თამარ შუკვანი
21.05.2020

საქართველო პირველი ივლისიდან უცხოეთიდან ტურისტებს მიიღებს, რაც უსაფრთხობის წესების სრული დაცვით უნდა მოხდეს, იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ ახალი კორონავირუსით ინფიცირებილი პირის შემოსვლა. ამისათვის კი საჭირო იქნება გარკვეული შეზღუდვების დაწესება. პირს საზღვარზე მოუწევს კოვიდ-ტესტისა და თერმოსკრინინგი გავლა, ან ცნობის წარდგენა, რომ შემომსვლელმა უკვე ჩაიტარა ტესტირება და მან უარყოფითი შედეგი აჩვენა.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით, ჯანდაცვის სამინისტროს უკვე მიღებული აქვს დავალება, რომ საზღვრებზე თითოეული შემომსვლელი ადამიანის კონტროლი გაძლიერდეს და საქართველოს საზღვრებზე სავალდებულო კარანტინი ერთ საათამდე შემცირდეს.

ამასთან, მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, კოვიდისგან უსაფრთხო ტურისტული ზონები გამოყოს. ეს შეიძლება იყოს წყალტუბო, გუდაური, საირმე, აბასთუმანი, ბორჯომი და ა.შ.

ანალიტიკოსმა ხათუნა ლაგაზიძემ „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, რომ აუცილებელია უსაფრთხოების წესების გამკაცრება, როგორც აეროპორტში, ასევე სახმელეთო საზღვარზეც, იმისათვის, რომ საქართველოში კოვიდ ინფიცირებული პირის შემოსვლის შანსი მინიმუმამდე შემცირდეს.

ამასთან, ლაგაზიძე იმ უსაფრთხოების სტანდარტებზე საუბრობს, რისი დაცვაც სასტუმრეობს მოუწევთ, რაც ასევე საკმაოდ სერიოზულ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

„აუცილებელია, მაქსიმალური ზომები იყოს მიღებული იმისათვის, რომ დავიზღვიოთ თავი კორონავირუსით ინფიცირებული ტურისტების შემოსვლისაგან. თუკი ტურისტების გამარტივებული წესით შემოშვება იქნება, ეს აუცილებლად გამოიწვევს ინფიცირებულთა ზრდას და როგორც თანმდევი პროცესი გამოიწვევს შემდეგ უკვე შეზღუვების მთელ კასკადს. გამოვა, რომ ერთი-ორი კვირით გაიხნება ტურისტული ბიზნესი და ისევ მოუწევს დახურვა.

„უსაფრთხოების ზომების მისაღებად მხოლოდ თერმოსკრინინგი საკმარისი არ არის. საზღვრებზევე უნდა ჩატარდეს ტესტირება და პარალელურ რეჟიმში მოთხოვნა იყოს, რომ 72 საათის მანძილზე აღებული ტესტირების შედეგი იქნას წარმოდგენილი ტურისტების მხრიდან. თუ ასეთი საბუთი არ აქვთ, საზღვარზე უნდა მოხდეს ტესტირების ჩატარება.

„ამ ყველაფერს აეროპორტი შეიძლება უფრო იოლად აუვიდეს, ვიდრე სახმელეთო საზღრები, სადაც შესაძლოა რამდენიმე კილომეტრიანი რიგები დადგეს საზღრებთან ტესტირებიდან გამომდინარე, მაგრამ ეს გასაკეთებელია.

"წელს ისეთი სეზონი, რა თქმა უნდა, არ იქნება, როგორიც იყო შანშან და შარშანწინ. ყველაზე მაქსიმუმი 40% დატვირთვა შეიძლება იყოს. ამ 40%-ში არ ვგულისხმობ მხოლოდ უცხოელ ტურისტებს, არამედ საქართველოს მოქალაქეებსაც. ამიტომაც, წელს საზღვრებზე დატვირთვა ისეთი არ იქნება, რომ გამკლავება ვერ შევძლოთ.

„უსაფრთხოების თვალსაზრისით, სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა რეგულაციებია. ბევრი ევროკავშირის ქვეყანა ამ სამიდან ერთ-ერთს მაინც ითხოვს, რაც უკვე აღვნიშნე, ზოგი კი მხოლოდ თერმოსკრინინგით შემოიფარგლება, რასაც არ ვემხრობი, რადგან ეს არაფრის მომცემია.

„სასტუმროებისთვის შემოღებული რეგულაციების დაცვა უზარმაზარ ხარჯებთან არის დაკავშირებული, - წელს სასტუმროები არა მოგებაზე, არამედ იმაზე არიან ორიენტირებული, რომ კატასტროფულ წაგებაზე არ წავიდნენ. სასტუმროებს საშუალოდ თვეში 50 ათასი მხოლოდ ამისთვის დასჭირდებათ, თუმცა, ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ტურისტული ბიზნესი გადარჩეს," - თქვა ლაგაზიძემ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ანა   (22.05.2020)
გამოდის სულ ტყუილად ვიკარანტინეთ?

Eka,   (21.05.2020)
Jobia tavi shevikaot, am tyrictebicgan celc rogorme, bankebc moctxovoc caxemcipom mkacrad NY daxrshoben xalxc, cyl mogebaze rom arian ec dacacvavebi da ver dzgebian.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×