ია აბულაშვილი
13.01.2021

ბიძინა ივანიშვილის "ქართული ოცნებიდან" წასვლამ შესაძლოა ახალი პოლიტიკური რეალობა შექმნას ქვეყანაში და ამ მიმართულებით მეტად საინტერესოა, როგორ იმოქმედებს ეს გადაწყვეტილება ხელისუფლება-ოპოზიციის მოლაპარაკებების შედეგზე.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კომპრომისის მიღწევამდე სულ უფრო მცირე დრო რჩება, რადგან თებერვლის პირველ დღეებში, პარლამენტი ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ მანდატებზე უარის თქმის განცხადებების განხილვასა და დაკმაყოფილებას დაიწყებს.

მოახდენს თუ არა გავლენას ჩიხში შესული მოლაპარაკების პროცესზე მმართველი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობიდან ივანიშილის წასვლა და ხომ არ შეცვლის ეს ოპოზიციის გეგმებს?

ანალიტიკოსების აზრით, ეს კარგი საბაბი იქნება ოპოზიციისთვის, რადგან ოპოზიციამ შეიძლება გააკეთოს გათვლა იმაზე, რომ ივანიშვილის წასვლა მმართველ გუნდში კრიზისს შექმნის და ვადამდელი არჩევნები გარდაუვალი იქნება.

უახლოეს დღეებში ოპოზიციის მორიგი შეკრებაა დაგეგმილი, სადაც ერთობლივი მოქმედების სტრატეგიაზე იმსჯელებენ და ბევრი რამ სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა, თუმცა, ოპოზიციაში წინმსწრებად აცხადებენ, რომ მოთხოვნები არ შეიცვლება და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა მათ გეგმებს ვერ შეცვლის. პირიქით, ივანიშვილის წასვლამ შესაძლო რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის პროცესი კიდევ უფრო დააჩქაროს.

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის თქმით, ივანივშილის წასვლა-არ წასვლა მხარეებს შორის მოლაპარაკების ბედს ვერ შეცვლის.

"ივანიშვილი ჯერ არსად წასულა, ის წასვლის პროცესშია და ვერც იმის საფუძველს ვხედავ, რომ ივანიშვილის წასვლა-არ წასვლა მოპარაკების ბედს შეცვლის, რადგან მხარეებს დეკლარირებული აქვთ წითელი ხაზები. ვიდრე ეს წითელი ხაზები არ მოიშლება, ანუ არ განულდება არაფერი გამოვა.

"წითელი ხაზების პირობებში მოლაპარაკებას შედეგი არ ექნება. მოლპარაკებას შედეგი ექნება თუ მხარეები პირობების გარეშე დაიწყებენ საუბარს"- აცხადებს "რეზონანასთნ" გია ხუხაშვილი.

ექსპერტი პეტრე მამრაძე "რეზონანასთან" ამბობს, რომ ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა ვერანაირ როლს ვერ ითამაშებს მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესზე.

"ოპოზიციას არ უნდა რომ შევიდეს პარლამენტში, სწორედ იმიტომ, რომ სააკაშვილმა მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, რომ ოპოზიცია არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევიდეს პარლამენტში.

"ამიტომ ითხოვენ იმას, რაც შეუძლებელია, მაშინაც კი, როცა ვერ წარმოადგინეს ვერც ერთი დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ არჩევნები გაყალბდა. უცხოელი ელჩებიც დარწმუნდნენ ამაში. ასე რომ, მოალაპარკების რაუნდების გამართვა და ივანივშილის წასვლა არაფერ შუაშია"- განაცხადა "რეზონანსთან" პეტრე მამრაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×