ქრისტინე კაპანაძე
20.10.2020

დღევანდელი ეპიდვითარებიდან გამომდინარე, „ქართული ოცნება" წინასაარჩევნო აქციების ჩატარებას არ აპირებს. ამ საკითხზე „რეზონანსს" „ქართული ოცნების" პრესსამსახურის თანამშრომელი და პარტიული სიის წარმომადგენელი გრეტა წიწავა ესაუბრა. მისი თქმით, 31 ოქტომბრამდე კორონავირუსის ეპიდემისთაბ დაკავშირებული ყველა რეკომენდაციის დაცვით ჩანიშნულია მხოლოდ „ქართული ოცნების" პროგრამული და თემატური პრეზენტაციები ეკონომიკის, ჯანდაცვის, გარემოსდაცვითი და სხვა მიმართულებებით.

„ჩვენ რეგიონებში კანდიდატების წარდგენები დავასრულეთ. ასევე დღევანდელი კოვიდვითარებიდან გამომდინარე არ ვგეგმათ წინასაარჩევნო აქციებს, მითუმეტეს მასშტაბურს. ზოგადად კი ჩვენი ყველა პრეზენტაცია თუ შეხვედრა რეკომენდაციების დაცვით იმართება.

„ამჟამად ჩვენ ვატარებთ მხოლოდ თემატურ პრეზენტაციებს. ასეთი სახის პრეზენტაცია ჩანიშნულია 22 ოქტომბერს კახეთში, სადაც იქნება წარდგენილი „ქართული ოცნების" პროგრამა სხვადასხვა მიმართულებებით. შესაბამისად, ჩვენ უკვე დავიწყეთ ჩვენი პროგრამების წარდგენა ხალხის წინაშე.

„დღეს ჩვენი თემატური შეხვედრა გაიმართა რუსთავში, სადაც ძალიან ამომწურავად ვისაუბრეთ ეკონომიკური, გარემოს დაცვითი და ჯანდაცვის მიმართულებებით და საზოგადოებას ჩვენს პროგრამაზე სრული ინფრომაცია მივაწოდეთ. ჩემი ინფრომაციით, როგორც ვთქვი, 22-ში ვგეგმავთ თელავში ვიზისტს და ასევე ყველა რეკომენდაციის დაცვით ჩავატარებთ ჩვენი პარტიული პროგრამის მხოლოდ თემატურ პრეზენტაციას," - ამბობს გრეტა წიწავა „რეზონანსთან" საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×