თამთა ჩაჩანიძე
20.11.2020

წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემბისის" შენობასთან პოლიციაა მობილიზებული, როგორც საპატრულო პოლიციიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვაჟა სირაძემ მედიასთან აღნიშნა, შენობაში ერთი თავდამსხმელი და ცხრა მძევალია, მან მედიასაშუალებებს მოუწოდა, რომ პირდაპირი ჩართვებისგან უსაფრთხოების მიზნით თავი შეიკავონ.

„წერეთლის გამზირზე ერთ-ერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში თავდასხმა მოხდა, ადგილზე პოლიციის ჯგუფები იმყოფებიან, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ცხრა მძევალი და ერთი შეიარაღებული პირია, გამოძიება დაწყებულია ფაქტზე ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებით.

„რაც შეეხება შეიარაღებას, ამ ეტაპისთის, დაზუსტებულ ინფორმაციას ვერ მოგახსენებთ, მინდა მედიასაშუალებებს გთხოვოთ და მოგიწოდოთ, რომ ლაივსაშუალებებით პირდაპირი ჩართვა შევწყვიტოთ, ვინაიდან ეს როგორც მოქალაქეების, ასევე სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის," - განაცხადა სირაძემ.

აღნიშნულთან დაკავშირებით რამდენიმე წუთის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია ფეისბუქზე გაავრცელა, როგორც სამინისტრო წერს, აღნიშნულზე გამოძიება სისხლის სამართლისკოდექსის 236-ე და 179-ე მუხლებით დაიწყო.

„პოლიცია მობილიზებულია თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ოფისთან. პირველადი ინფორმაციით ოფისში შეიარაღებული პირი არის შეჭრილი.

„თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ატარებენ ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, თავი შეიკავონ როგორც უშუალოდ შემთხვევის ადგილზე მიმდინარე მოვლენების ტირაჟირებისგან, ასევე, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.

„ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და ყაჩაღობას ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის სამართლის კოდექსის 236-ე და 179-ე მუხლებით დაიწყო."- აღნიშნავს შს სამინისტრო.

თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემბისის" შენობაში შეიარაღებული პირი შეიჭრა. ტერიტორია სპეციალური ლენტით არის შემოსაზღვრული.ადგილზე სამართალდამცავების დიდი რაოდენობაა მობილიზებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×