ია აბულაშვილი
17.11.2020

„ევროპულ საქართველოს“ თუ მართლაც უნდა, რომ გაემიჯნოს სააკაშვილს, პირველ რიგში უნდა დაგმოს და მოინანიოს ის ქმედებები, რაც იყო სააკაშვილის მმართველობის დროს, რომლის თანამონაწილენიც არიან. ასევე უნდა დადოს მკაფიოდ გამოხატული პოლიტიკური პროფილი, რომ მისი პოლიტიკა ცნობადი გახდეს. სხვა შემთხვევაში, მხოლოდ „გაგებუტეს“ განცხადება დეკორატიულ სახეს ატარებს“, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „ევროპული საქართველოს“ ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებას მიხეილ სააკაშივლის ფაქტორთან დაკავშირებთი ქართულ პოლიტიკაში.

ოპოზიციის შიგნით სააკაშვილის თემა ისევ გახდა საჯარო დაპირისპირების საგანი. გიგა ბოკერიას განცხადებით, სააკაშვილის ლიდერობის საკითხის დასმა საზიანო ნაბიჯია ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში. მისი თქმით, „ვისაც ქვეყნისთვის დიდი საფრთხის აცილება და ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება სურს, სააკაშვილის პერსონას თავი უნდა დაანებოს და კონცენტრირდეს მშვიდობიან პროტესტზე აქ, საქართველოში“.

„რეალობის გრძნობა ცუდი არ არის, რომ არ აპირებს პოლიტიკურ უფსკრულში გადაყვეს სააკაშვილს. ამ რეალობის გრძნობის გაჩენის ნიშნად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ გაემიჯნა „ნაციონალური მოძრაობის“ მოწოდებას „სირცხვილის კორიდორების“ მოწყობასთან დაკავშირებით, რაც დიდ შანს აჩენს იმისას, რომ თუ მოქალაქეებს შეურაცყოფას მიაყენებენ, საპასუხი რეაქცია მიიღონ, ეს კი უკვე კონფლიქტია. 

„როცა პოლიტიკოსები ასეთ განცხადებას აკეთებენ, ძალიან მაინტერესებს სად არის მათი გონება, ან ქვეყნის სიყვარული. მაგრამ, როგორ ჩანს, ქართული პოლიტიკა ეგოიზმის იქით ვეღარ მიდის.

„რამდენად გაჰყვება დანარჩენი ოპოზიცია ბოკერიას ამ ინიციატივას, რომ გაემიჯნოს სააკაშვილს, მიჭირს ამის თქმა, რადგან ყველა თავისი ინტერესებიდან გამომდინარე გადადგამს ამ ნაბიჯს. თავად „ევროპულ საქართველოს“ უჭირს და ყოველთვის უჭირდა სააკაშვილისგან გამიჯვნა, რადგან ამის ბევრი მიზეზია; მათ შორის ის, რომ ვერ კრიფავს საკმაო ამომრჩეველს „ნაცმოძრაობის“ გარეშე.

„ევროპულ საქართველოს“ თუ მართლაც უნდა რომ გაემიჯნოს სააკაშვილს საბოლოოდ, პირველ რიგში უნდა დაგმოს და მოინანიოს ის ქმედებები, რაც სააკაშვილის დროს იყო, რადგან თანამონაწილენი არიან. ასევე უნდა დადოს მკაფიოდ გამოხატული პოლიტიკური პროფილი, რომ მისი პოლიტიკა გახდეს ცნობადი. სხვა შემთხვევაში, მხოლოდ „გაგებუტეს“ განცხადება დეკორატიულ სახეს ატარებს“, - განაცხადა „რეზონანსთან“ რამაზ საყვარელიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×