ია აბულაშვილი
26.12.2021

პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს ურჩევს, რომ კოლექტიურ შიმშილობას სჯობს მომავალი არჩევნებისთვის მოემზადონ და ამომრჩეველს გაუჩინონ მოტივაცია ხმა მათ მისცეს. ხელისუფლებას კი ურჩევს დაამთავროს ანგაჟირებული სასამართლოები და დროზე გაუშვას სააკაშვილი უკრაინაში.

„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან 12 კარავია გაშლილი. როგორც პარტიაში აცხადებენ, 200-მდე ადამიანი შიმშილობს და აქციაში ჩასართველად ემზადებიან აქტვისტები და მხარდამჭერები იმერეთიდან, აჭარიდან, სამეგრელოდან. ლიდერების განცხადებით, შიმშილობაზე არ გაჩერდებიან და სააკაშვილის გათავისუფლებამდე პროტესტის სხვა ფორმებსაც მიმართავენ, მათ შორის მანიფესტაციებს და დემონსტრაციებს სახელმწიფო უწყებებთან.

„ბოლო ორმა არჩვნებმა აჩვენა, რომ ამომრჩეველი უფრო „ოცნებისკენ“ იხრება, ვიდრე „ნაცმოძრაობისკენ“, საპროტესტო აქციაზე ხალხი ვერ გამოიყვანეს, ახლა მიმართეს შიმშილობას;  ნიკა მელია კი კოლექტიური ქცევის მსხვერპლია, სიტუაციამ აიძულა და მართავს პარტიის კოლექტიური აზროვნება, არადა პირიქით უნდა იყოს... ვფიქრობ, რომ ოპოზიცია უნდა მოემზადოს მომავალი  არჩევნებისთვის, იქნება ეს რიგგარეშე თუ 2024 წელს. გადავიდეს  პროგრამებზე, ხალხს გააცნოს საკუთარ გეგმები, როგორ აპირებს მუშაობას. კეთილი ინებოს ოპოზიციამ და შეუქმნას ამომრჩეველს მოტივაცია, რათა ხმა მათ მისცეს.

„ნაცვლად ამისა არაფერზე პასუხს არ აგებს, დაკავბელია მხოლოდ სააკაშვილის შარდის ანალიზით. როგორია, ჩართავ ტელევიზორს და სააკაშვილის ავადამყოფობაზეა ლაპარაკი, არადა ქვეყანაში ამდენი პრობლემაა, პანდემიამ წალეკა ქვეყანა.

„რაც შეეხება „ოცნებას“, „ნაცმოძრაობა“ მის ხელში გაბერილი სათამაშოა, სააკაშთილსი ჩამოსვლამ ცოტა გამოაცოცხლა. ამ შიმშილობაში მთავარი მასიურობა კი არ არის, მთავარია შიმშილობის სიმძიმე, რომელიც მძიმე დარტყმა იქნება „ქართული ოცნებისთვის“. ამიტომ, ვიდრე სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, მორჩეს ამ  ანგაჟირებულ სასამართლოებს და გაუშვას სააკაშვილი უკრიანაში. ზელენსკიმ ხომ დაადასტურა, სააკაშილთან დაკავშირებით მიდის მოლაპარკებებიო; კეთილი ინებონონ და წაიყვანონ თავისი მოქალაქე, გინდა პირობითი მუსაჯონ, გინდა შეიწყალონ და გინდა ჩასვან ციხეში. ხელისუფლებას მაინც მოუწევს სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადირება,“ - განაცხადა „რეზონანსთან“ პაატა ზაქარეიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×