თეონა ვეშაგური
21.07.2022

ძალიან ახლო პარტნიორებს შორისაც ხდება-ხოლმე გაუგებრობები, იქნება ეს პოლიტიკა, ბიზნესი თუ საერთაშორისო ურთიერთობა. ჩვენ არ ვართ რომელიმე ქვეყნის კოლონია, რომ თუნდაც ოპოზიციის წარმომადგენელს უდიერად მიმართვდეს სხვა ქვეყნის დიპლომატი. - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" საუბრობს. მისივე თქმით, დასავლეთთან ურთიერთობები გაღრმავდა „ქართული ოცნების" პირობებში და სრულიად ალოგიკური იქნება, რომ 180 გრადუსით შემოტრიალდეს ვითარება.

„საქმე იმაშია, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლებისგან არ ყოფილა არანაირი ბრალდებები, აქ იყო გულწრფელი და ლეგიტიმური შეკითხვები იმ დაუსაბუთებელ ბრალდებებზე, რაც გაჟღერდა მმართველი გუნდის მიმართ. ამაზე პასუხის მოთხოვნა არანაირად არ არის თავდასხმა და დეზინფორმაციის გავრცელება. მე ვნახე, რომ აშშ- ის ელჩმა აბსოლუტურად შეცვალა თვისი წინა განცხადება დეპუტატ ყაველაშვილთან დაკავშირებით და აღარ მოიხსენიებს უდიერად.

„ხოლო როდესაც სამშაბათს იყო უდიერი განცხადებები საქართველოს დეპუტატის მიმართ, ეს არის მიუღებელი. ჩვენ არ ვართ რომელიმე ქვეყნის კოლონია, რომ თუნდაც ოპოზიციის წარმომადგენელს უდიერად მიმართვდეს სხვა ქვეყნის დიპლომატი და ა.შ.

„ძალიან ახლო პარტნიორებს შორისაც ხდება-ხოლმე გაუგებრობები, იქნება ეს პოლიტიკა, ბიზნესი თუ საერთაშორისო ურთიერთობა. ამიტომ როდესაც იბადება შეკითხვები, მათ უნდა გაეცეთ პასუხი. არ უნდა ხდებოდეს ამ შეკითხვების გამო გაუგებარი აზრების გამოხატვა.

„ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში უპრეცენდენტოდ გაღრმავდა თანამშრომლობა საქრთველოსა და ევროპას შორის. ჩამოთვლაც კი გამიჭირდება, იმდენი რამ მოხდა ამ პარტნიორობის ფარგლებში. მათ შორის გუშინ კონგრესის მიერ 2023 წლის ფისკალური ბიუჯედის დამტკიცება, სადაც უპრეცედენტოდ მაღალია საქართველოს მხარდაჭერა სამხედრო, დიპლომატიური თუ პოლიტიკური მიმართულებებით.

„ეს ურთიერთობები გაღრმავდა „ქართული ოცნების" პირობებში და სრულიად ალოგიკური იქნება, რომ 180 გრადუსით შემოტრიალდეს. ეს ნამდვილად არ მოხდება ამ ხელისუფლების მმართველობისას.

„რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს, შეფასებებსა თუ ბრალდებებს „ოცნების" მუშაობასა და მმართველობასთან დაკავშირებით. აქ ისევ გრძელდება პარადოქსი რადიკალური ფრთიდან, ისინი აბრალებენ ხელისუფლებას იმას, რაშიც თავად არიან დამნაშავეები. მათ სხვადასხვა ჯგუფებში იწვევს პარლამენტი და არ მიდიან. მათი მოქმედებები გაგრძელებაა ზუსტად იმ დესტრუქციის, რაც თავის დროზე იყო შარლ მიშელის დოკუმენტზე და ა.შ." - განაცხადა აბაშიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×