარმაცევტული კომპანიების ქმნიან მოთხოვნასაც და ფასებსაც აწესებენ. სახელმწიფო აქამდე ფასწარმოქმნის პროცესში არ იღებდა მონაწილეობას, მაგრამ ძალიან კარგია, რომ აქაც ჩაერთო და ბუნებრივია, ამას უპასუხეს კომპანიებმაც. ერთი ხელის დაკვრით ეს არ გაკეთდება, მაგრამ აუცილებელია, რომ დეფიციტი მოისპოს და ხარისხზეც იყოს საუბარი.

"რ”: ბევრჯერ ითქვა, რომ ხარისხი პრობლემას წარმოადგენს...

მ.ბ: ზოგადად, მედიკამენტების ხარისხთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ არსებობს პრობლემა, მაგრამ კითხვებზე პასუხის გაცემა შეუძლებელია თუ არ ჩატარდა სერიოზული კვლევა.

"რ”: ხარისხთან ერთად, პაციენტები ბევრი მედიკამენტის დანიშნვაზეც წუხხან, ასეთი შემთხვევევის შესახებ არა ერთხელ გვსმენია ყველას

მ.ბ: მართალია, ამ წამლებს დაბალი ფასი აქვს, რაც ძალიან კარგია, მაგრამ ჩვენი მოსახლეობა ბევრ მედიკამენტს იღებს. წამალზეა დამოკიდებული ხალხი. ამ რაოდენობის მედიკამენტი, რასაც ექიმები პაციენტებს უწერენ, არც ერთი ნორმალურ ქვეყანაში არ ინიშნება. შეიძლება წამალი იაფია, მაგრამ 5-ის ნაცლვად, 10 დასახელება თუ გამოიწერება, ადამიანს მაინც ბევრის გადახდა მოუწევს. ამას სჭირდება სპეციალური მონიტორინგი. კვლევებია საჭირო და სიტუაციას ცოტა სიღრმისეულად უნდა შევხედოთ, რადგან ფარმაცია არის მეცნიერება. წამალი არის სამკურნალო და ამავე დროს საწამლავიც. გააჩნია დოზას და ამის დარეგულირება აუცილებლად უნდა მოხდეს, მაგრამ ჯერჯერობით ბუნდოვანია, რომელი ორგანო იკისრებს ამას და ვის ევალება.

"რ”: ყველან კვალიფიციური კადრების პრობლემაა, აფთიაქებში როგორი მოცემულობაა ამ კუთხით?

მ.ბ: დიახ, პრობლემაა აფთიაქებში მომუშავე პერსონალის პროფესიონალიზმი. წამლებთან უნდა მუშაობდნენ სპეციალისტები, მათ გამოწერილი მედიკამენტების შეფასება უნდა შეეძლოთ და შეკითხვებზე სწორი პასუხის გაცემაც. ქსელურ აფთიაქებში, ძირითადად, გვხვდებიან ახალგაზრდები, რომლებიც არიან დატრენინგებულები, ეს ერთი შეხედვითაც კი ჩანს. არსებობს აფთიაქები, სადაც მართლა პროფესიონალები იყვნენ, მაგრამ გამოკითხვით დადგინდა, რომ აფთიაქებში აღარ არიან კვალიფიციური სპეციალისტები. ჩვენ ქვეყანაში დასაკარგი პროფესიონალები არ გვყავს.

ფარმაცევტებს უმაღლესი განათლება უნდა ჰქონდეთ მიღებული. ჩენთან კი მხოლოდ ტრენინგებგავლილი გოგონები მუშაობენ, რომლებიც მარტო ზრდილობიანად საუბრობენ და სხვა არაფერი იციან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×