სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარი ოთარაშვილი
    01.06.2010

      უეცრად გამქრალი საჩივრები, "ნათესაობით" შემოხაზული "ბეშები" და "მძიმე" პირადობის მოწმობა - საგარეჯოს რაიონში კასკადურმა დარღვევებმა ადრინდელ არჩევნებთან შედარებით წყნარად ჩაიარა და გაბეშებული არჩევნებიც დასრულდა.

    თამთა ქარჩავა
    01.06.2010

      ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ, შსს-ს სს-ს სამძებრო სამსახურის გამომძიებელი, პატიმრობაში მყოფი ბათუ საღინაძე უკანონო პატიმრად სცნო. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ხელისუფლებამ საღინაძეს მორალური ზიანისთვის სამი თვის ვადაში 15 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს, ასევე უნდა დაუბრუნოს საცხოვრებელი სახლი, საიდანაც ის გამოასახლეს, ან 6 თვის ვადაში შესაბამისი კომპენსაცია უნდა გადაუხადოს.

    ელზა წიკლაური
    01.06.2010

      "ძალიან რთულ ვითარებაში მომიწია მუშაობა, იყო ტერორი და იმის გამო, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს დარღვევებზე განმარტებებს ვთხოვდი, ორი 500-ლარიანი ჯარიმაც გამომიწერეს, რასაც, რა თქმა უნდა, აუცილებლად გავასაჩივრებ," - განაცხადა "რეზონანსთან" საუბარში "ადამიანის უფლებათა ცენტრის" დამკვირვებელმა, ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობისას მთელი დღის განმავლობაში კახეთის თითქმის ყველა რაიონში მოუწია დამკვირვებლის სტატუსით მუშაობა.

    სალომე ცეცხლაძე
    01.06.2010

      რეგიონალური მედიის წარმომადგენლები არჩევნებს მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა უბანზე აკვირდებოდნენ. მათ "რეზონანსს" იმ ზეწოლებისა და პრობლემების შესახებ მოუყვნენ, რომლებიც მუშაობის პროცესში შეექმნათ და რეგიონებში არსებულ საარჩევნო დარღვევებზეც ისაუბრეს.

    თამთა ქარჩავა
    01.06.2010

      "ეროვნული საბჭო" საპროტესტო აქციებით იმუქრება და ხელისუფლების შესაცვლელად ბრძოლას გააგრძელებს, რისთვისაც თანმიმდევრული გეგმა შემუშავდება. კახა კუკავას განცხადებით, სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარებს. მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი ამბობს, რომ 30 მაისი საქართველოს დამარცხების დღე იყო. მისი აზრით, "ეროვნული საბჭოს" საარჩევნო კამპანიაც არ იყო საკმარისი და ამაზე ის პასუხისმგებლობას არ გაურბის.

    თიკო ოსმანოვა
    01.06.2010

      "საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, საარჩევნო სუბიექტების აქტივისტთა მიერ განხორციელებული, მასშტაბური აგიტაცია, არასათანადო ტექნიკური უზრუნველყოფა, არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლების უბანზე არშეშვება, ზეწოლა, მუქარა, სხვისი პირადობის მოწმობით ხმის მიცემა და ხელოვნურად გაზრდილი ამომრჩევლთა რაოდენობა", - ეს არასამთავრობოების მიერ თვითმმართველობის არჩევნების მონოტორინგის შედეგებია. მიუხედავად ამ დარღვევებისა, თვლიან, რომ არჩევნები ჩატარებულია და მასობრივ გაყალებას ადგილი არ ჰქონია.

    რუსიკო მაჩაიძე
    01.06.2010

      სოზარ სუბმარმა "ალიანსი" ოფიციალურად დატოვა. მიზეზად კი იმას ასახელებს, რომ "ალიანსმა" გამარჯვების შანსი არ გამოიყენა". მართალია, სუბარის თქმით, მას ეს გადაწყვეტილება საკრებულოს თავმჯდომარეობაზე უარის თქმის დროს უკვე მიღებული ჰქონია, მაგრამ ფაქტია, რომ ოფიციალურად არჩევნების მეორე დღეს გაჟღერდა. ეს კი საერთოდ "ალიანსის" საერთო ბედზე როგორ იმოქმედებს, ძნელი სათქმელია.

    ლილი ხმალაძე
    01.06.2010

      ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის სადამკვირვებლო მისიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საბოლოოდ, პოზიტიურად შეაფასა. მათი თქმით, პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, თუმცა იყო სერიოზული დარღვევებიც.

    ია აბულაშვილი
    01.06.2010

      არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით "რეზონანსი" პოლიტიკური მარკეტინგის ექსპერტს პროფესორ კახაბერ ჯაყელს ესაუბრა.
      "რეზონანსი": როგორ ფიქრობთ არჩევნების არსებული შედეგები კანონზომიერი იყო თუ არა?

    მარი ოთარაშვილი
    01.06.2010

    სპეციალურად "მთელ კვირისთვის" საგარეჯოდან
       
    დილიდან საგარეჯოს რაიონში, სოფელ თულარის 48-ე საარჩევნო ოლქში, შედარებით სიწყნარე იყო. თუმცა შუადღიდან დარღვევების "კასკადი" დაიწყო. კომისიის თავმჯდომარე რამდენიმე ამომრჩეველს აძლევდა საშუალებას, კენჭისყრაში მონაწილეობა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე მიეღოთ. ჩემი, როგორც დამკვირვებლის, შენიშვნის შემდეგ მითხრა, მერე რა მოხდა, დარჩა სახლში, შორი გზიდან არის მოსული და უნდა მივცეთ ხმის მიცემის საშუალებაო.

    ირმა ჩაფიძე
    01.06.2010

    თამთა ქარჩავა
       
      ლევან გაჩეჩილაძე თვლის, რომ ეს არჩევნები უკვე გაყალბებულია. ის დილის 8 საათზე მივიდა არჩევნებზე მედიისაგან მალულად, რომ მისი ეკრანზე გამოჩენით არჩევნები არ "გაეპრავებინათ". ვის მისცა ხმა ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა და როგორ ვარაუდობს არჩევნების შემდეგ სიტუაციის განვითარებას? ამას მასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში შეიტყობთ.

    ლანა ბერიძე
    01.06.2010

      "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" ცესკოს მიერ დათვლილი ხმების მოლოდინშია და ეგზიტპოლების შედეგებს, რომლის მიხედვითაც გია ჭანტურიამ ხმების 10% აიღო და მესამე ადგილი დაიკავა, არარეალურს უწოდებს. გუშინ მთელი დღის განმავლობაში მათ ცენტრალურ ოფისში დიდი აქტიურობა და ხალხმრავლობა იყო. მთელი დღის განმავლობაში სპეციალურ საინფორმაციო ოთახში შეკრებილი იყვნენ ჟურნალისტები, სადაც პარტიის ლიდერებისგან არჩევნების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას იღებდნენ. ამავე ოთახში ყოველ 2 საათში "ქრისტიან-დემოკრატების" საარჩევნო შტაბის უფროსი ლევან ვეფხვაძე ბრიფინგებს მართავდა.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved