თამთა ჩაჩანიძე
16.09.2020

„ოცნებას" საერთოდ რთული პერიოდი დაუდგა: ერთი მხრიდან ლარის კურსი უტევს, მეორე მხრიდან - კორონავირუსი და ორივე ანტირეკორდებს ამყარებს. ამ ჩიხში და ამ ზეწოლის ქვეშ, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნებისთვის" მოქმედება ადვილი არ იქნება, მაგრამ, პრინციპში, მაინც შედეგი ისეთივე იქნება, როგორც თვითონ ამბობენ," - ასე აფასებს „რეზონანსთან" პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ლარის კურსის მკვეთრ ვარდნას და წინასაარჩევნოდ ამის შესაძლო გავლენას მმართველი პარტიის რეიტინგზე.

ეროვნული ბანკის ოთხშაბათს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად,1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1547 ლარი გახდა, ანტირეკორდი დაამყარა კორონავირუსის დღიურმა შემთხვევებმაც - ოთხშაბათსვე კოვიდ-19-ის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

როგორც საყვარელიძე აცხადებს, მიუხედავად სირთულეებისა, „ქართული ოცნება" არჩევნებზე უმრავლესობას მოიპოვებს, რადგან იმედისმომცემი ალტერნატივა პოლიტიკურ რეალობაში არაა.

„ოცნებას" საერთოდ რთული პერიოდი დაუდგა; ერთი მხრიდან ლარის კურსი უტევს, მეორე მხრიდან - კორონავირუსი და ორივე ანტირეკორდებს ამყარებს. ამ ჩიხში და ამ ზეწოლის ქვეშ რა თქმა უნდა „ქართული ოცნებისთვის" მოქმედება ადვილი არ იქნება, მაგრამ, პრინციპში, მაინც შედეგი ისეთივე იქნება, როგორც თვითონ ამბობენ, ანუ უმრავლესობას მოიპოვებენ, რადგან ალტერნატივები არაა დამაჯერებელი.

„ალტერნატივებს რომ გადავხედოთ, „ნაციონალურ მოძრაობაზე" აღარ ვლაპარაკობ, რადგან, მათ შესახებ შთაბეჭდილება დიდი ხნის წინ ჩამოყალიბდა და არცთუ ისე კარგი, მაგრამ სხვა პარტიებსაც რომ შევხედოთ, დაჯერება იმისა, რომ, ვთქვათ „ოცნება" გავუშვით და ხელისუფლებაში რომელიმე მაგათგანი რომ მოვიყვანოთ, ან კორონა უკან დაიხევს, ან ლარის კურსი გასწორდებაო, შეუძლებელია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არცერთ პარტიას პოლიტრიკური მართვის გამოცდილება არ აქვს.

„წარმატებული მართვის გამოცდილება კიდევ სხვაა, მაგრამ ამათ გამოცდილება საერთოდ არ აქვთ. ამიტომ, ალტერნატივების უქონლობის გამო, იგივე სიტუაცია იქნება. ერთი ეგაა, რომ შეიძლება იმ ადამიანთა რიცხვი გაიზარდოს, ვინც არჩევნების დღეს სახლში დარჩება", - განაცხადა საყვარელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ჭორლეონე   (17.09.2020)
შედეგს დაგიდებთ მალე და ყველას პოზაში ჩაგაყენებთ თქვენი რუსი დედები მოვტყან.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×