ია აბულაშვილი
05.08.2019

 "ბიძინა დიდ ჭადრაკს თამაშობს და შეიძლება ამ საჭადრაკო დაფიდან ყველა მოიშოროს, ან ვინც უნდა, ის დატოვოს, მაგრამ თუ სამთავრობო ცვლილებები მართლაც ჩაფიქრებული აქვს, ისეთი ხალხი უნდა მოიყვანოს, რომელიც პროფესიონალიც იქნება, გამოცდილიც და სახელმწიფო ხედვაც ექნება. თორმე რა აზრი აქვს ავთოს ნოდარით შეცვლი, თუ ნოდარის პეტრეთი"- ასე ეხმაურება მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ სექტემბერში ბიძინა ივანიშვილი სამთავრობო ცვლილებებს აპირებს.

"ბიძინა ივანიშვილი, რომ ჭკვიანი კაცია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, ამხელა ფულს ვერ იშოვი, რაც გინდა უჭკუო ეძეხონ, ფული ციდან არ ცვივა; მაგრამ ქვეყანაც რომ უფსკრულისკენ მიექანება, ამასაც ვერ გაექცევი და ალბათ სწორი გამოსავალია თუ სამთავრობო ცვლილებებს აპირებს.

"გამოსავალი კი ყოველთვის არსებობს. აი ჭადრაკს რომ თამაშობს კაცი, გარედან მაყურებელები დარწმუნებული არიან რომ უკვე წააგო, თუ მაგარი მოთამაშეა, ისეთ სვლას გააკეთებს, წაგებულ თამაშს მოიგებს. ასეა ბიძინა ივანიშვილიც, ის მოთამაშე კაცია, არ არის უბრალო კაცი, და ისეთ თამაშს თამაშობს, რომ წაგება სიცოცხლის ფასად არ დაუჯდეს.

 

"რადგან ბიძინა დიდ ჭადრაკს თამაშობს, ამ ჭადრაკის დაფიდან შეიძლება ყველა მოიშოროს, ან ვინც უნდა, ის დატოვოს, მაგრამ ისეთი ხალხი უნდა მოიყვანოს - პროფესიონალიც იყოს, გამოცდილიც და სახელმწიფოებრივი ხედვაც ჰქონდეს.

"თორემ ავთოს ნოდარით შეცვლი, თუ ნოდარის პეტრეთი, რა მნიშვნელობა აქვს. ხალხის და საქმის მიმართ უნდა შეიცვალოს მიდგომა, ვერ ხედავთ ლარი სად გარბის, დოლარი მაინცდამაინც 8 ლარი უნდა გახდეს?

"ადამიანს რაც არ უნდა ცუდი იდეა ჰქონდეს, ვაპატიებ, რადგან ასე ფიქრობს, მაგრამ ბიუჯეტის ფულს რომ ხრავ და შენს ხალხს სანაგვესთან ძინავს, სანაგვეში საჭმელს ეძებს, ამას ვერავის ვერ ვაპატიებ.

"თუ ისეთ ხალხს მოიყვანს, რომლებიც ქვეყანას კოლაფსისგან გადაარჩენს, თვითონაც გადარჩება. მაგრამ იცით, რაშია საქმე, მსოფლიოში ჯერ იყო კრივი, მერე კიკბოქსი მოიგონეს, ფეხებით და ხელებით ბრძოლა, მერე ამანაც არ დააკმაყოფილა მსოფლიო და ბრძოლა წესების გარეშე მოიგონეს. ჩვენ ქვეყანაში მიდის ბრძოლა წესების გარეშე და თუ ასე გაგარძელდა, ქვეყანა ვეღარ გადარჩება"- აცხადებს "რეზონანსთან" გივი სიხარულიძე.

 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ნესტანი   (07.08.2019)
ჰაღაყტაკდა ხალხი და მათ შორის მეც.მოკლეთ შველააარაა.

ИНЦИТАТУС   (05.08.2019)
Б-но Гиви? Дзалиан дид пативс гцемт, имитом ром мец ГУРУЛИ вар.ЕС исе схвата шорис. Рац шеехеба имас ту вис моатревс Иванашвили, ра мнишвнелоба аквс?- квелафери исев исе гагрдзелдеба.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×