სარესტორნო ბიზნესში ეჭვი უკვე გაჩნდა, თუმცა მისი დადასტურება ჯერ არ მომხდარა
ქეთო გოგოხია
25.07.2023

ჰორეკა სექტორის ნაწილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოში მომუშავე მიგრანტების მიერ დაფუძნებული კომპანიები გადასახადებს არ იხდიან, იურისტები არ ეთანხმებიან. განსაკუთრებით რესტორნებში, რომელზეც  ერთდროულად რამდენიმე  უწყების მონიტორინგი ვრცელდება. სპეციალისტები კი ფიერობენ, რომ შესაძლოა, რამდენიმე ერთეული შემთხვევა ფიქსირდებოდეს, მაგრამ ეს ტენდენციად ვერ იქცევა.

კონკრეტული შემთხვევების შესახებ ინფორმაცია შეფ-მზარეულმა, რესტორნების ქსელის დამფუძნებელმა გურამ ბაღდოშვილმა გაავრცელა. მისი აზრით, "სლავური

კომპანიები" გადასახადებს არ იხდიან და ისე აგრძელებენ მუშაობას, მსგავსი ფაქტების მონიტორინგი კისახელმწიფოს მიერ არ ხდება.

,,პრობლემა იასა, რომ დარწმუნებული ვარ, არც ერთი მათგანი არ იხდის იმ გადასახადებს, რაც საქართველოს კანონმდებლობით ევალებათ. იქ ადამიანები, რომ მიდიან "ჩეკებს" არავინ არ არტყამს. იყვნენ ჩემი ნაცნობებიც და ანგარიში არ მიუტანიათ. იქ მიდის თავიანთი შემოტანილი ფულის გაშავება, - სოლოლაკში ყოველ შემთხვევაში ეგეთი სიტუაციაა და ბათუმშიც არის ბევრი ეგეთი ინციდენტი. ჩემთვის აქვს მოყოლილი ახლობლებს, რომლებიც მათ სტუმრობდნენ", - განაცხადა ბაღდოშვილმა "ბიემ ტვ"-ის ერ-ერთ გადაცემაში.

მისივე აზრით, პრობლემის მოგვარება შესაძლებელია იმ კომპანიების ფინანსური აუდიტის მონაცემების ამოღებით, რომლებიც გადასახადებს არ იხდიან.

ჰორეკა სექტორიდან გაჟღერებულ ინფორმაციას სარწმუნოდ არ მიიჩნევს იურისტი ლევან ალაფიშვილი, რომლის განცხადებითაც, საქართველოში მომუშავე ნებისმიერი კომპანია ადგილობრივი ადმინისტრირების ქვეშ არის მოქცეული და გადასახადების გადამხდელია. თუკი ვინმე ამ პასუხისმგებლობას გაურბის, იურისტის შეფასებით, დანაშაულია და შესაბამისი რეაგირება უნდა მოხდეს. ამასთან, ლევან ალაფიშვილი გამორიცხავს, რომ მსგავს ფაქტებს სისტემური ხასიათი ჰქონდეს.

,,სერიოზული დანაშაულია, არ არის თავისთავად სწორი საზოგადოების სენტიმენტებსა და ეკონომიკურ საკითხებზე არაინფორმირებული და ემოციური მსჯელობა. ზოგადად ქვეყნის ინტერესს აზიანებს, გადამოწმებადი ინფორმაციაა, ქართული იქნება, სიომხური, ამერიკული თუ რუსული, ყველა კომპანია ექცევა საქართველოს ადმინისტრაციის ქვეშ და ევალებათ გადასახადების არა მხოლოდ გადახდა, აღრიცხვიანობის მოწერსიგება და სხვა, განსაკუთრებით ისეთ კომპანიებს, რომლებიც კვების სეგმენტში ოპერირებენ და სურსათის უვნებლობის რეგულაციები ვრცელდება. 

შესაბამისად, ფაქტი,  რომ რომელილმე სუბიეტი გადასახადს არ იხდის, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გამოიწვევს და აქამდეც არ დარჩებოდა ყურადღების მიღმა, განსაკუთრებით მედიისთვის", - განაცხადა ალაფიშვილმა ,,რეზონანსთან".

როგორც იურისტმა აღნიშნა, აქცენტი არასწორად არის დასმული, რამაც შეიძლება ქვეყნის იმიჯზე ნეგატიურად იმოქმედოს და ბიზნესის ინტერესებიც დააზარალოს.

"თუკი პირი ლეგალურად  იმყოფება საქართველოში, რომელი ქვეყნის მოქალაქეც არ უნდა იყოს, თუ სანქცირებული არ არის, კანონის ფარგლებში გათვალისწინებული საქმიანობის წარმართვა შეუძლია. ყველა ასეთი საქმიანობა  ჩვენი ადმინისტრირების ქცვეშ ექცევა, მათ შორის, საგადასახადო მიმართულებით. ის, რომ არ იხდიან გადასახადს და შესაბამისი ორგანო ადმინსიტრირებას არ ახორციელებს, ვფიქრობ, არასწორი შეფასებაა. ასეთი მიდგომა არ იმოქმედებს დადებითად ბიზნეს გარემოზე. 

არ გამოვრიცხავ, ცალკეული შემთხვევები მართლაც იყოს და ვიღაცა თავს არიდებდეს გადასახადების გადახდას. ჩვენც ვიცით საქართველოს რამდენიმე  მოქალაქის შესახებ, რომლენიც ამა თუ იმ სფეროში არიან რეგისტრირებული ინდმეწარმეებად და გადასახადებს არ იხდიან. ნებისმიერი შეიძლება იყოს ასეთი, მაგრამ ის, რომ ვიღაც  მასობრივად ამის საშუალებას აძლევს მიგრანტებს და არ ახორციელებს კონტროლს, ეს პირდაპირი ბრალდებაა, რასაც ვერ გავიზიარებ. განსაკუთრებით რესტორნებთან მიმართებით, რომლებიც ერთდროულად  რამდენიმე საჯარო უწყების მონიტორინგის ქვეშ ექცევიან და მათთვის ასე ადვილი არ არის არალეგალურად რაიმე საქმიანობის წარმართვა", - განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.

იურისტის პოზიციას იზიარებენ ფინანსისტებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ ნებისმიერ ასეთ ფაქტზე, თუ რეალურად აქვს ადგილი, უმკაცრესი რეაგირება უნდა მოხდეს. თუმცა, როგორც ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი აცხადებს, შეუძლებელია სისტემურ დანაშაულთან გვქონდეს საქმე.

,,წარმოუდგენელია, რომ ათასობით კომპანია არ იხდიდეს გადასახადს, ეს უფრო ემოციური მიდგომა მგონია. შეიძლება რომელიმე კომპანია ახდენს რეინვესტირებას, რომელიც გადასახადისგან ათავისუფლებს. გასათვალისწინებელია, რომ ყველა ეს კომპანია ასაქმებს ხალხს, იხდის საშემოსავლოს და დღგ-ს და სხვა. შესაბამისად, შეუძლებელია სისტემური დანაშაული იყოს, მაშინ საქმე უნდა აღიძრას. 

მსგავსი თუ სადმე ხდება და  ჯერ არ შეუმოწმებიათ, აუცილებლად შეამოწმებენ და პრობლემა შეექმნებათ. მით უმეტეს, რესტორანს იმხელა ბრუნვა აქვს, რომ შეუძლებელია, გადასახადის გადამხდელი არ იყოს. არ გამოვრიცხავ არაფერს, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ტენდენციასთან გვაქვს საქმე", - განუცხადა ,,რეზონანსს" ზვიად ხორგუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×