მარიამ ნებულიშვილი
03.08.2020

ოპოზიციური ერთობა დაიშალა, მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობა" და „ევროპული საქართველო" საერთო კანდიდატებზე ვერ შეთანხმდნენ, პოლიტიკურმა პარტიებმა მაჟორიტარულ ოლექბში საკუთარი კანდიდატების დაყენება გადაწყვიტეს. „ნაციონალურმა მოძრაობამ" გაერთიანების დასაშლელად ეშმაკურ ნაბიჯს მიმართა. მათ შეუსრულებელი და მიუღწეველი მიზნები დაუსახეს ოპოზიციას", - ასე ეხმიანება, ამ საკითხს პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას.

მისი თქმით, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ახლა მიმდინარე პროცესი ჯანსაღია, თუმცა პოლიტიკური კრიზისი დიდხანს შენარჩუნდება.

„ნაციონალურმა მოძრაობამ" გაერთიანების დასაშლელად ეშმაკურ ნაბიჯს მიმართა. მათ შეუსრულებელი და მიუღწეველი მიზნები დაუსახეს ოპოზიციას. თქვეს, მოდი გავერთიანდეთ ყველა და რაკიღა ყველა ვერ ვერთიანდებით ამიტომ, ვიყოთ ცალ-ცალკეო. თითქოს, ამომრჩეველს დაამახსოვრებინა, რომ ისინი იყვნენ ერთობის მომხრე, არადა არანაირი ერთობა „ნაციონალებს" არ სურდათ.

„საერთოდ, რაც დღეს ხდება ქართულ პოლიტიკურ სივრცეში უფრო ნორმალურია ვიდრე არანორმალური. უფრო დემოკრატიისკენ, მრავალფეროვნებისკენ, პლურალიზმისკენ გადაგმული ნაბიჯია, ვიდრე რაღაც კრახი და საშინელება. ყველაფერი კარგადაა, უბრალოდ კრიზისი გაგრძელდება დიდხანს, ოთხი წელი მაინც. ესაა პრობლემა ჩვენი", - თქვა ზაქარეიშვილმა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა", ცდილობდა ხალხისთვის ერთიანობის სიმბოლო გამხდარიყო, თუმცა მიზნად დამოუკიდებელი კამპანიის ჩატარება ჰქონდა, რაც სააკაშვილის გუშინდელი განცხადებიდანაც გამოჩნდა.

„სააკაშვილი საერთოდ ამოვარდნილია რეალობიდან და არ იცის რა ხდება საქართველოში. რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობის" ავტორიტეტი მოჰყვება საზოგადოებას, ვისაც მოსწონს ეს გუნდი და ბუნებრივია, რომ სააკაშვილის გვარი ხალხის ამ კეტეგორიისთვის მუშაობს, ამიტომ, სააკაშვილის მხრიდან „ნაციონალურ მოძრაობაზე" აპელაცია სწორია, უბრალოდ მას თუ ჰგონია ამით მთელ საქართველოს დაიპყრობს, ძალიან ცდება. ძალიან პატარა სეგმენტია ეს.

„სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის" გადარჩენაზე ფიქრობს, ეს იქიდანაც ჩანს, რომ ისინი უარს ამბობენ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთიანობაზე, რომ რაც შეიძლება მეტი საკუთარი კანდიდატი გაიყვანონ. ესეც სწორი გადაწყვეტილებაა მათი ინტერესებიდან გამომდინარე.

"დღევანდელი მონაცემებით „ქართული ოცნება" საკმაოდ არაპოპულარულია, როგორც სხვები, ამიტომ კონკურენცია ძლიერდება, ყველა თანაბარია. რა თქმა უნდა, „ოცნებას" სხვებთან შედარებით მაღალი შანსი აქვს, მაგრამ არა იმდენი, რაც გასულ წლებში ჰქონდა. ამ ფონზე „ნაციონალურ მოძრაობასაც" გარკვეული შანსი უჩნდება, რომ თანაბარ პირობებში იყოს და რატომ უნდა გაუნაწილოს ეს სხვა წვრილფეხა პარტიებს, გაუგებარია.

„სააკაშვილს ერთი მხრივ უნდა, რომ იყოს ერთობის სიმბოლო, მაგრამ მეორე მხრივ არ უნდა ეს ერთობა, იმიტომ, რომ ადგილებს კარგავს. მას უნდა საქართველოში შექმნას განცდა, რომ ერთობის პარტიაა, მაგრამ არაფერს არ აკეთებს ამ ერთობისთვის. უკვე ჩავარდა ერთობის პროექტი, გამოდიან მისგან ხალხი. სააკაშვილს ერთობა არ გამოუვა, მაგრამ ილაპარაკებს ბევრს, რომ ჩვენი ბრალი არაა, ჩვენ გვინდოდა ერთობაო", - გვითხრა მან.

რაც შეეხება „ევროპული საქართველოს" მიერ დასახელებულ მაჟორიტარებობის კანდიდატებს, ზაქარეიშვილი აიას დადებითად აფასებს და არ გამორიცხავს კიდეც რამდენიმე მათგანის გამარჯვებას.

„მე მგონი „ევროპულმა საქართველომ" საინტერესო სია წარმოადგინა, რა თქმა უნდა, ყველა პოზიციაზე ვერ მიაღწევენ წარმატებას, მაგრამ 4-5 ისეთი სერიოზული ადგილი აქვთ, სადაც შეუძლიათ მეორე ტურშიც გავიდნენ და გაიმარჯვონ კიდევაც.

"მაგალითად, მარნეულში იმანყულიევს საკმაოდ ავტორიტეტი აქვს, იგივე გიგი წერეთელს ძალიან მაღალი შანსები აქვს, აკაკი ბობოხიძეს ასევე კარგი შანსი აქვს სამტრედიაში და ხონში. უგულავაც, რომელის დეპუტატობისასაც დაიწყო თავის დროზე ზუგდიდში ვითარების გამოსწორება, მაღალ შედეგს აირებს.

"ყოჩაღ ბოკერიას, რომ მიდის მაჟორიტარად, მაგრამ შანსები არ აქვს. ბოკერიას იმდენად დაბალი პირადი რეიტინგი აქვს, შეიძლება ვერ გაიმარჯვოს, მააგრამ პირადი რეიტინგი გამოასწოროს. მგონია, რომ ვინც ჩამოვთვალე, ყველას საკმაოდ მაღალი შანსი აქვთ, დანარჩენები უბრალოდ სიას „გაქაჩავენ" თავიანთ ოლქებში", - ამბობს ზაქარეიშვილი.

როგორც პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" ამბობს, თბილისში მიღწეულ შეთანხმებას დიდი ალბათობით პარტიები არ დააღვევენ. თუმცა, დარჩენილ 2 ოლქში კონკურენცია ექნებათ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×