ია აბულაშვილი
10.05.2022

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების მიერ გადაგმული ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც გაზრდის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების ხარისხს, თუნდაც საზღვარგარეთ სამკურნალოდ მისი გადაყვანა, თავად ხელისუფლებისთვის წამგებიანი იქნება, რადგან დაკარგავს მხარდამჭერებს. ამ რისკზე კი „ოცნება“ არ წავა.

„ნაცმოძრაობაში“ აცხადებენ, რომ საკანონმდებლო ორგანოს მიმართავენ და მიხეილ სააკაშვილს თავდებში უდგებიან, რომ თუკი ხელისუფლება საკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას დათანხმდება, მკურნალობის შემდეგ დაბრუნდება საქართველოში და წარსდგება სასამართლოს წინაშე.

„ხელისუფლების რაღაც ნაბიჯები, რომელითაც გაიზრდება სააკაშვილის თავისუფლების ხარისხი, და მისი უცხოეთში გადაყვანაც თავისუფლების ხარისხს გაზრდის, წამგებიანი იქნება ხელისუფლებისთვის. პირველი - გამოჩნდება, რომ პოლიტიკურმა ელიტამ მოისურვა მისი გათავისუფლება და სააკაშვილი მართლაც პოლიტიკური პატიმარია. გარდა ამისა, ხელისუფლების განაცხადიდან გამომდინარე, რომ სააკაშვილი სასმართლოს გადაწვეტილებით იხდის სასჯელს და მე სასამართლო სისტემაში ვერ ჩავერევიო, ამ გადაწყვეტილებით ჩრდილი ადგება სასამათლო სისტემას. „ოცნება“ თუ სააკაშვლის ბედ-იღბალში ჩაერევა, დაკარგავს მხარდამჭერებს და მომავალ არჩევნებში ამომრჩევლებმა მას შეიძლება ზურგი შეაქციონ, ამ რისკზე კი „ქრთული ოცნება“ არ წავა.

„რაც შეეხება საერთაშორისო ასპარეზზე სააკაშვილის თემის აქტუალობას, უცხოელები უფრო იმაზე ლაპარაკობენ, რომ დაცული იყოს ადამიანის უფლებები. უცხოელები, როგორც ჩანს, თავის მხრივ სააკაშვილით უკმაყოფლო არიან. დასავლეთის პოლიტიკური ფიგურები აფრთხილებდნენ სააკაშვილს არ ჩახვიდე საქართველოშიო, ის კი ჩამოვიდა. ანუ ჩვენი პარტნიორებისთვის ცხადი გახდა, რომ სააკაშვილი მათ ანაგრიშს არ უწევს და ერთვება რევოლუციურ და დესტაბილიზაციის პროცესებში.  

„თუ ხელისუფლება ხედავს, რომ „ემპათიის“ ექიმებს სიმპათია აქვთ სააკავშვილის მიმართ, მაშინ უცხოეთიდან ჩამოიყვანოს ექიმები, რომლებიც რეალურ დიაგნოზს დასავამენ და ამით ბოლოს და ბოლოს დაიხურება სააკაშვილის თემა“, - განაცხადა „რეზონანსთან“ რამაზ საყარელიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×