ია აბულაშვილი
15.07.2020

„წმინდა პარტიული თვალსაზრისით „ნაციონალური მოძრაობისთვის" „ძალა ერთობაშია" წამგებიანია. იმ გაერთანებაში შემავალი პარტიების უმეტესობა 1%-იან ბარიერს ვერ გადალახავს, რაც იმას ნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა" რა ხმებსაც მიიღებს, უნდა გაუყოს. ანუ ეს პარტიები მანდატების მომტანი კი არა წამღები პარტიები არიან," - აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ოპოზიციის შესაძლო დაშლასთან დაკავშირებით.

„ძალა ერთობაშია" შემავალი პარტიების ლიდერები „ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვტილების მოლოდინშია, რომელმაც მოსაფიქრებლად დრო ითხოვა. მათი თქმით, „ძალა ერთობაშიას", რომელიც 2018 წელს ჩამოყალიბდა, საზოგადოების დიდი მხარდაჭერა აქვს და საპრეზიდენტო არჩევნებშიც შედეგი აჩვენა.

„ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ აქამდე არ იცის, რა ფორმატით გავლენ არჩევნებში, მაგრამ ეს საკითხი უახლოეს დღეებში უნდა გადაწყდეს, რადგან დროში ვერ გაიწელება. ერთობის დაშლა კი, მისი აზრით, უნდა მოხდეს კონსტრუქციულად და მშვიდობიანად.

„ნათელაშვილის ოფისში ვინც იკრიბებოდა, არცერთი არ აპირებდა ერთმანეთთან გაერთიანებას - არც ბურჯანაძე, არც ნათელაშვილი და არც ლელო. სხვა თემაა „ძალა ერთობაშია". თუ შევხედავთ, იქ არიან პარტიის ლიდერები, რომელთა უმეტესობას პარტია არ ჰყავს და ამ უმეტესობას უნდა „ნაციონალებთან" ბლოკი. ანუ შეიქმნებოდა ერთიანი სია, პარტიის ლიდერები პირველ რიგებში იქნებოდნენ. „ნაციონალური მოძრობის" წევრებმა, თუნდაც ლიდერებმა, რომლებიც ჩანან, უნდა ჩაიჩოჩონ და ამათ დაუთმონ ადგილები.

ეს ის პარტიები არიან, რომლებიც 1%-იან ბარიერს ვერ გადალახავენ. „ნაციონალური მოძრაობა" რა ხმებსაც მიიღებს მათ უნდა გაუყოს, ანუ ეს პარტიები მანდატების მომტანი კი არა წამღებნი არიან. ასევე, ამ პარტიის ლიდერების უმეტესობა არის „ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრები, მაგალითად ვაშაძე, რომლებმაც დატოვეს მოძრაობა და თავიანთი პარტია შექმნეს. სააკაშვილისთვის ეს ხალხი ბოლომდე სანდო არ არიან და პარლამენტში თუ შევლენ, შეიძლება ისევ გამოეყონ და სააკაშვილის ბრძანებებს წინააღმდეგობა გაუწიონ.

ეს პარიტები სააკაშვილისთვის და „ნაციონალური მოძრაობისთვის" წამგებიანია. ეს ბლოკი სააკაშვილისთვის სასურველი იქნებოდა მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში, თუ მთელი ოპოზიცია გაწევრიანდებოდა და მიიღებდა ყველაზე მეტ მანდატს და მომავალ პარლამენტში მთავრობის დაკომპლექტების პრიორიტეტი ექნებოდა. რადაგნ ასეთი ბლოკი ვერ შეიქმნა, წმინდა პრაგმატული მოსაზრებით „ძალა ერთობაშიას" შენარჩუნება აზრს კარგავს. დღეის მოცემულობით, „ნაციონალური მოძრაობა" არის ძლიერი ოპოზიციური ძალა, მაგრამ არა ზრდის მატარებელი პერსპექტივით. 8 წელი დაახარჯეს იმას, რომ ივანიშვილი ემხილათ რუსეთის აგენტობაში და ამიტომ არიან ამ დღეში. მათმა მატარებელმა უკვე ჩაიარა. რადგან ერთიანი ბლოკი ვერ იქმნება, „ოცნება" აიღებს პირველ ადგილს, ყველაზე მეტ მანდატს და თავად შექმნის მთავრობას. თუ ხმები დასჭირდება, სხვა პარტიებიდან დაიმატებს მანდატებს," - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×