ელზა პაპოშვილი
23.02.2021

ყოფილი სახელწმიფო მინისტრი და ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი ნიკა მელიას დაკავების გამო მასობრივ სახალხო პროტესტს გამორიცხავს, თუმცა დასავლეთის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებაზე სერიოზულ ზეწოლას პროგნოზირებს. როგორც მან „რეზონანსს“ განუცხადა, ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება „სრული უგუნურებაა“, რომელსაც ქართულ საზოგადოებაზე გამომაფხიზლებელი ეფექტი ექნება.

ზაქარეიშვილის შეფასებით, „ქართველებმა შეიძლება კარგად არ იციან რა უნდათ, მაგრამ იციან რა არ უნდათ“.

„აქ საუბარი პერსონალურად ნიკა მელიას დაკავებაზე არ არის. უბრალოდ სახელმწიფო გვეუბნება, რომ „თუკი წამყვანი პარტიის  ლიდერს ასე ვექცევი, თქვენ უარესად მოგექცევით“. მოგვწონს თუ არა მელია, ეს უნდა იყოს საზოგადოების გამოსაფხიზლებელი ფაქტი.

„მელია ნამდვილად არ მომწონს, ამიტომაც თამამად მოვუწოდებ ყველას, რომ ეს მხოლოდ ერთი კაცის და პარტიის პრობლემა არ არის. აქ კითხვის ნიშნის ქვეშ შესაძლოა  ჩვენი სახელმწიფო დადგეს. ამიტომაც საზოგადოების მეტი აქტიურობაა საჭირო. პოლიტიკურ კონტექსტში დაძაბულობა იქნება, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ რამე მასობრივ აქციებს უნდა ველოდოთ“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“. 

იგი არ გამორიცხავს, რომ დასავლეთის მხრიდან კონკრეტულ ლიდერებზე სანქციებიც კი დაწესდეს.

„არ გამოვრიცხავ დასავლეთში მინისტრების და მათი მოადგილეების სანქციებზე იფიქრონ. ისიც მოსალოდენლია, რომ ივანიშვილის ბიზნესების დაყადაღება მოხდეს. ალბათ ამიტომაც გადააფორმა და თავი დაიზღვია, რომ მსგავსი პრობლემები თავიდან აიცილოს.

„დასავლეთი იმედია მხოლოდ მკაცრი განცხადებებით არ შემოიფარგლება. „ოცნების“ ამ მოქმედებაში ლოგიკას ვერ ვხედავ და ეს არის სრული უგუნურება. საქართველოში ტერორი არ გამოდის. ქართველმა ხალხმა შეიძლება კარგად არ იციან რა უნდათ, მაგრამ იციან რა არ უნდათ.

„სააკაშვილის  ხელისუფლებიდან გაშვებამ აჩვენა, რომ ქართველები მოგითმენენ ყველაფერს, გარდა ტერორისა და ძალადობისა. ავტორიტარიზმს საქართველოში ვერ გააფორმებ. ეს სცადეს უფრო ძლიერმა და სისტემის მქონე ხელისუფლებებმა და ვერ შეძლეს. მითუმეტეს ამ უდღეურმა ხელისუფლებამ რა უნდა ქნას? ეს არ არის არც რუსეთის და არც ბელარუსის ავტორიტარიზმი, მისი ჩრდილიც კი არაა. ქართველებმა თუ ამოისუნთქეს, ამ ერთი ამოსუნთქვით გაქრება ღარიბაშვილი  და მისი დამქაშებიც. ეს კი ქვეყანას ზიანს აყენებს“, - ამბობს ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
მედეა   (24.02.2021)
პაატას ოცნებაა--ივანიშვილის ქონების დაყადაღება! ყველაზე გამორჩეულ კაცს--ყველაზე გაანჩხლებით მ ტ რ ო ბ ე ნ .ნდობის მოპოვებას ასე ცდილობენ.ღირსებაშელახული პატარ-პატარა კაცუნები.ნიკა მელია ყოფილა გ მ ი რ ი,ბიძინა კი გასაკიცხი,მოდი მოუსმინე ამ კაცს და დაიჯერე მისი ჭკუისკოლოფობა!გ ა ჩ უ მ დ ი,თუ ღმერთი გწამს!

ოთო   (24.02.2021)
ნუ შეგვეცით სანქციებით!!!! ივანიშვილია ჩამოსაკიდი ეს ახვარი ნაცბოზები რო თავზე გვაზის დღეს.

ბარნაბა ხონელიძე   (23.02.2021)
სანქციები არა კვახი.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )