სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    სალომე აბულაძე
    09.09.2013

    "პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ის ჰოსპიტალში მოთავსებას არ საჭიროებს," - ასე აფასებენ ექიმები ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

    ანი ფაცია
    09.09.2013

     "ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის" ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი აკაკი ასათიანი 20 აგვისტოს სახლიდან გამოასახლეს. ასათიანს სულთანიშვილის ქუჩაზე საკუთარი 4-სართულიანი სახლი ბანკმა ჩამოართვა.

    ია აბულაშვილი
    09.09.2013

    მკითხველს გვინდა შევახსენოთ ამერიკის შეერთებულ შტატებში იმიგრირებული ქართველებისა და მათი წარმატებების შესახებ. ის "ანბანური" ინფორმაცია, რასაც ქვემოთ შემოგთავაზებთ, შესაძლოა, ბევრისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობისათვის გარკვეულწილად უცნობი იყოს. ეს არის ისტორიები იმ ადამიანებზე, რომლებიც წარმატებულად იდგნენ უცხო ქვეყნის სამსახურში და ვისზეც საბჭოთა კავშირის დროს ინფორმაციის მოპოვბა ძალიან ჭირდა.

    ეკა ბასილაია
    09.09.2013

    წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე საქართველოში პრეზიდენტობის მსურველთა რაოდენობა შთამბეჭდავია. ცესკოში კანდიდატად დასარეგისტრირებლად 54 განცხადება შევიდა. რეგისტრაციაზე უარი პრეზიდენტობის 6 მსურველს ეთქვა, 4 პირის განცხადება განიხილება. 44 დარეგისტრირებულიდან 5, კერძოდ, მიხეილ სალუაშვილი, ნესტან კირთაძე, გიორგი მარგველაშვილი, გიორგი ლილუაშვილი და შალვა ნათელაშვილი ცესკომ პრეზიდენტობის კანდიდატად უკვე დაარეგისტრირა. დანარჩენებმა ცესკოს 26 530 ამომრჩევლის ხელმოწერა 17 სექტემბრამდე უნდა მიაწოდონ.

    თათია ჩაფიჩაძე
    07.09.2013

    საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდმა, უკვე მეორედ, გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი თანამდებობიდან გადააყენა, მოვალეობის შემსრულებლად კი მისი პირველი მოადგილე - თამაზ ტყემალაძე დანიშნა. ბარათაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწვეტილებას მხარი ბორდის ცხრავე წევრმა დაუჭირა. ახალი გენერალური დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად კი კონკურსი ათი დღის ვადაში გამოცხადდება.

    ანი ფაცია
    07.09.2013

    გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ლატვიას ესტუმრა. იგი უკვე შეხვდა ლატვიის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს.

    სალომე სარიშვილი
    07.09.2013

     სანდრო ახმეტელის სახელობის თბილისის დრამატულ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელი ამ დრომდე არ დაუნიშნავთ, რამაც მსახიობებში პროტესტი გამოიწვია. თბილისის თეატრებში ახალი სამხატვრო ხელმძღვანელების დანიშვნა უკვე დასრულებულია, თუმცა, ახმეტელის თეატრში, გარკვეული მიზეზების გამო, ეს პროცესი 12 სექტემბრამდე გადაიდო.

    ეკა ბასილაია
    07.09.2013

     გასცა თუ არა თანხმობა საქართველომ აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე - ოფიციალური ერევანი ამბობს, რომ თბილისში გადაწყვეტილება მიღებულია და თანხმობა არსებობს, საქართველოს მთავრობა კი პასუხად ამბობს, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

    თაკო მათეშვილი
    07.09.2013

     საკრებულოს თავმჯდომარე დედაქალაქის რაიონის გამგებლებს დაუპირისპირდა და სიცრუეში დაადანაშაულა. საქმე ეხება ამხანაგობების თავმჯდომარეების წახალისებასა და მათ მიერ გამგეობაში შეტანილი პროექტების დაფინანსებას, რომელთაც შიხიაშვილის თქმით, გამგებლები უსახსრობის მიზეზით არ აფინანსებენ.

    მარი ოთარაშვილი
    07.09.2013

    პრეზიდენტობის 50 მსურველი, 44 რეგისტრირებული კანდიდატი, 6 კი უარით გასტუმრებული - საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის რეგისტრაციის მსურველთა განაცხადების შეტანა დღეს საღამოს 6 საათზე დასრულდება. საინიციატივო ჯგუფებსა და პოლიტიკურ პარტიებს 17 სექტემბრამდე ექნებათ ვადა, რომ ცესკოში შეიტანონ მხარდამჭერების მინიმუმ 26 500 ხელმოწერა. საბოლოო ჯამში ვინ დარჩება პრეზიდენტობის კანდიდატად - ეს არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, 27 სექტემბერამდე გაირკვევა.

    თაკო მათეშვილი
    07.09.2013

    სტატუსშეჩერებული სტუდენტები განათლების სამინისტროს დახმარებას სთხოვენ. ამბობენ, რომ სტატუსის აღსადგენად საჭირო ჯარიმების გადახდა არ შეუძლიათ და ახალ მინისტრს სთხოვენ ეს ჯარიმები გაუქმდეს, ან სამინისტრომ გადაიხადოს.

    სალომე აბულაძე
    07.09.2013

    თავდაცვის სამინისტრომ მოსახლეობის გაფრთხილების გარეშე გუშინ საჰაერო ფრენები ვარკეთილისა და ისან-სამგორის ტერიტორიაზე განახორცელა. შეშფოთებული მოსახლეობა ამბის გასაგებად თავდაცვის სამინისტროში რეკავდა, სადაც მათ ფრენის მიზეზს აცნობდნენ.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×