სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ფინანსთა მინისტრის განცხადებით, „რუსთავი 2“-ს – 28 მლნ, „იმედს“ – 19 მლნ, ხოლო „მაესტროს“ – 8 მილიონზე მეტი დავალიანება აქვთ
    თამარ შუკვანი
    14.08.2019

     ტელეკომპანიების რამდენიმე ათეული მილიონი ლარის საგადასახადო დავალიანება შესაძლოა ლიცენზიის შეჩერების საფუძველი გახდეს; იმ შემთხვევაში თუკი „რუსთავი 2", „იმედი" და „მაესტრო"დავალიანებას არ დაფარავენ, ტელეკომპანიებს მარეგულირებელი კომისია გარკვეულ სანქციებს დაუწესებს, რაც შესაძლოა ლიცენზიის დროებითი შეჩერებით ან შემდგომი ჩამორთმევით დამთავრდეს.

    „ამ თემის აქტუალიზაცია სწორედ „რუსთავი 2"-თან დაკავშირებული პერიპეტიების ფონზე მოხდა, მას შემდეგ, რაც გამოვლინდა, რომ ამ ტელეკომპანიას 70 მილიონიანი დავალიანება აქვს და 20 მილიონზე მეტი საბიუჯეტო დავალიანებაა. რადგან „რუსთავი 2"-ის საკითხი დღის წესრიგში დადგა, ბუნებრივია, იგივე მოხდებოდა სხვა ტელეკომპანიებთან დაკავშირებითაც," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.

    იურისტი არჩილ კაიკაციშვილი ამბობს, რომ თითოეული ტელეკომპანია ვალდებულია შეასრულოს ფინანსური ვალდებულება სახელმწიფოსთან, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას შესაბამისი სანქციები მოჰყვება.

    „თითოეული ტელეკომპანია არის დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობით, რომელსაც გააჩნია უფლებები, მოვალეობები და ვალდებულბები, მათ შორის ფინანსური ვალდებულებებიც, არა მხოლოდ შიდა სარედაქციო პასუხისმგებლობის თვალსაზრისით, არამედ ვალდებულებები სახელმწიფოსთან.

    „პირველ რიგში ეს ვალდებულბები ფინანსური ხასიათისაა და თითოეული ტელეკომპანიის საქმიანობა რეგულირდება კანონის საფუძველზე. რეგულირების სფეროს წარმოადგენს მარეგულირებელი კომისია და სწორედ მისი საქმიანობის ქვეშ ექცევა. სახელმწიფოსთან ფინანსური ვალდებულებები შეიძლება გაიქვითოს, როგოც კანონის საფუძველზე, ასევე ერთჯერადი ამნისტიის საფუძველზეც," - აღნიშნა მან.

    ზაალ ანჯაფარიძე ამ თემის წინ წამოწევას „რუსთავი 2"-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს უკავშირებს. მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუკი დავალიანების გადახდას მხოლოდ ამ ტელეკომპანიას მოსთხოვდა, საზოგადოება ხელისუფლებას მიკერძოებაში ჩაუთვლიდა.

    „ამ თემის აქტუალიზაცია სწორედ „რუსთავი 2"-თან დაკავშირებული პერიპეტიების ფონზე მოხდა. მას შემდეგ, რაც გამოვლინდა, რომ ამ ტელეკომპანიას 70-მილიონიანი დავალიანება აქვს და 20 მილიონზე მეტი საბიუჯეტო დავალიანებაა. რადგან დადგა საკითხი, რომ „რუსთავი 2"-მა ეს დავალიანება უნდა გადაიხადოს, შესაბამისად ბუნებრივია, დღის წესრიგში დადგებოდა, რომ სხვა ტელეკომპანიებმაც უნდა დაფარონ ის დავალიანება, რაც დაუგროვდათ.

    „აქედან გამომდინარე, ტელეკომპანიების მიერ დავალიანების დაფარვის საკითხის დაყენება და ერთ კონტექსტში ჩასმა სავსებით ლოგიკური იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება აღმოჩნდებოდა ერთგვარად დარყმის ქვეშ მოქალაქეების მხრიდან, რომ ის ითხოვს დავალიანების გადახდას ერთი ტელევიზიისგან და ასეთივე ხისტ მიდგომას არ იჩენს სხვა დავალიანების მქონე ტელეკომპანიების მიმართ," - განაცხადა ანჯაფარიძემ.

    იურისტი იმ შესაძლო შედეგებზე საუბრობს, რაც ვალდებულებისთვის თავის არიდებას მოჰყვებას. კაიკაციშვილი „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში ტელეკომპანიებს შესაძლოა შეუჩერდეთ ლიცენზია.

    „თითოეული ტელეკომპანია არის დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობით, რომელსაც გააჩნია უფლებები, მოვალეობები და ვალდებულბები, მათ შორის ფინანსური ვალდებულებებიც, არა მხოლოდ შიდა სარედაქციო პასუხისმგებლობის თვალსაზრისით, არამედ ვალდებულებები სახელმწიფოსთან. პირველ რიგში ეს ვალდებულბები ფინანსური ხასიათისაა და თითოეული ტელეკომპანიის საქმიანობა რეგულირდება კანონის საფუძველზე.

    „რეგულირების სფეროს წარმოადგენს მარეგულირებელი კომისია და სწორედ მისი საქმიანობის ქვეშ ექცევა. სახელმწიფოსთან ფინანსური ვალდებულებები შეიძლება გაიქვითოს, როგოც კანონის საფუძველზე, ასევე ერთჯერადი ამნისტიის საფუძველზეც. მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო, როგორც ჩანს, ასეთი ტელეკომპანიებისთვის ფინანსური ვალდებულებების ჩამოწერას არ გეგმავს.

    "თანაბარი პრინციპით განიხილავს, იმის მიუხედავად, ვინ რა სარედაქციო პოლიტიკას ახორციელებს დღეს, რაც სწორია. დღეს მიდგომები შეცვლილია, არსებობს ვალდებულებები, რაც ნებისმიერმა უნდა შეასრულოს ამ და სხვა სფეროშიც.

    „თუ ეს ტელეკომპანიები არ გადაიხდიან ფინანსურ ვალდებულებას, ამ შემთხვევაში აქ უკვე მარეგულირებელი კომისია შევა თავისი სანქციებით და უკიდურეს შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ლიცენზიის დროებითი შეჩერების თუ შემდგომი ჩამორთმევის საფუძველი. იმისთვის, რომ ეს არ იყოს კრიტიკული მედიის თუ ზოგადად მედიის მიმართ აღქმული სხვანაირად, მნიშვნელოვანია მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ, შეთანხმდნენ ვალდებულბების გადახდის პრინციპზე, რაც არსებულ ვითარებაში უკეთესი იქნება," - განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.

    ხელისუფლებამ აქამდე რატომ არ მოითხოვა დავალიანების დაფარვა და მხოლოდ დღეს რატომ გაკეთდა ამაზე აქცენტი?

    ანჯაფარიძე აცხადებს, რომ კითხვაზე პასუხი, როგორც მმართველმა გუნდმა, ასევე წინა ხელისუფლებამაც უნდა გასცეს. ანალიტიკოსი უსუსურ განმარტებას უწოდებს იმ განცხადებს, რომ ხელისუფლებას არ სურდა დაედანაშაულებინათ იმაში თითქოს საგადასახადო წნეხით თავისუფალ მედიასაშუალება დევნიდა ან ავიწროებდა.

    „ამ კითხვაზე პასუხია გასაცემი, როგორც წინა ხელისუფლების წარმომადგენლების, ასევე ამჟამინდელი ხელისუფლების მხრიდანაც. კარგად მახსოვს ეკონომიკის ყოფილი მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადება, რომ მათ იცოდნენ რუსთავი 2"-ს ჰქონდა დავალიანება, მაგრამ იმის გამო, რომ ეს მედიასაშუალება იყო, გადაწყვიტეს მაქსიმალური ხელშეწყობის რეჟიმში ჩაეყენებინათ.

    „მსგავსი ტიპის განცხადებები უსუსური და უადგილოა, რომ მას არ უნდოდა დადანაშაულებული ყოფილიყო იმაში თითქოს საგადასახადო წნეხით ის დევნის და ავიწროებს თავისუფალ მედიასაშუალებას, მაგრამ ახლა ეს საკითხი დადგა დღის წესრიგში იმ მოვლენების გათვალისწინებით, რაც „რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარდა.

    „თავიდანვე არასწორი და მანკიერი მიდგომა იყო, რომ მედიასაშუალებებისთვის და ტელევიზიებისთვის დაეშვათ გამონაკლისი, პრივილეგიები მიეცათ სხვა დარგის წარმომადგენლებთან შედარებით გადასახადების გადახდის კუთხით, რადგან ამან შექმნა ძალიან ცუდი და მანკიერი პრაქტიკა ქვეყანაში," - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

    ცნობისათვის, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 14 აგვისტოს განაცხადა, რომ რამდენიმე ტელევიზიას საკმაოდ დიდი საგადასახადო დავალიანება აქვს: „რუსთავი 2" - დაახლოებით 28 მლნ ლარის ფარგლებში, „იმედი" - 19 მლნ-ს ფარგლებში, ხოლო „მაესტრო" - 8 მილიონზე მეტი.

    მინისტრმა ტელევიზიებს მოუწოდა, უახლოეს ვადაში, თავიანთი შემოთავაზებები წარადგინონ, როგორ ხედავენ ძველი ვალის რესტრუქტურიზაციას, შეთანხმებას და გრაფიკს. ამასთან, მისი თქმით, მთავარი პირობაა, ტელეკომპანიებმა გადაიხადონ მიმდინარე დავალიანებები და აღარ დააგროვონ ვალები.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×