ელზა პაპოშვილი
21.11.2020

საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის პარალელურად, აშშ-ის ახალი ადამინისტრაციის მიმართ კიდევ უფრო მეტი ინტერესი ჩნდება. ახალი პრზიდენტი ჯო ბაიდენი 20 იანვრიდან გადაიბარებს, მანამდე კი აქტიურად მიმდინარეობს მისი ადმინისტრაციის დაკომპლექტება. შაბათს გარკვა, რომ ახალი სახელმწიფო მდივანი ტონი ბლინკენი იქნება, რომელიც კარგად იცნობს საქართველოს, თბილისში ორჯერ არის ნამყოფი და 2009 წელს საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მოგვარების პროცესშიც იყო ჩართული.

ქართველი დიპლომატები, რომელთაც ტონი ბლინკენთან პირადი ნაცნობობა და წარსულში საქმიანი ურთიერთობები აკავშირებდათ, მას უმაღლესი რანგის პროფესიონალად ახასიათებენ, რომელიც კარგად იცნობს ჩვენი რეგიონისა და კონკრეტულად საქართველოს სპეციფიკას და საქართველოს ისტორიასაც კი.

როგორც ანალიტიკოსები და დიპლომატები „რეზონანსთან“ საუბარში ამბობენ, ბლინკენი ამერიკაში საკმაოდ გავლენიანი ფიგურაა დადიდი ავტორიტეტით სარგებლობს. ის საქართველოს დიდი გულშემატკივარია და ჩვენმა ქვეყანამ ახლა ეს შანსი აუცილებლად უნდა გამოიყენოს. ანალიტიკოსებს უჩნდებათ მოლოდინი, რომ საქართველო ამერიკის რადარზე კიდევ უფრო აქტიურად გამოჩნდება და კონტაქტები უშუალოდ თეთრ სახლთან გვექნება. ხოლო რეგიონში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ ბლინკენმა საქართველოსნატოშისწრაფვის საკითხზე კიდევ უფრო იაქტიუროს.

რას ამბობს საქარველოზე მომავალი სახელმწიფო მდივანი

„ის, რისი იმედიც გვაქვს საქართველოში,ეს არის დემოკრატიული პროცესების კიდევ უფრო გაღრმავებაა. ეს კარგი იქნება ასევესაქართველოსმისწრაფებისთვის, რომ მისი გაწევრიანება ევროატლანტიკურიინსტიტუტებში სხვადასხვა მიმართულებით მოხდეს.

„შედგა არაჩვეულებრივად აქტიური დებატები და როგორც პროტესტის მონაწილეები, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლები ამ დებატებისას ძირითადად მშვიდად და ორგანიზებულად გამოიყურებოდნენ. ეს დამაიმედებელია. ახლა წინ მოძრაობა უნდა განვაგრძოთ. მთავრობამ, ოპოზიციამ, სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა ითანამშრომლოს საკონსტიტუციო რეფორმის, საარჩევნო რეფორმის საკითხებზე იმისათვის, რომ საქართველო მოემზადოს ამ ვადის ამოწურვის შემდეგ მის ისტორიაშიპირველად ხელისუფლების არჩევნების გზით გადაცემისათვის“,-აცხადებდა ტონი ბლიკერი 2009 წელს, როდესაც მაშინდელი ოპოზიცია პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობდა. 

ბლიკერი 2016 წლის 8 ივნისს ვაშინგტონში გაიმართულოფიციალურმიღებასაც ესწრებოდა, სადაცსაქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავიაღინიშნა. მიღებას უმასპინძლეს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და საქართველოს ელჩმა შეერთებულ შტატებში არჩილ გეგეშიძემ. ღონისძიებას ესწრებოდნენ სახელმწიფო მდივნის მოადგილე ტონი ბლინკენი, თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში ელისა სლოტკინი და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორი გეილ სმიტი.

მიხეილ ჯანელიძემ და ტონი ბლინკენმა სიტყვით მიმართეს დამსწრე საზოგადოებას და ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მრავალწლიან სტრატეგიულ და მეგობრულ ურთიერთობებს.

სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ტონი ბლინკენმაქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს მიულოცა . საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის მრავალწლიან მეგობრობაზე ისაუბრა.ტონი ბლინკენის აზრით, საქართველო მთელი რეგიონის პროგრესის და განვითარების მაგალითს წარმოადგენს.

„დღეს საქართველო რჩება დემოკრატიული შთაგონების წყაროდ მთელი რეგიონისთვის. ეს განსაკუთრებით აღსანიშნავია იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საქართველო უნდა გაუმკლავდეს რუსეთის ოკუპაციას და ბორდერიზაციას. ამ შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნები კიდევ ერთ შესაძლებლობას მისცემს დაანახოს ოკუპირებული ტერიტორიებისა და ფართო სამეზობლოში მცხოვრებლებს, რომ დემოკრატია, ღიაობა და ტოლერანტობა საუკეთესო გარანტიაა მშვიდობის, კეთილდღეობისა და სტაბილურობისკენ მიმავალ გზაზე. მსოფლიო უყურებს საქართველოს და დარწმუნებული ვარ, საქართველო თავისი განვითარებით მასზე შთაბეჭდილებას მოახდენს“,-ამბობდა ბლინკენი 2016 წელს ვაშინგტონში, საქართველოს საელჩოში გამართულ შეხვედრაზე. 

ტონი ბლინკენმა მაშინკიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ბლინკენმაასევე ხაზი აშშ-სდასაქართველოს მეგობრობას გაუსვა. 

რას ამბობენ ბლინკენზე თბილისში 

საქართველოს ყოფილი ელჩი ამერიკაში არჩილ გეგშიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ აშშ-ის მომავალი სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი პოლიტიკაში საკმაოდ გამოცდილი ადამიანია. გეგეიშიძის ელჩობის დროს ის ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე იყო და მასთან პირადი შეხვედრები არაერთხელ ჰქონია. 

ყოფილი ელჩი ამბობს, რომ მასთან საუბრისას ბლინკენი საქართველოს და რეგიონის შესახებ საკმაოდ დიდ ცოდნას ავლენდა. 

„საკმაოდ ინფორმირებული ადამიანია, რომლიც ჩემთან საუბარში რეგიონის შესახებ დიდ ცოდნას ავლენდა. პოსტსაბჭოთა ქვეყნების შესახებ იცის დეტალური ინფორმაცია და საქართველოს მიმართ ამბავს მუდმივად დეტალებში კითხულობდა. 

„მანრეგიონში არსებული პრობლემები სიღრმისეულადიცის. საქართველოს ისტორიისკარგი ცოდნაც შევამჩნია. როდესაც მას ვხდებოდი, და ის ჩემი მოღვაწეობისდროს ამერიკაში სახელმწიფო მდივნის მოადგილე იყო, საქართველოს შესახებ საათობით, ბევრს მესაუბრებოდა. ნებისმიერი შეხვედრის დროს, ეს იყო დიდ ხნიანი ვიზიტი თუ ხანმოკლე, მუდმივად გულისყურით და ინტერესით მისმენდა. ჩვენი ქვეყნის კარგი გულშემატკივარია. 

„რაც შეეხება მის პიროვნებას, ამერიკაში საკმაოდ ავტორიტეტული ადამიანია. ის დემოკრატიული პარტიის რიგებშისერიოზული პროფესინალია და ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ის ამ პარტიისკარგი აქტივი იყო. არის დიპოლომატი,განათლებული და საგარეოპოლიტიკის მიმართულებით ამერიკაში ერთ-ერთი უძლიერესი კადრია. 

„რა თქმა უნდა,ის გარემოება, რომ ბლინკენი საქართველოში ორჯერ არის ნამყოფი და ჩვენს ქვეყანას, მიმდინარე პოლიტიკური სიტუაციას კარგად იცნობს, საქართველოსთვის პოზიტიური მოლოდინების გაჩენის საშულებას გვაძლევს. ერთია, როდესაც ამერიკის ადმინისტრაციასსაქართველოს მიმართ ტრადიციული პლიტიკური ვექტორი უჭირავს და მეორე, როდესაც თეთრ სახლში უშუალოდ არის ადამიანი, რომელიც საქართველოზე გული შესტკივა და დიდი ქომაგია“,-ამბობს „რეზონანსთან“ საქართველოს ყოფილი ელჩი ამერიკაში.

რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისია და 2009 წლის მსგავსად დღესაც ოპოზიცია პარლამენტს ბოიოკტს უცხადებს, ბლინკენის დანიშვნა რამდენად მოახდენს ჩვენს შიდა პოლიტკურ მოვლენებზე გავლენას, გეგეშიძე გვპასუხობს, რომ 20 იანვრამდე მას როგორც სახელმწიფო მდივანს მოღვაწეობის უფლება არ ექნება. ხოლო საქართველოში ამ დროისთვის მოვლენები როგორი შეიძლება იყოს, რთული სათქმელია. 

ყოფილი ელჩი ამბობს, რომ, როგორც წესი, ახალ ადმინისტრაციას გარკვეული დროს სჭირდება იმისთვის, რომ ხელისუფლება სრულად გადაიბაროს. სანამ რეგიონის და კონკრეტულად საქართველოს მიმართ ახალი ადამინისტრაცია ჩამოყალიბდება, მარტ-აპრილამდე რამე სიახლეს არ უნდა ველოდოთ. 

„ჯერჯერობით ახალი ადმინისტრაციიდან რაიმე აქტიურობას საქართველოს მიმართ მარტ-აპრილამდე არ უნდა ველოდოთ. როგორც ავხსენი, იქ ხელისუფლები გადაბარებას რამდენიმე თვე ანდომებს. ქართულ-ამერიკული ურთიერთობები 30 წლის განმავლობაში აღმავალია. ამიტომ ვფიქრობ, რომ ახალი სახელმწიფო მდივნის პირობებში, რომელიც ჩვენს რეგიონს კარგად იცნობს და გულშემატკივარია, მეტი მოლოდინი გვიჩნდება. ჩვენი სურვილია, რომ საქართველოს მიმართ ამერიკაში კიდევ უფრო მეტი ინტერესი გაჩნდეს.

„დიპლომატიის მიზანი უნდა იყოს, რომ ამერიკისთვის მოწინავე სიაში აღმოვჩნდეთ და ბლინკენის ინტერესიც საქართველოს მიმართ წაგვადგეს. სამი სფეროა, რაშიც ახლა ახალი სახელმწიფო მდივნის დანიშვნა უნდა გამოვიყენოთ. ერთი, ეს არის უსაფრთხოება, მეორე - კეთილდღეობა, რომელშიც, როგორც ეკონომიკა, ასევე ჯანდაცვა და განათლება შედის. აქ უზარმაზარი სფეროა. მესამეკი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება უნდა იყოს. ყველა ამ სფეროში ამოცანა უნდა იყოს, რომ რაც შეიძლება მეტი მივიღოთ. ენტონ ბლინკენი თუკი სახელმწიფო მდივანი გახდება, მაშინ საქართველოს თეთრი სახლიდან ძლიერი მხადაჭერა ექნება“, -ამბობს არჩილ გეგეშიძე „რეზონანსთან“.

რა სახის პოლიტიკას უნდა ველოდოთ ამერიკის ახალი ადმინისტრაციისგან

ანალიტიკოსი და კონსტიტუციონალისტი ლევან ბოძაშვილი კი „რეზონანსთან“ამბობს, რომ თუკი ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ენტონი ბლინკენი დაინიშნება, ძალიან დიდი შანსია, რომ საქრთველო ამერიკის რადარზე კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდეს და უშუალო მხადაჭერა თეთრი სახლიდან გვქონდეს. ბოძაშვილის, თქმითბლინკენი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებში ძალიან კარგად ერკვევა და ის 2009 წლის ამბებშიპირადადაც კი იყო ჩართული. მაშინაც ოპოზიციამ ხელისუფლებას ბოიკოტი გამოუცხადა და პარლამენტში არ შევიდა. ამიტომაც ანალიტკოს მოლოდინი დიდი აქვს და ფიქრობს, რომ ახალი ადმინისტრაციისპირობებში ამერიკისგან საქართველო უფრო მეტი მხადაჭერის მიღებას შეძლებს. 

„თუკი ამერიკის სახელმწიფო მდივნად ენტონი ბლინკენი დაინიშნა, საქართველოს თეთრისახლის ადმინისტრაციიდან უშუალო მხადაჭერა ექნება და ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ეს პიროვნება საქართველოს პოლიტიკურ მოვლენებსა და რეგიონში არსებულ სიტუაციაში ზედმიწევნით კარგად ერკვევა. ის 2009 წელს ქვეყანაში უშუალოდ იყო ჩამოსული და მაშინდელ პოლიტიკურ მოვლენებში აქტიურად იყო ჩართული. 

„ამიტომაც მოლოდინი დიდია და ქვეყანამ ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს. ახალი ადმინისტრაციისმხრიდან პირველ რიგში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება იქნება პრიორიტეტული. ამერიკა საგარეო პოლიტიკაში საერთოდ ღირებულებებს იყენებს და ახალი ადმინისტრაცია ამ ღირებულებების კიდევ უფრო გაღრმავებას დაიწყებს. ეს არის დემოკრატიული ინსტრიტუტების კიდევ უფრო გაძლიერება. როდესაც ამხელა თანამდებობაზე ადამიანი ინიშნება, რომელიც საქართველოს კარგად იცნობს, ჩვენს მიმართ ინტერესი გაორმაგდება“,-ამბობს ბოძაშვილი „რეზონანსთან“.

მისივე თქმით, ბლინკენის დანიშვნაჩვენთვის დამატებით შანს აჩენს და ის აუცილებლად დიპლომატიური ურთიერთობებით კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ. ბოძაშვილი ამბობს, რომ როდესაც ქვეყანას შანსი ეძლევა, რომ ინდივიდუალური ხაზი სახელმწიფო მდივანთან ჰქონდეს, ეს უკვე დიდი იმედისმომცემია. სახელმწიფო მეთაურების ინდივიდუალურ დამოკიდებულებას და ინტერესს უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ ახლა ხელისუფლებამ უკვე უნდა იფიქროს იმაზე, აქტიურობა როგორ და რა მიმართულებით დაიწყოს. 

„რაც შეეხება იმას, ჩაერევა თუ არა ახალი ადმინისტრაცია საქართველოს შიდა პოლიტიკაში, ეს ასე არ ხდება. უკვე მოვისმინეთ პომპეოს ვიზიტისას, რომ დაინტერესებული არც არიან და არც მათი უშუალო მოვალეობაა, რომ ვინმეს სადმე შესვლისკენ მოუწოდონ. ასევე იქნება ახალი ადმინისტრაციაც. 

„უშუალოდ ჩვენს პოლიტიკოსებს რა უნდა გააკეთონდა რა არა, ვერავინ უბრძანებს. იქნება მხოლოდ მეგობრულ და პარტნიორულ დონეზე შეთავაზება, რომ ეს კრიზისი შიდა მოლაპარაკების დონეზე მოგავრდეს. სხვა რაიმე რადიკალურ მოწოდებებს არც ენტონი ბლინკენის მხრიდან არ უნდა ვლოდოთ, თუ კი ამ დროისთვისჩვენს ქვეყანაში შეცვლილი უკვე არაფერი იქნება. ამერიკის ახალი ადმინისტრაცია გაზაფხულამდე მაინც სახელმწიფოს ჯერ ვერ გადაიბარებს“,-ამბობს ბოძაშვილი „რეზონანსთან“. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ჭორყლეონეს   (21.11.2020)
ნოირით მოგეტყვნება დედაც და მამაც შენ მართლა ნივრით მოტყნულო. მაგიტომ გეწვის ტრაკი

ჭორლეონე   (21.11.2020)
მართალია ბლინკენი კარგად იცნობს ჩვენს ქვეყანას მაგრამ არა ისე როგორც "მამადამარჩენალი" და "ქვეყნის მათავარი დამზღვევი" არქიფო სუნიანი სეთური. ჩვენმა უკეთ იცის ქართველი მშიერმუცელა მონების ფსიქიკა. 1კგ ნიორრი = 1 ხმას. შემოხაზეთ მონებო 41 და დედებიც მოგტყვნიათ.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×