სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    12.06.2019

     სასამართლო სისტემის გაუმჯობესება, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, ანაკლიის პორტის მშენებლობის ბოლომდე მიყვანა, ეს ის სამი ღია გზავნილია, რომელიც ვაშინტონმა საქართველოს გამოუგზავნა.

    აშშ-ს სახელმწიფო მდვინმა მაიკ პომპეომ მოუწოდა საქართველოს გააუმჯობესოს სასამართლო სისტემა, რისი ძალისხმევაც, მისი თქმით მიმდინარეობს. უზრუნველყოს, რომ მისი დემოკრატია მოიცავს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. ასევე იმედი გამოთქვა, რომ საქართველო დაასრულებს ანაკლიის პორტის პროექტს და ეს პროექტი გააძლიერებს საქართველოს ურთიერთობას თავისუფალ ეკონომიკებთან და აღკვეთს იმას, რომ საქართველო რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკების გავლენის ქვეშ მოექცეს.

    როგორ იკითხება დიპლომატიურ ენაზე მაიკ პომპეოს განცხადება, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის ირაკლი მენღარიშივლის განმარტებით, გზავნილი მნიშვნელოვანია, რომელსაც დეტალური ანალიზი და რეალიზაცია სჭირდება.

    "პირველი, რასაც ხაზი მინდა გავუსვა, ნამდვილად მნიშვნელოვანი გზავნილია, რომელსაც დეტალური ანალიზი და რეალიზაცია სჭირდება. ეს იყო მოწოდება დემოკრატიული მშენებლობის პროცესის გაგრძელების; ქვეყანაში დღეს აქტუალური თემის, სასამთრთლო რეფორმის დასრულება, რათა მივიღოთ სრულყოფილი სასამართლო.

    "მეორე საკითხი ეხებოდა არჩევნების თავისუფალ და ობიექტურ გარემოში ჩატარებას. ვიცით, რომ მოდის პრინციპული არჩევნები და ამ არჩევნების წინ ლოგიკური და სრულიად ბუნებრივი იყო ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება.

    "მესამე - ანაკლიის პორტთან დაკავშირებით და მე ეჭვი მეპარება რომ გონიერ ადამიანს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული სტრატგიული დანიშნულების ობიექტის მიმართ სხვაგვარი აზრი ჰქონოდა.

    "ბუნებრივია, აშშ ზრუნავს შავი ზღვის აუზში აღადგინოს ბალანსი და შეძლოს თავიდან აიცილოს გართულებები, რომელიც შესაძლოა მოხდეს რუსეთის უპასუხისმგებლო ქმედების გამო. ეს გზავნილი ჩვენთვის უნდა იყოს სახელმძღვანელო.

    "ჩვენი პარტნიორი ქვეყნის მხრიდან გაკეთებული განცხადებები ყოველთვის სერიოზულად აღიქმება საზოგადოებაშიც და პოლიტიკურ ძალებშიც, ამიტომ, ვერ გამოვრიცხავთ სპეკულაციებს და მცდელობებს ამ გზავნილის ინტერპრეტირებისა, ისე, როგორც ეს ზოგიერთებს სურთ.

    "ყოველთვის ასე ხდებოდა, მაგრამ ჩვენთვის მთავარია რომ ვიცით, რისკენ მოგვიწოდეს და წინ ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი" - განაცხადა "რეზონანსთან" ირაკლი მენაღარიშვილმა.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved