თამთა ჩაჩანიძე
20.10.2020

„თუ ამ დღეებში სიკვდილის შიში შემობრუნდა, ანუ გაჩნდა ის განცდა, რომ ხელისუფლება ვითარებას ვერ მართავს, ეს შესაძლოა ხელისუფლებას ძალიან ძვირი დაუჯდეს", - ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ დროს და ამ დროში ვითარების ცვლილებას.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ათი დღეა დარჩენილი, სოციოლოგიური კვლევების მიხედვით კი, გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რიცხვი ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია.

როგორც ხუხაშვილი ამბობს, დარჩენილ პერიოდში, პოლიტიკური და პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობა მაღალია, შეიძლება ყველაფერი კრიტიკულად შეიცვალოს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ საკმაოდ არაორდინალური ვითარებაა შექმნილი. გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობა ჯერ კიდევ კრიტიკულია, ანუ იმდენია, რამდენსაც არჩევნების ბედის გადაწყვეტა შეუძლია. თან ვითარება საკმაოდ დრამატულია. ვხედავთ, თუ ინფექციის გავრცელებასთან დაკავშირებით რა ხდება.

„თუ ამ დღეებში სიკვდილის შიში შემობრუნდა, ანუ გაჩნდა ის განცდა, რომ ხელისუფლება ვითარებას ვერ მართავს, ეს შესაძლოა ხელისუფლებას ძალიან ძვირი დაუჯდეს. ასე რომ, ჯერ კიდევ ყვლაფერი შეიძლება შეიცვალოის და შეიცვალოს კრიტიკულად", - განაცხადა ხუხაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
მედეა   (21.10.2020)
გაამჟღავნე ვის გამარჯვებაზე ოცნებობ და დ ა ა მ თ ა ვ რ ე მიკერძოებულად მცდარი ანალიზების კეთება, გია ხუხაშვილი მწარედ ებრძვის ბიძინას."კატა ვერ მისწვდა ძეხვსაო..."მასზეა თქმული.

მედეა   (21.10.2020)
გაამჟღავნე ვის გამარჯვებაზე ოცნებობ და დ ა ა მ თ ა ვ რ ე მიკერძოებულად მცდარი ანალიზების კეთება, გია ხუხაშვილი მწარედ ებრძვის ბიძინას."კატა ვერ მისწვდა ძეხვსაო..."მასზეა თქმული.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×