სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინო ქეთელაური
    (12.01.2017)

     "ბიძინა ივანიშვილს ძალიან მალე მოუწევს სერიოზული ბრძოლა იმ ოპოზიციასთან, რომელიც მისი ხელის ბიჭებით არ იქნება დაკომპლექტებული. რომელიც ძალიან სერიოზულად მოთხოვს პასუხს იმ სირთულეებზე, რაც მან ქვეყანას შეუქმნა და არა ისეთი, როგორიც "ნაციონალური მოძრაობაა", რომელსაც, როცა მოუნდება, არჩვენებს "გაუპრავებს", როცა მოუნდება - პარლამენტში შეუქმნის ვითომ ოპოზიციურ ფლანგს, როცა მოისურვებს, გარიგებაში შევა მასთან და ა.შ." - ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ახვლედიანმა "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა.

    "ის მოდელი, რომ მხოლოდ ეს ორი - "ოცნება" და "ნაცმოძრობა" - იყოს, კარგად ვხედავთ, ხუხულასათვით ინგრევა."

    მისი თქმით, ოპოზიციური ფლანგი მოლაპარაკებებს გაზაფხულზე, ადგილობრივი არჩევნებისთვის მზადების პარალელურად განაახლებს, და პოლიტიკური სპექტრიდან თანამშრომლობას გამორიცხავს მხოლოდ "ნაციონალურ მოძრაობასთან".

    გიორგი ახვლედიანი: ადგილობრივი არჩვნებისთვის, როდესაც გარკვეულწილად, საარჩევნო კამპანია დაიწყება, ეს კონსულტაციები და მოლაპარაკებებიც გააქტიურდება. კონკრეტულად რითი დასრულდება, ახლა ამაზე საუბარი რთულია. რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრებთ იმ პოლიტიკურ ძალებთან, ვისთანაც, იდეოლოგიური თვალსაზრისით, ქვეყნის განვითარების კონტექსტში უფრო მეტი საერთო გვაქვს.

    აი, თუნდაც, გუბაზ სანიკიძის შემოერთებას ხელი შეუწყო იმან, რომ ქვეყნის განვითარებაზე საერთო იდეოლოგიური შეხედულებები გვაქვს. სხვა შემთხვევაში, წარმატებული მოლაპარაკება ვერ შედგებოდა.

    იმ პოლიტიკურ ძალებთან ერთად დგომა, ვინც კარდინალურად განსხვავებულად უყურებენ ქვეყნის განვითარების პერსპექტივებს, ბუნებრივია, არც საქმეს გამოადგება და არც საზოგადოება უკვეთავს ასეთი პარტიების თანამშრომლობას. ბოლო 4 წლის განმავლობაში ასეთი უკვე ვნახეთ, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა ეკლექტური გაერთიანება, ერთი ნაწილი ალთას იყო, მეორე - ბალთას და შედეგიც შესაბამისი მოიტანა. ქვეყანა ფაქტობრივად სტაგნაციაში აღმოჩნდა. ფაქტია, რომ სხვადასხვა იდეოლოგიის, მემარცხენე, მემარჯვენე, რადიკალური, კონსერვატიული, ლიბერალური ხედვების მქონე პოლიტიკური ძალების გაერთიენება შედეგის მომტანი არ არის.

    "რეზონანსი": ვისთან თანამშრომლობაა კატეგორიულად მიუღებელი?

    გ.ა: ერთი, რაც დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, არავითარი მოლაპარაკებები, დიალოგი და კონსულტაციები არ შედგება "ნაციონალურ მოძრაობასთან". ეს გამორიცხულია.

    "რ": "ნაცმოძრაობას" ერთი ნაწილი ემიჯნება, მათთან თანამშრომლობასაც გამორიცხავთ?

    გ.ა: ეს პოლიტიკური მოძრაობა რამდენ ფრთადაც და რამდენ ტოლ ნაწილადაც არ უნდა დაიშალოს, "დემოკრატიულო მოძრობისთვის" ეს არის დანაშაულებრივი, კრიმინალური პოლიტიკური ძალა, რომელსაც კოლეგა ოპოზიციურ ძალად არავინ აღიქვამს. მათ ბიძინა ივანიშვილისგან აქვთ ოპოზიციის სტატუსი, თორემ საზოგადოების და პოლიტიკური სპექტრის მხრიდან კრიმინალური ძალის სტატუსი აქვს. შესაბამისად, ერთმნიშვნელოვნად გამოვრციხავთ მათთან კონსულტაციებს კი არა, საერთოდ ყველაფერს.

    "რ": გუბაზ სანიკიძის შემდეგ, თქვენს პარტიაში კიდევ ვიხილავთ თუ არა სხვა ცნობილ პოლიტიკურ ფიგურებს?

    გ.ა: ის, რომ გუბაზ სანიკიძე ახლა ჩვენს პოლიტიკურ რიგებშია, ნიშნავს იმას, რომ ერთი, "დემოკრატიულმა მოძრაობამ" მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა და მეორე, რომ თავისი რიგები სერიოზულად გააძლიერა. გარდა ამისა, იმის ფონზე, რაც ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ხდება (საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პრაქტიკულად ინგრევა ლიბერალური, დასავლური პოლიტიკური ძალები), წარმოჩნდა, რომ "დემოკრატიული მოძრაობა" კი არ დაიშალა და იმ გზას კი არ გაუდგა, რაც ბიძინა ივანიშვილმა გამოუწერა პოლიტიკურ პარტიებს, არამედ ოპოზიციურ პოლიტკურ სპექტრში ეს არის რელურად ერთადერთი ძლიერი და ზრდადი ძალა. მიუხედავად იმ უსამართლო დარტყმისა, რაც საპარლამენტო არჩვენებზე მიიღო. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან ბევრი ძლიერი პოლიტიკური ფიგურის ჩვენს გვერდში დადგომის პროცესი გაგრძელდება. უბრალოდ, ახლა რაიმე კონკრეტულზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ყველანაირი მოლაპრაკაკება თუ კონსულტაცია ჯერ კიდევ წინ არის.

    "რ": როგორ ფიქრობთ, თქვენი ოპოზიციური გაერთიანება შეძლებს, რომ ნომერი პირველი ოპოზიცია გახდეს?

    გ.ა: რა თქმა უნდა. "დემოკრატიული მოძრაობა" სწორედ ამისთვის მუშაობს და ამაზეა ორიენტირებული. პირველ რიგში, "ქართული ოცნების" და ბიძინა ივანიშვილის სურვილი, რომ ქვეყანა იყოს ორპარტიული პოლიტიკური სპექტრის, არ უნდა განხორციელდეს. ის მოდელი, რომ მხოლოდ ეს ორი - "ოცნება" და "ნაცმოძრობა" - იყოს, კარგად ვხედავთ, ხუხულასათვით ინგრევა.

    ბიძინა ივანიშვილს ძალიან მალე მოუწევს სერიოზული ბრძოლა იმ ოპოზიციასთან, რომელიც მისი ხელის ბიჭებით არ იქნება დაკომპლექტებული. რომელიც ძალიან სერიოზულად მოთხოვს პასუხს იმ სირთულეებზე, რაც მან ქვეყანას შეუქმნა და არა ისეთი, როგორიც "ნაციონალური მოძრაობაა", რომელსაც, როცა მოუნდება, არჩვენებს გაუპრავებს, როცა მოუნდება - პარლამენტში შეუქმნის ვითომ ოპოზიციურ ფლანგს, როცა მოისურვებს გარიგებაში შევა მასთან და ა.შ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ადგილობრივი არჩევნებისთვის "დემოკრატიული მოძრაობა" იქნება ყველაზე ძლიერი, გაზრდილი და მასშტაბური ოპოზიციური ფლანგი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter