ბაჩანა ტყემალაძე
06.02.2023

აფხაზი ჟურნალისტების ნაწილმა, რომელთაც ენგურჰესის მონახულება სურდათ, ქართული მხარისგან შესაბამის აკრედიტაციაზე უარი მიიღო. ამის შესახებ აფხაზური „ტელეგრამ" არხები წერენ და ხაზს უსვამენ, რომ ადრე მსგავსი პრობლემა არ შექმნიათ და ასეთი უარი უცნაურია. ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი კი მიიჩნევს, რომ ეს ჟურნალისტები, სავარაუდოდ, არ აკმაყოფილებდნენ აკრედიტაციის პირობებს და ამის შესახებ თავადაც იციან.

აფხაზური წყაროების ცნობით, უარი სულ 6-მა ჟურნალისტმა მიიღო. მათივე ცნობით, განსაკუთრებული უკმაყოფილება იმან გამოიწვია, რომ მათთვის უარის მიზეზები არ აუხსნიათ.

ბოლო წლებში აფხაზი ჟურნალისტების მიერ ენგირჰესის მონახულება ჩვეულებრივი პრაქტიკაა. ეს თემა თავად აფხაზური საზოგადოებისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგანაც აფხაზეთის მოსახლეობა დენს ძირითადად სწორედ ენგურჰესიდან იღებს და ბოლო წლებში მუდმივად განიცდის ელექტროენერგიის დეფიციტს.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ ენგურჰესზე უსაფრთხოების მაღალი დონეა და თუ რომელე ადამიანს აკრედიტაცია არ მიენიჭა, ეს იმას ნიშნავს, რომ დაშვების პროცედურამ წარუმატებლად ჩაიარა, რაც მათივე ბრალია.

„ენგურჰესი ქართული ობიექტია და უსაფრთხოების მაღალი დონეა. აფხაზ ჟურნალისტებს მაღალი ინტერესი აქვთ აღნიშნულ ობიექტზე და რეგულარულად კვეთენ დე ფაქტო საზღვარს. სიები წინასწარ დგება და შემდგომ იწყება აკრედიტაციის პროცედურა. არშეშვებას კი ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს.

„არ გამოვრიცხავ, რომ ეს ჟურნალისტები აფხაზები კი არა, რუსებიც ყოფილიყვნენ, მაგრამ, რაც არ უნდა იყოს, როგორც ჩანს, დაშვების პროცედურა დაირღვა, რის გამოც საბოლოოდ ექვს მათგანს უარი მოუვიდა", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×