ია აბულაშვილი
23.08.2020

„ნათელაშვილის ოფისში არ შეთანხმდენენ ყველანი, მათ შორის „ნაციონალური მოძრობა“, რომ არ დააყენებდნენ თავის კანდიდატს?! ახლა თუ მიიღებენ ასეთ გადაწყვტილებას, მიიღონ, მათი საქმეა. ვინ იქნება? ხატია დეკანოიძეს ამბობენ“, - ასე ეხმაურება „კანონი და სამართლის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი ისანის მაჟორიტარულ ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მაჟორიტარობის კანდიდატის შესაძლო დაყენებას.

ისანის მაჟორტარულ ოლქში, სადაც კენჭს იყრის გიორგი ვაშაძე, „გაერთიანებულმა ოპოზიციამ“ მიიღო გადაწყვეტილება საერთო კანდიდატთან დაკავშირებით. მაგრამ ახლა აცხადებენ, რომ „სტარტეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ოპოზიციის ერთობა დაარღვია, ამიტომ საერთო კანდიდატთან დაკავშირებთი შეთანხმება ძალას კარგავს.

„ჯერ-ჯერობით ისანთან დაკავშირებით პარტიის პოზიცია ოფიციალცრად გაცხადებული არ არის. თუ პარტია გადაწყვეტს ისნის ოლქში მაჟორიტარი კანდიდატის წარადგენას, არიან ლიდერები, რომლებიც ღირსეულად წარმოადგენენ „ნაციონალურ მოძრობას“, - აცხადებენ „ნაციონალურ მოძრაობაში“.

„არ ვიცი ვის დააყენებს ისანში „ნაციონალური მოძრაობა“. ამბობენ ხატია დეკანონიძეს. არც ის ვიცი, შესთავაზა თუ არა მისი კანდიდატურა პარტიას მიხეილ სააკაშვილმა. ფაქტია, რომ შეთანხმება დაირღვა. არადა ნათელაშვილის ოფისში ყველა შეთანხმდა, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობა“, რომ ერთიანი კანდიდატი ეყოლებოდათ. 

„რატომ არის ასეთი გაღიზიანება ვაშაძის მიმართ, არ ვიცი. ისე, ვთავაზობ, თუ უნდათ საბურთალოზეც დააყენონ თავისი კანდიდატურა, სადაც მე ვიყრი კენჭს.

„რაც ხდება, სწორი პრაგმატული გადაწყვტილება არ არის. პოლარიზაცია ვისაც აწყობს, ბიძინა ივანიშვილია. ამიტომ მოიმარჯვონ კომპასი და კალკულატური; კომპასი მიმართონ შუშის სასახლისკენ, კალკულატორით კი დათვალონ, ვინ აცხადებდა, რომ სააკაშვილი არ უნდა იყოს ქართულ პოლიტიკაში: ოქრუაშვილი, ბაქრაძე, ბურჯანაძე, ელისაშვილი, ხაზარაძე, ინაშვილი...“ - განაცხადა „რეზონანსთან“ თაკო ჩარკვიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×