სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამთა ჩაჩანიძე
    09.11.2019

     „თუ ვიღაცა აგიტაციით, პროპაგანდით რაღაცას ეწევა, რომელიც მიგაჩნია რომ სწორი არაა, ისევ აგიტაციით და პროპაგანდით უნდა მოუგო მას და არა ძალადობით", - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი რევაზ არველაძე კინოთეატრ „ამირანთან" რადიკალური ძალების მიერ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერის ჩაშლის მცდელობისას მომხდარ ინციდენტს.

    შეგახსენებთ, რომ „ქართული მარშის" ლიდერი სანდრო ბრეგაძე, ბიზნესმენი ლევან ვასაძე და სხვა მსგავსი რადიკალური ჯგუფები ფილმის პრემიერას ეწინააღმდეგებოდნენ და ჩაშლით იმუქრებოდნენ.

    არველაძე ამბობს, რომ მსაგვსი ტიპის ძალადობა მიუღებელია.

    „მე ამის შეფასება დანამდვილებით არ მინდა. არ მიმაჩნია სწორად, რომ ასეთი რაღაცა მოხდა. არ მიმაჩნია სწორად ასეთი სახის პროტესტების გამოხატვა.

    თუ ვიღაცა აგიტაციით, პროპაგანდით რაღაცას ეწევა, რომელიც მიგაჩნია რომ სწორი არაა, ისევ აგიტაციით და პროპაგანდით უნდა უპასუხო მას და არა ძალადობით და ა.შ." - განაცხადა არველაძემ.

    ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერა 8 ნოემბერს თბილისსა და ბათუმის კინოთეატრებში რადიკალების პროტესტის მიუხედავად მაინც შედგა. ფილმის ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში კიდევ ორ დღეს - 9 და 10 ნოემბერს გაიმართება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×