ია აბულაშვილი
23.02.2021

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საინფორმაციო ომი მიმდინარეობს და ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რომელი მხარე უფრო უკეთ შეძლებს ქართული საზოგადოებისა და საერთაშოისო პარტნიორების დარწმუნებას თავის სიმართლეში - ასე აფასებს „რეზონანსთან“ საუბარში ნილა მელიას დაკავების შემდეგ შექმნილ სოტუაციას ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.

მისივე აზრით, მმართველმა პარტიამ უნდა გამოძებნოს სამართლებრივი მექანიზმები კრიზისის განსამუხტავად და ოპოზიციამ არ უნდა გადადგას ნაბიჯები ვითარების ესკალაციისაკენ. 

ნიკა მელიას დაკავებას უკვე გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ს საელჩო. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ს და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდება თავშეკავებისა და დიალოგისკენ უგულვებელყოფილი იქნა და საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გაზაზე.

„ოცნების“ ლიდერები აცხადებენ, რომ ელოდნენ საერთაშორისო პარტნიორების მკაცრ რეაქციას, თუმცა შეეცდებიან საკუთარ სიმართლეში დაარწმუნონ და მათ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან.

„ხელისუფლებას ეს მასალები წინმსწრებად უნდა მიეწოდებინა დასავლელი პარტნიორებისთვის. ახლა ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ მათ მხოლოდ პოლიტიზირებული და ცალმხრივი ინფორმაციები მიეწოდებათ, რომელიც ხელისუფლების სასარგებლოდ არ მოქმედებს. ვფიქრობ, საერთაშორისო ორგანიზაციები ნაკლებად ჩაეძიებიან ნიკა მელიას დაკავების სამართლებრივ დეტალებს, მათთვის მთავარია, რომ დაკავებულია მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი.  თუმცა, პოსტ ფაქტუმაც აუცლებელი იქნება მასალების მიწოდება.  

„ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიდის ნერვების ომი, საინფორმაციო ომი და როგორ მოახერხებენ დაარწმუნონ თავის სიმართლეში საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები... მე ვფიქრობ, რომ მთავრობამ უნდა მოძებნოს სამართლებრივი მექნანიზმები, რათა კრიზისი განიმუხტოს. თუ ოპოზციიასაც უნდა სიტუაციის განმუხტვა, არ უნდა მიმართონ  ისეთ პროცესებს, რომ მოხდეს ესკალაცია. ჩვენმა ეკლესიამაც უნდა თქვას თავისი სიტყვა, სანამ სამოქალაქო დაპირისპირების ბორბალი მთელი ძალით არ დატრიალებულა. ასევე უნდა ჩაერთონ საერთაშორისო ორგნიზაციები ისე, რომ არ გამოიწვიონ საზოგადების ერთი ნაწილის განაწყენება და არა ისე, როგორც ეს მოხდა ლიტველი დეპუტატის მიერ, რომელიც მედიატორობას აპირებდა, მაგრამ აღმოჩნდა მხარე“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ზაალ ანჯაფარიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )