თამთა ჩაჩანიძე
04.09.2020

ბიზნესმენი კახა ოქრიაშვილი და მისი ახლადშექმნილი პოლიტიკური გუნდი „პროგრესი და თავისუფლება" ოპოზიციურ გაერთიანება „ძალა ერთობაშიას" შეუერთდა, ისინი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ბრძოლას ერთ ბლოკად აპირებენ, ამ ფაქტს ოქრიაშვილის ყოფილი თანამოაზრეები „ქართული ოცნებიდან" „უძღები შვილის დაბრუნებად" აფასებენ.

„ქართული ოცნების"დეპუტატი რევაზ არველაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ ოქრიაშვილი მისი თანამებრძოლი არასდროს ყოფილა და მისი გადასაწყვეტია სად იქნება.

„ოქრიაშვილი ჩემი თანამებრძოლი არასდროს ყოფილა და არც იქნება და კონკრეტულად ვისი თანამებრძოლი იყო და რა იყო ეგ სხვა ამბავია, თავისი გადასაწყვეტია სადაც იქნება, ახლა მეტს ვერაფერს ვერ ვიტყვი, როგორც ამბობენ ადრე „ნაციონალებში" იყო და ახლა დაბრუნდაო და რავიცი აბა," - განაცხადა არველაძემ.

უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია „რეზონანსთან" ამბობს, რომ ოქრიაშვილის ოპოზიციურ გაერთიანებაში გადასვლაზე საუბარი „ქართული ოცნების" სხვა წევრებთან საუბარი არ ჰქონია, თუმცა მიიჩნევს,რომ ყოფილმა თანაგუნდელმა პოზიცია იმიტომ შეიცვალა, რომ პარლამენტში ისევ მოხვდეს.

„აბა რა უნდა გითხრათ, როდესაც ასეთი ფაქტი მოხდება,მგონია, რომ აქ ცალსაცა პოზიციაა, მე ამას არც მოველოდი, მაგრამ როგორც ჩანს კაცი ყველაფერს იკადრებს, რომ ოღონდ ალბათ ისევ პარლამენტში მოხვდეს და რატომ ღირს ეს პარლამენტი ამდენად, ეს უკვე ცალკე თემაა.

„(გუნდში) ამაზე საუბარი არ გვქონია, ყველა ისე აკეთებს, როგორც თვითონ საჭიროდ ჩათვლის, ადრე ოქრიაშვილი იქიდან წამოვიდა, მერე ისევ მივიდა, ამას ჰქვია უძღები შვილის დაბრუნება მშობლიურ წიაღში, ასე გამოუვიდა," - განაცხადა ქანთარიამ.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ქართული ოცნებისთვის ოქრიაშვილი „ერთგვარი ტვირთი" იყო და მიზივე აზრით, უკეთესიცაა, რომ „ის ჩამოშორდა.

„კახა ოქრიაშვილის უპრინციპობა და არათანმიმდევრულობა საზოგადოებისთვის დიდი ხანია ცნობილია და ძალიან კარგია, რომ „ქართულ ოცნებას" ის ჩამოშორდა და აღარაა ერთგვარი ტვირთი მის პოლიტიკურ არსენალში. ოქრიაშვილმა მომავალში შესაძლოა კიდევ არაერთი პარტია გამოიცვალოს, ეს გასაკვირი არ იქნება იმიტომ, რომ ქართულ პოლიტიკაში ოქრიაშვილისნაირები სხვა პოლიტიკანებიც არიან, ვგულისხმობ ბერძენიშვილებს, გუბაზ სანიკიძეს და სხვებს.

„ძალა ერთობაშია" ერთ პროცენტს გადააბიჯებს თუ არა, ეს კიდევ საკითხავია და ასე ვთქვათ ცოტა ტრაგიკომიკურია ქართულ პოლიტიკურ რეალობაში, ასეთი პოლიტიკური სუბიექტების არსებობა," - განაცხადა მან.

კახა ოქრიაშვილი „ქართული ოცნების" 30 მაჟორიტარ დეპუტატ კანდიდადებს შორის ვერ მოხვდა, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარულ ოლქში მმართველმა გუნდმა საკუთარ კანდიდატად გოგი მეშველიანი დაასახელა, ხოლო ოქრიაშვილმა ამავე ოლქში ბრძოლა საკუთარი ახლადშექმნილი პარტიის სახელით გადაწყვიტა.

ამ საკითხზე აბაშიძე მიიჩნევს, რომ ამ ოლქში მეშველიანი პირველ ტურში თუ არა მეორე ტურში გაიმარჯვებს.

„ვფიქრობ, რომ გოგი მეშველიანი ოქრიაშვილისგან განსხვავებით, გაცილებით ავტორიტეტული და პრინციპული პიროვნებაა და პირველ ტურში თუ არა, მეორე ტურში ვვარაუდობ, რომ აუცილებლად ბატონი მეშველიანი მოიგებს," - განაცხადა აბაშიძემ.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების" ყოფილმა წევრმა კახა ოქრიაშვილმა და ენმ-ს ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ ურთიერთთანამაშრომლობის მემორანდუმს ხელი 4 სექტემბერს მოაწერეს.

თავად ოქრიაშვილმა კი ღონისძიებაზე აღნიშნულ ფაქტზე საუბრისას განაცხადა, რომ ყოველთვის დამოუკიდებლად იქცეოდა.

„ყოველთვის ვიქცეოდი დამოუკიდებლად და აზროვნება მქონდა დამოუკიდებელი და კენჭისყრებშიც დამოუკიდებლად ვმონაწილეობდი. თუ რომელიმე პოლიტიკურ გუნდთან ერთად მაკავშირებდა რამე ურთიერთობამ, ამას დავარქმევდი მოკავშირეების ურთიერთობას და არა წევრობას, მე ორი დღეა გავხდი პარტიული და წარმოვადგენ პარტია „პროგრესს" - განაცხადა ოქრიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნების" მოქმედმა მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა და ბიზნესმენმა ძმებმა - ცეზარ და ლაშა ჩოჩელებმა ახალი პოლიტიკური პარტია „პროგრესი და თავისუფლება" შექმნეს.

2008-2012 წლის მოწვევის პარლამენტში იგი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი იყო. 2012 წელს ოქრიაშვილი ამავე მაჟორიტარული ოლქიდან პარლამენტში კვლავ ნაციონალური მოძრაობის სახელით მოხვდა. თუმცა, მან არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვების შემდეგ, პარტია მალვე დატოვა და საკანონმდებლო ორგანოში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით დარჩა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ია   (04.09.2020)
ერს რომელთაც სძულთ ერთმანეთი.ასე შევაფასებ დღევანდელ რეალობას.

1234   (04.09.2020)
ვის რაში აინტერესებს ეს წამლის ბარიგა რომელი პარტიის მეშვეობით იჯდება პარლამენტში თავისი ბისნესების "დასაკრიშად". სჯობს იმაზე დაწეროთ რა პრობლემებია ქვეყანაში და ეს "პარტიები" როგორ აპირებენ ამ პრობლემების გადაწყვეტას. ერთმა იდიოტმა უკვე დაახეთქა რომ ცენტრალური უსაფრთხოების ორგანო აღარ გვინდა არჩეული შერიფები გვიშველიანო. ესეიგი საბურთალო თუ მაკოს აირჩევს და ახალქალაქი ნერსესას შერიფებად ამ რაონების კრიმალური სიტუაცია უცებ მოგვარდება. აღარც სეპარიტზმი იქნება, აღარც ტერორისტული საფრთხე, აღარც ჯგუფური მკვლელობები, და აღარც 600 ადამიანი დაიღუპება ავარიებში და ათასობით დასახიჩრდება. ამ ჯეელს და სხვებს სჯობს ის შეეკითხოთ წამლების გაიაფებას როგორ აპირებს რომ თურქეთის დონეზე მაინც დაჯდეს? თუ პარლამანეტში იმიტომ ზის რომ 500-800% მოგების მარჟა შეინარჩუნოს და ყველაზე დაუცველი ფენის (პენსიონერების და ქრონიკული ავადმყოფების) ყვლეფა განაგრძოს?


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×