სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკატერინე ბასილაია
    02.04.2019

     „რაც არ უნდა ძლიერი იყოს საზოგადოების განსხვავებული აზრი, მაინც მიღებული იქნება ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც კადრებთუხუცესის ინტერესებშია. ასე რომ ხდება, ეს ყველაფერი ჩვენი საზოგადოების ბრალია, მათ შორის ჩემი ჩათვლით, რომ ხმა არ ამოვიღეთ, როცა 2015 წლის დამლევს ქართული მართლმსაჯულების ქურუმად წარმოგვიჩინეს ბატონი მურუსიძე.

    "ვენეციის კომისიის ექსპრტების ჩამოსვლა, ეს მხოლოდ ფასადურია, დემოკრატობანას თამაში. მივიღებთ იმას, რასაც მოისურვებს ბატონი ივანიშვილი, სხვა მისამართი საქართველოში არ არი,"- აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი მოსამართლეების უვადოდ განწესების კრიტერიუმების კანონპროექტზე საუბრისას.

    „რეზონანსი": ვენეციის კომისიის ექსპერტები შეხვედრებს მართავენ, „ოცნებასთან", ოპოზიციასთან, არასამთავრობოებთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან. თემა უზენაესი სასამართლოს წევრების უვადოდ არჩევის კრიტერიუმებზე ირაკლი კობახიძის მიერ მომზადებულ კანონპროექტია, რომელიც „ოცნების" გარდა არავის მოსწონს. რას ელოდებით, „ოცნება" გაითვალისწინებს კომისიის ექსპერტების კრიტიკულ რეკომენდაციებსაც, თუ მხოლოდ იმას, რაც ხელს აძლევთ?

    სოსო ცისკარიშვილი: პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ვენეციის კომისიის ექსპერტები ჩამოგვყავს რაღაც სადავო კანონპროექტის გასაცნობად. ჯერ კიდევ სააკაშვილის მეფობის დროს იყო ასეთი შემთხვევები, როცა ვენეციის კომისიის წარმომადგენელები ჩამოდიოდნენ, რომლებიც პროფესიონალები იყვენ, იყო მათგან შენიშვნებიც, თუმცა თვალსაჩინო იყო ისიც, რომ ისინი, უპირველეს ყოვლისა, წინ აყენებდნენ ისეთ გამონათქვამებს, რომელიც ხელისუფლებას აწყობდა.

    უფრო მეტიც, როცა კონსტიტუციის მიღება ხდებოდა, პროექტის ორი ვარიანტი იყო, ხელისუფლების და უმცირესობის და ეს მეორე ვარიანტი კომისიისთვის საერთოდ არ იყო ცნობილი, სანამ ჩვენ არ ვუთხარით. ბოლოს მაინც კონსტიტუციის ის ვარიანტი მივიღეთ, რაც ხელისუფლებას უნდოდა.

    ასე გაგრძელდა „ოცნების" მოსვლის შემდეგაც და ახლანდელი კონსტიტუციაც ისევ იმავე ორგანიზაციის მიერ მოინათლა კარგ კონსტიტუციად. ამდენად, დიდი ალბათობით, შეიძლება კულისებში ყური მოვკრათ კრიტიკულ ფრაზებს კომისიის ექსპერტებისგან იმაზე, რასაც ხელისუფლება აკეთებს, მაგრამ, ეს ორგანიზაცია ერიდება არსებული ხელისუფლებების საწინააღმდეგო დასკვნებს და მწვავე კრიტიკულ შეფასებებს.

    „რ": კონსტიტუციის პროექტზე ვენეციის კომისიას ჰქონდა არაერთი შენიშვნა, იგივე თუნდაც პროპორციული სისტემის გადავადება არ შეფასდა დადებითად, მაგრამ „ოცნებამ" ეს ნაწილი არ გაითვალისწინა, რადგან ეს ხელს არ აძლევდათ. ამჯერადაც იმავეს ვნახავთ?

    ს.ც: პარლამენტის დღევანდელი უმრავლესობის წევრები მიჩვეულები არიან, თუ არ სურთ გაიგონ ის, რაც თავად არ სურთ, ამბობენ სრულიად საწინააღმდეგოდ და ასეთი ორგანიზაციების ჩართვა პროცესში, ეს არის სრულიად ზედაპირული, ფასადური.

    გვექნება ქაღალდი, სადაც შეიძლება იყოს შენიშვნები, მაგრამ საქმე გვექნება ისეთი, რომელიც მოერგება ჩვენი ქვეყნის ერთადერთი მეპატრონის და მისი გუნდის სურვილებს.

    როდესაც ერთი კაცი წყვეტს ყველაფერს, რაც არ უნდა ვეცადოთ, არაფერი შეიცვლება. უმრავლესობის უმრავლესობა დაემსგავსა ივანიშვილის ლეკვებს და საკუთარ თავს თავადვე ვნებენ, რადგან მუდმივი ამ ქვეყანაზე არაფერია. ამიტომაა ნათქვამი, სახელის გატეხვას, თავის გატეხვა გერჩივნოსო.

    „რ": ანუ, სასამართლო სისტემაში მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის გაძლიერებას მივიღებთ?

    ს.ს: რაც არ უნდა ძლიერი იყოს საზოგადოების განსხვავებული აზრი, მაინც მიღებული იქნება ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც კადრებთუხუცესის ინტერესებშია.

    ასე რომ ხდება, ეს ყველაფერი ჩვენი საზოგადოების ბრალია, მათ შორის ჩემი ჩათვლით, რომ ხმა არ ამოვიღეთ, როცა 2015 წლის დამლევს ქართული მართლმსაჯულების ქურუმად წარმოგვიჩინეს ბატონი მურუსიძე. ვენეციის კომისიის ექსპრტების ჩამოსვლა, ეს მხოლოდ ფასადურია, დემოკრატობანას თამაში. მივიღებთ იმას, რასაც მოისურვებს ბატონი ივანიშვილი, სხვა მისამართი საქართველოში არ არის.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved