მარიკა ხორავა
07.11.2020

ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციას ეჭვის ქვეშ აყენებენ, საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ და რიგგარეშე არჩევნებს ითხოვენ. ოპოზიციამ საჩივრით ცესკოს მიმართა, თუმცა ცესკომ საჩივრები უკვე განიხილა და მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. უნდა მიმართოს თუ არა ოპოზიციამ სასამართლოს არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის და ხელახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით - ამის შესახებ „რეზონანსი" იურისტ ლია მუხაშავრიას ესაუბრა.

„ვვარაუდობ, რომ ოპოზიციური პარტიები მიმართავენ სასამართლოს. მათ მიმართეს საოლქოებს საჩივრებით და ცესკომ განიხილა. მაგრამ სამართლებრივი გზით ბრძოლას აზრი არ აქვს. სამართლებრივი გზა ჩვენს შემთხვევაში სრულიად უშედეგო და უნიადაგოა. ორი-სამი წლის წინ უკვე ვიცოდით, თუ რატომ დანიშნა ივანიშვილმა მურუსიძე და კლანის მოსამართლეები. როცა სასამართლოში საარჩევნო დავები წავა, იქ რა თქმა უნდა, უარყოფითი შედეგები გამოვა, ისევე, როგორც ახლა ცესკოს გადაწყვეტილებები, თითქოსდა ყველაფერი რიგზეა გადათვლის შემდეგ.

„რა თქმა უნდა, ოპოზიცია თავისი ბრძოლის კვალობაზე ყველანაირ მეთოდს იყენებს, მათ შორის სამართლებრივს. ვიცით, რომ ეს გამართლებულია, თუმცა უშედეგო და არაფრის მომტანი. სამწუხაროდ, ამ სასამართლო განხილვებს არანაირი შედეგი არ ექნება", - განაცხადა მუხაშავრიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×