ნატალია ჯვარიძე
17.04.2024

საქართველოში მიმდინარე მოვლენებს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი გამოეხმაურა. იგი საკუთარ „ტელეგრამის" არხზე წერს, რომ თბილისში უცხოელი აგენტების შესახებ კანონის ირგვლივ დისკუსია ქუჩის შეტაკებებსა და პარლამენტში მხიარული, ქართული ჩხუბის სფეროში გადავიდა. ამასთან, იგი აცხადებს, რომ უცხოური აგენტების შესახებ კანონები მთელ რიგ ქვეყნებში არსებობს.

„თბილისში უცხოელი აგენტების შესახებ კანონის ირგვლივ დისკუსია ქუჩის შეტაკებებისა და პარლამენტში მხიარულ ქართული ჩხუბის სფეროში გადავიდა. მან, ვინც მსგავს აქციებს სპონტანურ პროტესტს უწოდებს, საკუთარ სარკეში ქვა პირველმა ისროლოს. ყველა მსგავსი აქციის უკან გამოცდილი და ნაცნობი „ჰოლივუდის" ხელია. მთავარი, რაც „მომიტინგეებს" არ მოსწონთ „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ" კანონში, რომლის მიღებასაც საქართველოს პარლამენტი ცდილობს, არის ის, რომ, ხედავთ, ეს არის „რუსული იდეა" და არა დასავლური ინიციატივა.

„სხვათა შორის, ერთი წლის წინ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, მისი ოფიციალური წარმომადგენლის, პრაისის მეშვეობით, განსაკუთრებული „კმაყოფილება" გამოხატა, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ ამჟამინდელი კანონის წინა პროექტი გამოიწვია. იმის გამო, რომ (სიტყვასიტყვით) დოკუმენტი „ევროატლანტიკური ღირებულებებთან შეთავსებელი" იყო. მართალია, ღირებულებები განსხავავებულია. შავი ზღვა ატლანტის ოკეანე არ არის. Georgia- საქართველო არ არის, სახელების მსგავსების მიუხედავად.

„ამავდროულად, ევროკავშირი ახლა უცხოეური აგენტების შესახებ კანონის საკუთარი ვერსიის მიღებას გეგმავს. უფრო მკაცრის, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებშია, სადაც ის 1938 წლიდან მოქმედებს და იურიდიულ და ფიზიკურ პირთა ფართო სპექტრის საქმიანობას სერიოზულად ზღუდავს, რომლებიც უცხოური სტრუქტურებისა და მოღვაწეების ინტერესებს წარმოადგენენ. ეს არის ამერიკული კანონი და ის საუკეთესოა.

„ვფიქრობ, რომ უცხოური აგენტებისთვის სიკვდილის დასჯაც, რომ ყოფილიყო, ვაშინგტონი ასეთი რეპრესიების გამართლებასაც იპოვიდა. განსხვავებით ქართული, ყირგიზული ან სრულიად ლოიალური რუსული კანონისგან, რომელიც უცხოელ აგენტებს საქმიანობის ნებას რთავს, მაგრამ სავსებით სამართლიანად, მათგან გამჭვირვალობას მოითხოვს და სახელმწიფოს შიდა საქმეებში, ეკონომიკასა და პოლიტიკურ ცხოვრებაშ ფარულ უკანონო საგარეო ჩარევას ხელს უშლის.

„უცხოური აგენტების შესახებ კანონები მთელ რიგ ქვეყნებში არსებობს. მათ შორის ისრაელშიც. ან (ბევრად უფრო მკაცრი) უნგრეთში ან ავსტრალიაში, თუმცა ვაშინგტონი და ბრიუსელი ყველაფრით კმაყოფილები არიან. არანაირი პრეტენზია და დაგმობა". - წერს დიმიტრი მედვედევი.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მედვედევის ამ განცხადებას რაიმე მნიშვნელოვანი დანიშნულება არ აქვს, რადგან იგი არც რაიმე განსაკუთრებული ავტორიტეტით გამოირჩევა, რომ ამას ანგარიში გაეწიოს. როგორც მან აღნიშნა, მედვედევი უფრო ანგარიშის მოგებისთვის საუბრობს.

„ახლა მედვედევის განცხადებას ისე წაიკითხავენ, რომ რუსეთი ამ კანონპროექტის მხარდამჭერია, ან პირიქით. მოკლედ, ვისაც როგორ უნდა, ისე გაიგებენ. ამ განცხადებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. აქ ჩემთვის ნიშნის მოგების მომენტი უფრო არის, ვიდრე რაიმე კონსტრუქციული შეფასება, რადგან რუსეთში ამ კანონთან დაკავშირებით არაფერი მომხდარა, განსაკუთრებით ბოლოსკენ. უცხოეთში ძალიან უარყოფითი შეფასება მიეცა იმ ფორმას, რა ფორმითაც იქნა მიღებული და შინაარსს მითუმეტეს.

„დიმიტრი მედვედევი არ გამოირჩევა რაიმე განსაკუთრებულიავტორიტეტით, რომ ამას ანგარიში გაეწიოს. ამრიგად, ვფიქრობ, რომ ის რაღაც ანგარიშის მოგებით საუბრობს და არა რაიმე სერიოზული გავლენის მოხდენით".- განაცხადა მამუკა არეშიძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×