ელზა პაპოშვილი
05.03.2024

ორშაბათს ავიაკომპანია „ვიზეარის“ მემინგენი-ქუთაისის რეისი რუმინეთში ავარიულად შემდეგ  დაეშვა. მიზეზი ის იყო, რომ ბორტზე ქართველ და რუს მგზავრს შორის სიტყვიერი კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებამდე მივიდა. მგზავრები „რეზონანსს“ უყვებიან, რომ დაპირისპირების მიზეზი, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი რუსი მგზავრის მხრიდან გვერდით მჯდომი ქართველი გოგონას შევიწროვება გახდა.  

მგზავრები ყვებიან, რომ ნასვამი მამაკაცი თავდაპირველად საპირფარეშოში გასვლას ითხოვდა. მას განუმარტეს, რომ ჯერჯერობით ეს არ იყო შესაძლებელი და წესებს უნდ დამორჩილებოდა. ამის მიუხედავად ის ყვიროდა და იგინებოდა. შემდეგ კი მის გვერდით მჯდომი ქართველი გოგონას შევიწროვება დაიწყო. მას ქართველმა ახალგაზრდა კაცმა არა ერთხელ მოუწოდა, რომ გოგონას შევიწროვებას მოშვებოდა და წყნარად დამჯდარიყო. საპასუხოდ მან ქართველს ქართველ მგზავრს შეაგინა შეაგინა, ამ უკანასკნელმა კი თავში ტელეფონი ესროლა. 

„რაც გზაში ვიყავით, რუსი არ გაჩერდა. ხან რა უნდოდა და ხან - რა. გალეწილი მთვრალი იყო. არაფერი ესმოდა. თავიდან წყნარად ეხვეწნენ - გაჩერდიო, მაგრამ არ მოისვენა. მერე ატეხა ყვირილი - საპირფარეშოში მინდაო და ასე და ისეო. აუხსნეს, რომ ჯერ შესაძლებელი არ იყო და წესებს უნდა დამორჩილებოდა. მერე მის გვერდით მჯდომ ქართველ გოგოს დაუწყო შეწუხება. კიდევ სთხოვეს გაჩერებულიყო, მაგრამ არავის საუბარი იმას არ ესმოდა. 

„ამის შემდეგ ქართველმა ბიჭმა დაუძახა - გაჩერდიო. წყნარად ესაუბრებოდა, მაგრამ ამან გინება დაიწყო, ჰოდა ამ გინების შემდეგ მან ტელეფონი ესროლა. თავი გაუტყდა და სისხლი წასკდა. დაბალი წნევის გამო სისხლის გაჩერება ვერ მოახერხეს. ამიტომ იძულებული გახდა პილოტი აეროპორტში ავარიულად დაშვებულიყო. 

„დახვდათ ადგილზე სასწრაფო. სამწუხაროდ, პოლიციელებმა წაიყვანეს ქართველი მგზავრიც და სავარაუდოდ, მოუწევს პასუხისგება ერთსაც და მეორესაც. ამ ბიჭის ადგილას ალბათ ყველა ასე მოიქცეოდა. მასაც ამოუყვანა ყელში, ვერაფრით რომ ვერ გააჩერეს", - იხსენებს მგზავრი „რეზონანსთან“. 

კიდევ ერთი მგზავრი ამბობს, რომ რუსი მამაკაცი თავიდანვე გამოირჩეოდა შემაწუხებელი ქმედებებით. 

„ძალიან ცუდად იქცეოდა აფრენის წუთიდან. ნასვამი იყო და ხმამაღლა ყვიროდა რაღაცეებს. ყველას შეუარცხყოფას აყენებდა და არავის ასვენებდა. 

„თავიდან ქართველი და ეს რუსი უბრალოდ საუბრობდნენ. მან წყნარად უთხრა რუს, რომ დამშვიდებულიყო და აქ მხოლოდ ის არ იყო. მერე გვერდით მჯდომი ქართველი გოგოს შევიწროვება დაიწყო. გოგო ლამის იძულებული გახდა სკამიდან ამდგარიყო, აღარ იცდა სად წასულიყო. 

„გიჟივით იქცეოდა. ამიტომ ამ ბიჭს ნერვებმა უმტყუნა და ტელეფონი თავზე გადაამტვრია. ამის შემდეგ დაიძაბა სიტუაცია, რადგან სისხლდენას ვერ უჩრებდნენ. ამიტომ მოხდა დაჯდომა. ადგილზე სსაწრაფო და პოლიცია მოვიდა. ორივე ჩაიყვანეს. სამწუხაროდ, მერე როგორგანვითარდა მოვლენები, არ ვიცით. ჩვენ მალევე წამოვედით“, - ამბობს მგზავრი „რეზონანსთან“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×