სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ ამას რამდენიმე თვის წინ ევროპის ერთ-ერთ უნივერსიტეტში შეესწრო
    ნათია ახალაია
    18.09.2009

    მისი თქმით, ქართულ მხარეს ახალი რეზოლუციის პროექტი კი არ უნდა წარედგინა განსახილველად, არამედ გაეროს გენერალური მდივნისაგან პასუხი უნდა მოეთხოვა, თუ რატომ არ შესრულდა წინა რეზოლუცია.
    "რეზონანსი": გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 9 სექტემბერს მიიღო რეზოლუცია, რომელიც აღიარებს იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნლთა, ასევე, მათი შთამომავლების დაბრუნების უფლებას თავიანთ სახლებში აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში. საქართველოს ხელისუფლება ამ რეზოლუციას დიპლომატიურ გამარჯვებას უწოდებს. თქვენ რა მნიშვნელობას ანიჭებთ ამ დოკუმენტს გაეროს უშიშროების საბჭოზე ამასწინანადელი ჩავარდნის შემდეგ? და შესაძლებელია თუ არა, სექტემბრის რეზოლუცია მომავალში უშიშროების საბჭოსთვის საინტერესო აღმოჩნდეს?
    პაატა ზაქარეიშვილი: გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას უშიშროების საბჭო პრაქტიკულად არასდროს იღებს. უშიშროების საბჭოს სხდომაზე, როგორც წესი, ვიღაცამ უნდა დასვას საკითხი აფხაზეთთან, ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით. მაგრამ რუსეთი უშიშროების საბჭოს წევრია და ის ამას არ დაუშვებს. გახსოვთ, ალბათ, სწორედ უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთმა ჩააგდო ბოლო რეზოლუცია.
    გენერალურ ასამბლეაზე კი საქართველოს ხელისუფლებამ შარშან, არჩევნების წინ შეიტანა რეზოლუცია, რათა თავი მოეწონებინა თავისი ამომრჩევლის წინაშე. მაგრამ მან, ფაქტობრივად, კატასტროფული შედეგი მიიღო - ეთნიკურ წმენდასთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტში შეტანილ საკითხზე საქართველომ მხარდაჭერა ვეღარ მოიპოვა. ეს ქართული დიპლომატიის მარცხია. წელს მიხვდნენ და პროექტში მხოლოდ ჰუმანიტარული საკითხები დატოვეს.
    აღსანიშნავია, რომ ეს მხოლოდ საქართველოს მიერ დაწერილი დოკუმენტია და სწორედ ისეთ დოკუმენტს, რომელზეც პასუხისმგებლობას მხოლოდ ერთი სახელმწიფო იღებს, 192 სახელმწიფოდან მხოლოდ 48-მ დაუჭირა მხარი. გაეროს წევრი სახელმწიფოების მხოლოდ მესამედმა ჩათვალა საქართველოს რეზოლუციის პროექტი საყურადღებოდ.
    "რ": გაეროში საქართველოს ელჩმა კახა ლომაიამ რატომ თქვა, 48-ით 19 მოვიგეთო?
    პ.ზ: ეს სამარცხვინო განცხადება იყო - თითქოს კალათბურთის თამაშში გაიმარჯვა. მისთვის აფხაზეთი და ცხინვალი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დათვლილი ხმებია. საერთოდ კი, გაეროში 192 სახელმწიფოა და მხოლოდ და მხოლოდ 48 სახელმწიფო დაეთანხმა საქართველოს რეზოლუციას. 19 წინააღმედგი იყო, 78-მა თავი შეიკავა, დანარჩენები კი საერთოდ არ გამოცხადდნენ სხდომაზე - მათ არ ადარდებთ საქართველოს ბედი. აი, ეს არის პრობლემა.
    სხვათა შორის, წლევანდელი რეზოლუცია შარშანდელისგან არაფრით განსხვავდება - ისინი აბსოლუტურად იდენტურია. ახალი რეზოლუცია კი არ უნდა შეგვეტანა, უნდა მოგვეთხოვა პასუხი გენერალური მდივნისგან: რატომ არ შესრულდა წინა რეზოლუცია? და რატომ შევიტანეთ წელს ისევ ეს რეზოლუცია? იმიტომ, რომ იგი არავის სჭირდება. საქართველოს მიმართ სახელმწიფოთა დამოკიდებულებები კენჭისყრაში პირდაპირ ჩანს.
    "რ": იმ ქვეყნებს შორის, ვინც რეზოლუციისთვის ხმის მიცემისგან თავი შეიკავა, ჩვენი რეგიონის ქვეყნებიდან არის თურქეთი; ხოლო სომხეთმა და ირანმა რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს ხმა. ამას როგორ შეაფასებდით?
    პ.ზ: ჩვენი რეგიონის ექვსი სახელმწიფოდან საქართველოს რეზოლუციას მხოლოდ ერთმა მისცა ხმა - აზერბაიჯანმა. და ხმა მისცა იმიტომ, რომ მასაც აწუხებს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 6 სახელმწიფოდან სამმა - რუსეთმა, სომხეთმა და ირანმა - წინააღმდეგ მისცა ხმა. ე.ი. იმდენად არ გცემენ პატივს არა თუ მსოფლიოში, არამედ რეგიონშიც კი, რომ სამი სახელმწიფო თავის თავს უფლებას აძლევს, ზემოდან დაგხედოს.
    ხომ ამბობ, რომ რუსეთი აგრესორია, საშინელებაა, და მხოლოდ ჩვენ ვართ შუქურა. ვინ გვიწევს ანგარიშს? თურქეთი იძულებული გახდა, კენჭისყრისას თავი შეეკავებინა. აი, ჩვენი ადგილი რეგიონში. ამბობ, შუქურა ვარ მსოფლიოშიო. რეგიონში არაფერი ხარ, მსოფლიოში როგორ იქნები. ძაღლი შინ არ ვარგოდა, სანადიროდ გარბოდაო... აი, ამაზე მიანიშნებს კენჭისყრის შედეგები.
    თავი შეიკავა მოლდოვამაც, რომელიც ჩვენი მოკავშირეა სუუამ-ში. ამის შემდეგ სუუამ-ი არსებობს? ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავი შეიკავა ჩინეთმაც - ის უშიშროების საბჭოს წვრია: რუსეთს არ აწყენინა; მთელმა ევროკავშირმა მოგვცა ხმა, კვიპროსის გარდა; და ამ დროს, კვიპროსი ჩვენნაირ ბედში მყოფი სახელმწიფოა, მასაც ტერიტორიული მთლიანობის პრობლემები აქვს. მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანისგან განსხვავებით, მან თავი შეიკავა.
    თავი შეიკავა ისრაელმაც - სახელმწიფომ, რომელიც იარაღს გაწვდის და რომელზეც მზე და მთვარე ამოგდის. თავი შეიკავა ყაზახეთმა - მაშინ, როცა "ნაბუკოზე" ვლაპარაკობთ. თავი შეიკავა ყირგიზეთმა - "ვარდების რევოლუციის" ანარეკლმა. თავი შეიკავა შვეიცარიამ, ასევე, არაბულმა ემირატებმა - საიდანაც ჩვენთან ბიზნესი მოდის.
    ვინ არ დაესწრო სხდომას? ვინ დაიკიდა ფეხებზე ეს თემა? - ავღანეთმა, სადაც ჩვენი ბიჭები სისხლს ღვრიან. ასევე, არ გამოცხადდა ერაყი, სადაც ჩვენმა ბიჭებმა სისხლი დაღვარეს. მისვლაც არ ჩათვალა საჭიროდ. არადა, საქართველო იყო მესამე სახელმწიფო ერაყში გაგზავნილი კონტინგენტის ოდენობით. არ გამოცხადდნენ ტაჯიკეთი და თურქმენეთი - ისინი, ვინც შენი მოკავშირეები იყვნენ დსთ-ში. ყველა უფლებას აძლევს თავს, როგორც უნდათ, ისე მოგექცნენ.
    "რ": 24 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 64-ე სესიაზე მიხეილ სააკაშვილი სიტყვით გამოვა. საქართველოს საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ქვეყნის პირველი პირი "მტკივნეულ საკითხებზე" ისაუბრებს და რომ ეს არის "უნიკალური შესაძლებლობა, საჯარო გახდეს ის საკითხები, რომლებიც ქვეყანას აწუხებს". რა შეიძლება ვივარაუდოთ ასეთ საკითხთა შორის?
    პ.ზ: სააკაშვილი ყოველ წელს გამოდის სიტყვით გაეროში. ერთი-ორჯერ გაეროს გადაუარ-გადმოუარა კიდეც, მაგრამ ამით გაეროს არაფერი მოსვლია. ახლა რატომღაც გავრცელდა ინფორმაცია სააკაშვილის მომხრეების მხრიდან - რომ ამბობენ, თითქოს არსად იწვევენ, აი, ამერიკაში იწვევენო.
    ამერიკაში კი არ იწვევენ, იწვევენ გაეროში. იქ ვინმეს არშეშვების უფლება კი შეერთებულ შტატებს ნამდვილად არ აქვს. გაეროს სხდომებს კი ესწრება აჰმადინეჯადიც, კადაფიც, ფიდელ კასტროც ესწრებოდა თავის დროზე. სამი-ოთხი წლის წინ კი იქ უგო ჩავესი გამოვიდა ბუშის გამოსვლის შემდეგ. მან ტრიბუნაზე ასვლისთანავე თქვა: "რა საშინელი გოგირდის სუნიაო". კათოლიკურ ლიტერატურაში ცნობილია, რომ ეშმაკი არის რქიანი, კუდიანი, ჩლიქებიანი და მას გოგირდის სუნი აქვს. ხელებს იქნევდა ჩავესი, - რა საშინელი გოგირდის სუნია, რა მყრალი სუნიაო. აი, ასეთ ხალხსაც კი იწვევენ ნიუ-იორკში, გენერალური ასამბლეის სხდომაზე.
    ასე რომ, ეს სააკაშვილის დამსახურება არ არის. ნურავინ მოიტყუებს თავს და ნუ ჩათვლის, რომ ეს არის სააკაშვილის სახელმწიფო ვიზიტი. ეს არ არის სახელმწიფო ვიზიტი.
    რაც შეეხება იმას, თუ რა შეიძლება სააკაშვილმა გაეროში თქვას, საქართველოს იქ უკვე ძალიან ცუდი თვალით უყურებენ. საქართველომ გაბედა ის, რაც არ გაუბედავს ძალიან ბევრ ქვეყანას. ლომაიამ, საქართველოს ელჩმა გაეროში, პირდაპირი ტექსტით ბრალი დასდო გენერალურ მდივანს, რომ თითქოს ის რუსეთისგან იმართება. ანუ, ამერიკელები ამას ვერ ხედავენ, ვერ ხედავენ ფრანგები, ბრიტანელები და ლომაიამ ეს დაინახა. ისე ლაპარაკობს, როგორც უგო ჩავესი. მტკიცებულებები არ მოუტანია, რაც მთავარია.
    დასავლეთში მისი ამ შეფასებით გამოწვეულ განწყობას ემატება სააკაშვილის მიერ ჰალსტუხის ღეჭვა, გაქცევა გორში. ერთი-ორჯერ შევსწრებივარ დასავლეთში საქართველოზე ფილმების ჩენებას და სააკაშვილი რომ ჩნდება, აუდიტორია იცინის. აი, ისე, როგორც ჩარლი ჩაპლინის გამოჩენზე იციან ადამიანები. ეს ხდება საექსპერტო აუდიტორიაში. ასეთივე რეაქცია იყო რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთ ევროპულ უნივერსიტეტში.
    ასე რომ, ეჭვი მეპარება, სააკაშვილის გამოსვლას გაეროში ჰქონდეს რაღაც შედეგი. კარგი იქნება, თუ მის გამოსვლას კონტრშედეგი არ ექნება.
    ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველომ გაეროს მხრიდან გამოთქმული ბევრი რჩევა, უბრალოდ, არ შეასრულა. მხოლოდ ერთ ფაქტს შეგახსენებთ: გაეროს გენერალური მდივანი ამბობდა, განმუხურში ნუ გექნებათ პატრიოტთა ბანაკი, ეს გამაღიაზიანებელი ფაქტორია; ან შეუთანხმდით აფხაზებს და ისე გააკეთეთო. და რა არ აკადრა სააკაშვილმა: განმუხურში ჩავიდა და თქვა - ვიღაც-ვიღაცები აქ ჭკუას გვასწავლიან, განმუხურთან მიმართებით როგორ მოვიქცეთო. და მერე ცრემლებს ღვრიდა, ისეთი კარგი ბუნგალოები გვქონდა და როგორ დაგვიწვესო. ახლა უკვე ჯინაზე აშენებს.
    კარგია ჯინაზე აშენება, მაგრამ ეს უკვე აფხაზებს არც აღიზიანებთ, არც ახარებთ. მკვდარს რომ ოყნას გაუკეთებ, რა შედეგს მიიღებ? კონფლიქტი მკვდარია და ახლა თუ გინდა, განმუხური გაუკეთე და თუ გინდა - ზემო აფხაზეთი.
    "რ": საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთისთვის ავტობუსის მარშრუტის - თბილისი-სოხუმის გახსნის შეთავაზებას აპირებს. თემურ იაკობაშვილი ამბობს, რომ ამ მარშრუტის დანიშვნა კონფლიქტის ზონებთან კონტაქტების აღდგენის იმ სტრატეგიის ერთ-ერთი ელემენტია, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახლა ამუშავებს. იაკობაშვილი ამბობს, რომ ეს სტრატეგია მრავალ კონკრეტულ წინადადებას შეიცავს. იცით თუ არა რაიმე ამ გეგმების შესახებ?
    პ.ზ: ამის შესახებ არაფერი ვიცი. მე მოვუსმინე თემურ იაკობაშვილს, რომელმაც "კავკასიის" ღია ეთერით მიმართა აფხაზებსა და ოსებს. ეს დამაფიქრებელია.
    "რ": რატომ?
    პ.ზ: იმიტომ, რომ "კავკასიის" ღია ეთერით მივმართე ომის დღეებში ხელისუფლებას, ვითანამშრომლოთ-მეთქი და ვერ გაიგეს. ჩემი ვერ გაიგეს "კავკასიის" ეთერიდან ომის დღეებში და აფხაზები გაიგებენ "კავკასიიდან", როდესაც მისი მაუწყებლობა თბილისს არ სცდება? ამას მეგაფონური დიპლომატია ჰქვია. ჩემს თავს უფლებას მივცემ, ვთქვა, რომ იაკობაშვილს პატივს ვცემ (მიუხედავად იმისა, რომ რაც მინისტრი გახდა, მას შემდეგ პრაქტიკულად არაფერში ვეთანხმები), მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს უაღრესად არასერიოზული შეთავაზებაა. ისედაც გული ერევათ ჩვენზე, და გვინდა, რომ კიდევ დამატებითი სპაზმები ჰქონდეთ ჩვენ წინააღმდეგ?! არჩევნები ტარდება დეკემბერში და ასეთ ზედაპირულ წინადადებას სთავაზობ - მაშინ, როდესაც სჯობს, დეკემბრამდე ხმა არ ამოვიღოთ, რათა არ დავძაბოთ სიტუაცია.
    კარგად ვიცი, რომ მოსკოვს სულ არ აინტერესებს, ქართველები იცხოვრებენ გალში, აფხაზები იქნებიან იქ, ცხვრები თუ მგლები. მათთვის მნიშვნელოვანია ტერიტორიის კონტროლი. რა თქმა უნდა, ურჩევნიათ, რომ იქ იყვნენ ქართველები, რათა თქვან: "აი, ხომ ხედავთ ყველაფერი წესრიგშია, ქართველები ჩვენთან არიან". ასეთ პირობებში ჩვენი ამოცანა რა უნდა იყოს: დავტოვოთ იქ ქართველები, რათა 5 წლის შემდეგ პოზიტიური შედეგი მივიღოთ, თუ იმის გამო, რომ რუსეთი ოკუპანტია და მისი საშინელი სახე გამუდმებით ვაჩვენოთ, გამოვიყვანოთ ქართველები კონფლიქტის ზონებიდან? და მერე? 5 წლის შედეგ რას ვაკეთებთ? თუ ის გვინდა, რომ დაცარიელდეს ეს ტერიტორიები, რუსებმა იქ რუსები ჩამოასახლონ, მერე მათ იჩხუბონ აფხაზებთან, ჩვენ კი დავდგეთ თბილისში და აფხაზებს ნიშნისმოგებით ველაპარაკოთ? ამ სამი ამოცანიდან რომელია ყველაზე მთავარი ჩვენთვის?
    მიმაჩნია, რომ პირველ რიგში, უნდა შევინარჩუნოთ გალის რაიონი, კოდორის ხეობა და ახალგორის რაიონი. იქ როგორმე უნდა დავტოვოთ ქართველები. რა პირობებით? იმ პირობებით, რა პირობებიც იქ მათ ხვდებათ. სხვა გამოსავალი არ არის.
    "რ": და იქ რა პირობებია?
    პ.ზ: ის პირობებია, რომ იქ მათ უნდა მიიღონ ადგილობრივი რეგისტრაციის დოკუმენტები და ადგილობივი კანონების მიხედვით იცხოვრონ. ჩვენი მოვალეობა უნდა იყოს ის, რომ აფხაზურ და ოსურ მხარეებს შევუქმნათ გარანტიები, რომ ეს ხალხი მათ წინააღმდეგ არ იმოქმედებს.
    "რ": მაგრამ ისინი არ იმოქმედებენ ქართველების წინააღდმეგ?
    პ.ზ: პირიქით: ამბობენ, აქ იცხოვრონო. ყველა ჩემი მონაცემით აფხაზებიც და ოსებიც ამბობენ, - ახალგორში, გალსა და კოდორის ხეობაში დაინტერესებული ვართ, რაც შეიძლება მეტი ადგილობრივი მოსახლეობა დაბრუნდესო. ამას ამბობს ყველა. წეროვანში რომ სკოლას აშენებ, ეს კარგია, მაგრამ სჯობს, ეს ბავშვები დაბრუნდნენ ახალგორში. სჯობს, ის ფული, რასაც წეროვანში ხარჯავ, იმ ბავშვებს მისცე სტიპენდიის სახით, პენსიის სახით - მათ მშობლებს - რათა იქ ფეხი მოიკიდონ. ოსები არ არიან ამის წინააღმდეგი.
    დარწმუნებული ვარ, ამის გაკეთება ძალიან იოლია. მთავარია, რომ ქედმაღლობა, ბოღმა მოიცილო, აღიარო რეალობა და ამ რეალობიდან გამომდინარე იმოქმედო. დავანებოთ თავი ამ ხალხის "წველას", მათ გამოყენებას უშიშროების სამსახურების მიერ. შეიძლება ამის მიღწევა. თუ აფხაზებსა და ოსებს არ ექნებათ საფრთხე ქართველებისგან, ისინიც არ დაუწყებენ მათ ასე წეწვას, როგორც ეს დღეს ხდება. შეიძლება შევთანხმდეთ, რომ იყოს რაიმე ორმაგი დოკუმენტები. ოსები არც მოითხოვენ ქართველებისგან ქართული პასპორტების დაყრას. აფხაზები კი ფორმალურად მოითხოვენ.
    ძალიან ბევრმა აფხაზმა მითხრა: ხომ ვიცით, რომ ყველას აქვს პასპორტები, თვალში რატომ გვჩრითო. გამოსავალს თვითონ გვთავაზობენ და ხომ შეიძლება, აფხაზური პასპორტი იყოს მათი ადმინისტრაციულ საზღვარზე გადასვლის საშვი?
    ასევე, ახალგორის რაიონში წყლით მომარაგების სერიოზული პრობლემაა. ხომ შეიძლება, ამაზე ვიფიქროთ და მისი მოგვარებისთვის ვიზრუნოთ? ასეთი უამრავი საკითხია გადასაწყვეტი. ყველასთან შეიძლება ლაპარაკი. ახალგორის ძველ ადმინისტრაცისთან კარგი ურთიერთობა მქონდა, ახალ ადმინისტრციასთან კიდევ უკეთესი ურთიერთობა მაქვს. ყველასთან შეი

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    გია   (01.07.2017)
    რომელ მიხეილ სააკაშვილზეა საუბარი? იმ მიხეილ სააკაშვილზე ხომ არა,2008 წლის აგვისტოში ჯაყო(ედიკა) კოკოითმა რომ მთელი მსოფლიოს საყურებლად გააუპატიურა და, მიშიკოს,მისივე ფართე ნიფხავი თავზე წამოაცვა?


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter