სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარი ოთარაშვილი
    24.05.2010

      "მერიას, რომელიც დაახლოებით 27 მილიონს ხარჯავს ჯანდაცვაზე და 42 მილიონს საკუთარი თავის შენახვაზე, რა თქმა უნდა, გასაკეთებელი კიდევ ბევრი ექნება," - აცხადებს "მთელ კვირასთან" საუბრისას "ქართული აკადემიის" წევრი, პროფესორი თემურ ნანეიშვილი. "აკადემიელები" მოუწოდებენ საზოგადოებას, კარგად გაერკვნენ მერობის კანდიდატების სამოქმედო პროგრამებში, რადგან, მათი აზრით, დაპირებების უმეტესობა არადამაჯერებელია.

    ნათია ახალაია
    24.05.2010

      "როცა პოლიტიკოსი ციდან ვარდება; როცა მისი საარჩევნო პიარკამპანია წარმოებულია იგივე კომპანიის მიერ, ვინც ასეთ მომსახურებას უწევს "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ქრისტიან-დემოკრატებს", ეჭვის საფუძველი ლოგიკურად ჩნდება.

    ზაირა მიქატაძე
    24.05.2010

      "1918 წლის 26 მაისს, როგორც თანამედროვენი იგონებენ, საქართველოს მთელი მოსახლეობა ფეხზე იდგა. ამ დღეს თბილისში, მთავრობის სასახლის თეთრ დარბაზში გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა - ქარტია თავისუფლებისა. ქართველმა ერმა ამ დღეს უარყო სხვისი ბატონობა და გადაწყვიტა თვითბატონობა. 26 მაისს ქართველობა ერთსულოვნად გამოეყო ჩრდილოეთს, გამოვიდა მისი ტყვეობიდან, დალეწა მისი ბორკილები და მოიპოვა თავისუფლება... საქართველო იშვა 26 მაისს, იშვა თავის ქვეყანაში, იშვა მსოფლიოში.

    თიკო ოსმანოვა
    24.05.2010

      "ჩვენ არასწორად გავთვალეთ ის მხარდაჭერა, რომელიც აშშ-მ ჯორჯ ბუშის მმართველობის დროს აღმოუჩინა საქართველოს, ჩვენ ვერ გავითვალისწინეთ ის, რომ როდესაც აშშ-ში ბუშის მმართველობა აღარ იქნებოდა, აშშ-ს სტრატეგია შეიცვლებოდა და ამიტომ აღმოვჩნდით საგარეო ხაფანგში", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბარში პოლიტოლოგი გოგი ხუციშვილი, რომელიც თვლის, რომ აშშ-სთან ურთიერთობის აღდგენა შესაძლებელია, თუმცა ამას რამდენიმე წელი დასჭირდება.

    ირმა ჩაფიძე
    24.05.2010

    თამთა ქარჩავა
       
      საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის შესაფასებლად ექსპრეზიდენტს, ედუარდ შევარდნაძეს კრწანისის რეზიდენციაში ვესტუმრეთ. ინტერვიუ საინტერესოდ მიმდინარეობდა, როდესაც ბატონი ედუარდის პირად მობილურზე ზარი გაისმა. პრესცენტრის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა მარინა დავითაშვილმა ბოდიში მოგვიხადა და მობილური ტელეფონი ბატონ ედუარდს მიაწოდა. "ირაკლი, გისმენ, როგორ ხარ? დიდი მადლობა, დიდი მადლობა, გაიხარე, ყოჩაღად იყავი" - დიდი სითბოთი უთხრა ბატონმა ედუარდმა. ის იყო, მომდევნო კითხვის დასმაზე ვფიქრობდით, როცა შევიტყვეთ, ედუარდ შევარდნაძეს მოსაკითხად და საკუთარი წიგნის გადასაცემად "ეროვნული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი წერეთელი ურეკავდა. ბუნებრივია, გაგვიკვირდა... "პოლიტიკური დაპირისპირება არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანთან ადამიანური ურთიერთობა არ შეიძლება", - ასე აგვიხსნა მან თავისი დამოკიდებულება.

    ეთერ ბალაძე
    24.05.2010

      ახლახან "დაიცავი საქართველოს" ერთ-ერთი წევრი გოგა ხაინდრავა პარიზიდან დაბრუნდა, სადაც თავდაცვის ექსმინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს შეხვდა. ამბობს, რომ ოქრუაშვილი საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ჩამოვა.

    ირმა ჩაფიძე
    22.05.2010

      რამდენიმე დღის წინათ ტელეკომპანია "კავკასიამ" პოლიტიკური თოქ-შოუს მიმდინარეობისას დასვა კითხვა, რამდენად გამოხატავენ საქართველოში არსებული პოლიტიკური ძალები მათ ინტერესებს. გამოკითხულთა 75 პროცენტი აცხადებს, რომ არ ასახავენ. ექსპერტებში ლოგიკურად გაჩნდა მოსაზრებები, რომ შესაძლოა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასრულებისთანავე დაიწყოს ახალი პოლიტიკური ძალისა და ახალი პოლიტიკური ლიდერების ფორმირების პროცესი.

    თამთა ქარჩავა
    22.05.2010

      "გვთხოვთ ყველას, როგორც ძმა, როგორც შვილი და როგორც მეგობარი, გამოდით არჩევნებზე და გადავარჩინოთ საქართველო, რომელიც დღეს განსაცდელშია. ეს კაცი როდის ააფეთქებს კიდევ არსებულ სიტუაციას, არავინ არ იცის", - აცხადებს "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში "ეროვნული საბჭოს" მერობის კანდიტატი, ზვიად ძიძიგური. ის ცესკოს ტელეკომპანიების: "რუსთავი 2"-ისა და "იმედის" წინააღმდეგ სადამსჯელო სანქციების გატარებას სთხოვს. როგორ აფასებს საკუთარ შანსებს და მართლაც მუშაობენ თუ არა ნარკორეალიზატორები "ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ? ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით "რეზონანსი" ზვიად ძიძიგურს ესაუბრა.

    სალომე ცეცხლაძე
    22.05.2010

      თბილისის გლდანის ნომერ მერვე საპყრობილის დირექტორის თამაზ მელაძის წინააღმდეგ 84 ადვოკატი სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს. ისინი მას პატიმრის ნახვისას გაუსაძლისი პირობების შექმნასა და ადვოკატის საქმიანობის ხელის შეშლაში ადანაშაულებენ.

    გიორგი ფუტკარაძე
    22.05.2010

      ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უკრაინულმა კომპანიამ "პრომოვა" (ზრო.მოვა) მედია მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარადგინა, რომელიც 30 მარტიდან დღემდე პერიოდს მოიცავს. შუალედური ანგარიში "პრომოვას" მმართველმა პარტნიორმა, ეუთოს ექსპერტმა ევგენი გლებოვიცკიმ წარადგინა.

    თამთა ქარჩავა
    22.05.2010

      კორტების სისხლიანი სპეცოპერაციიდან ზუსტად 4 წელი გავიდა. 22 წლის ზურაბ ვაზაგაშვილი და საშა ხუბულოვი პოლიციამ მანქანაში იმ მოტივით ჩაცხრილა, რომ ისინი საყაჩაღოდ მიდიოდნენ. თუმცა გამოძიებისთვის, მკვლელობიდან ზუსტად თვე და 4 დღე დაუდგენელი იყო ოჯახი, ვის დაყაჩაღებას აპირებდნენ ისინი. ეს და სხვა მრავალი მტკიცებულება ვაზაგაშვილის მამამ, იური ვაზაგაშვილმა წარმოადგინა, თუმცა ამას არავითარი შედეგი გამოძიების მხრიდან არ მოჰყოლია.

    თამთა ქარჩავა
    22.05.2010

      "რეზონანსის" ინფორმაციით, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში მიემგზავრება. ინფორმაცია ბურჯანაძის პრეს-სამსახურში დაგვიდასტურეს და აღნიშნეს, რომ ვიზიტი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ შედგება, ანუ ზაფხულში. ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. დეტალებზე განცხადებას ნინო ბურჯანაძე თავად გააკეთებს. თუმცა ცნობილია, რომ ეს ვიზიტი ამერიკული მხარის ინიციატივით შედგება. შეხვედრები დაგეგმილია აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებთან.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved