სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    აკაკი გვიმრაძე
    22.05.2019

     როდესაც ქვეყანაში მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, პირველ რიგში რა თქმა უნდა არა მხოლოდ საკვებით მათი უზრუნველყოფის საკითხი დგება, არამედ ყველაზე მთავარით - სასმელი წყლით. თუმცა, ამავე დროს ასევე არ უნდა დაივიწყო იმ მილიარდობით მოსახლეობაზე, რომელიც შენი სახელმწიფოს საზღვრებს გარეთ ცხოვრობს.

    "1990-იან წლებში მეგობარ ეკოლოგებთან ერთად მრავალი ათასი კილომეტრი გადავლახეთ, რათა ექსპედიცია მოგვეწყო არალის ტბასთან (ყაზახეთი, ცენტრალური აზია). ნანახმა განგვაცვიფრა - იქ, სადაც ოდესღაც სიცოცხლე იყო და წყალი იდგა, დარჩა მხოლოდ შიშველი უდაბნო, ხოლო მის ზედაპირზე მარილი. „ასე გამოიყურება სიკვდილი" - მითხრა მეგობარმა. სხვათა შორის მრავალი წლის შემდეგ, სულ ახლახანს, ჩემი მეგობარი კვლავ იმყოფებოდა იმავე ადგილას და საკმაოდ დამაიმედებელი ფოტოები ჩამოიტანა, თუმცა, იმ დროს ეს ეკოლოგიური კატასტროფის ზონა იყო.

    ამ სამწუხარო ისტორიას არ გავიხსენებდი, რომ მსგავს რამეს არ შევხვედროდი უკვე ჩვენს დროში. მსგავსი პრობლემა შეიძლება განმეორდეს ევრაზიის კონტინენტის რამდენიმე ქვეყანაში, რაც ჩინეთის მიერ წყლის რესურსებთან გატარებულ პოლიტიკას უკავშირდება, რომელიც მთელი პლანეტის წყლის მარაგების დაახლოებით 30% მოიხმარს (რაც ბოლო კვლევებით უკვე საკმარისი აღარ არის), რის გამოც ცენტრალური და სამხრეთ აზიის რამდენიმე ქვეყანას პრობლემა ექმნება."

    ექსპერტთა აზრით, მზარდ ეკოლოგიურ კატასტროფას რეგიონში ხელს უწყობს ჩინეთის არაეფექტური საირიგაციო სისტემები, აგრეთვე წარმოების სწრაფი ზრდა და სავარგული მოედნების არაკონტროლირებადი გაფართოება. მაგალითისათვის, უკვე დღეს სატელიტიდან მიღებულ გამოსახულებაზე ძნელად დასანახია მდინარე ბრახმაპუტრას განშტოებები, ასევე ცენტრალური აზიის ისეთი საწყლოსნო რესურსები, როგორიცაა მდინარეები: ილი და ირტიში. აღსანიშნავია, რომ საუკუნის დასაწყისში ჩატარებული კვლევების შედეგად პროგნოზირებულია, რომ ილიში წყლის რაოდენობა უახლოეს 30 წელიწადში 40 პროცენტით შემცირდება, ხოლო მდინარე ირტიშში უკვე სადღეისოდ წყლის დონე ნორმაზე 43%-ით ნაკლებია.

    უახლოეს მომავალში რეგიონის უმსხვილეს წყალსაცავებს, ტბებს - ბალხაშს და ზაისანს, სადაც ხსენებული წყლის არტერიები ჩაედინება, არალის ტრაგიკული ბედი ელის. ასევე შეშფოთების საბაბია რუსეთის აღმოსავლეთში არსებული საწყლოსნო სიტუაცია, სადაც ჩინეთის ჰიდროტექნოლოგიური მოღვაწეობის შედეგად საწყლოსნო მასების მხოლოდ მცირე ნაწილი აღწევს, რის შედეგადაც რიგ რაიონებში გაუდაბნოების პროცესია დაწყებული, შეწყვეტილია თევზჭერა.

    სიტუაციას ართულებს ისიც, რომ იმ წყლის ნაწილი, რომელიც მაინც აღწევს ჩინეთის მეზობელ ქვეყნებში, დაბინძურებულია და შეიცავს ნავთობისა და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ნარჩენებს.

    ერთ-ერთ სტატიაში, ციმბირის უნივერსიტეტის პროფესორი აღნიშნავს: „მდინარე ირტიშის ნაკადების შემცირებამ უკვე შექმნა პრობლემა რამდენიმე რეგიონში, ხოლო მისი დაბინძურების ხარისხი პრობლემას უქმნის მდინარე ობის ჰიდრორესურსებით შევსებას. მას შემდეგ, რაც ჩინეთმა მდინარე ამურზე რამდენიმე ჰიდროელექტროსადგური ააშენა და ამ მდინარის მნიშვნელოვანი ნაკადები საკუთარი საჭიროებისთვის გადაისროლა, ამ სასაზღვრო მდინარეს ქათამიც კი გადაივლის, ხოლო თანამედროვე წარმოება და ენერგეტიკა აგრძელებს წყლის კოლოსალური რაოდენობის მოხმარებას."

    ეს პრობლემა არაერთხელ იქნა დაყენებული უმაღლეს დონეზე საერთაშორისო მასშტაბით, თუმცა ჩინეთთან შეთანხმების მიღწევა ვერაფრით ვერ ხერხდება ამ საკითხზე. მაგალითისათვის, დღემდე ვერ ხერხდება რიგი საერთაშორისო შეთანხმებების ხელმოწერა, რომელთა შორისაც ყველაზე მნიშვნელოვანია - „კონვენცია არასახომალდო წყალნაკადების გამოყენების და ტრანსსასაზღვრო წყალნაკადებისა და საერთაშორისო ტბების შესახებ". ამ საკვანძო შეთანხმებების გარეშე ჩინეთს მოქმედებისთვის ხელფეხი გახსნილი აქვს წყლის რესურსების არარაციონალურ გამოყენებაზე.

    ვითარების ამგვარად გაგრძლების შემთხვევაში ეკოლოგიური კატასტროფის რეალობა ევრაზიის კონტინენტისათვის სულ უფრო გაიზრდება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×