სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    14.12.2017

    რა შეიძლება ითქვას ყაზახეთზე? ეს არის ახალგაზრდა, მაგრამ ამბიციური რესპუბლიკა, ერთ-ერთი იმ პოსტსაბჭოური ქვეყნებიდან, რომელიც ბოლო წლებში სულ უფრო მეტად იპყრობს ყურადღებას მსოფლიო არენაზე თავისი წარმატებებით. ორიგინალური იდეები, კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირება, რეგიონალური ინტეგრაცია, საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობაში აქტიური მონაწილეობა, ეკოლოგიის დაცვა - ეს არასრული ჩამონათვალია იმისა, რითიც გამოირჩევა ყაზახეთი და რითიც მოიპოვა დიდი აღიარება.

    ალბათ უნდა დავიწყოთ ატომური განიარაღების პოლიტიკით, რომელიც რესპუბლიკამ ჯერ კიდევ თავისი შექმნის პირველივე წლებში გამოაცხადა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქვეყანას მემკვიდრეობით დარჩა მსოფლიოში რაოდენობით მე-4 ატომური შეიარაღება. თუმცა, მაშინ პრეზიდენტმა ნურსულტან ნაზარბაევმა გადადგა განსაკუთრებული ნაბიჯი - დახურა ყაზახეთის ტერიტორიაზე არსებული ატომური პოლიგონი სემიპალატინსკში. შემდგომ რესპუბლიკამ ხელი მოაწერა ლისაბონის პროტოკოლს, შემცირდა შეიარაღება, მოგვიანებით კი ყაზახეთი შეუერთდა ხელშეკრულებას ატომური იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ.

    უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი არატრივიალური ნაბიჯები ამ სახელმწიფომ თავისი დამოუკიდებლობის წლების განმავლობაში არაერთი გადადგა. მაგალითად შეიძლება დავასახელოთ დედაქალაქის გადატანა სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ და ეს პროცესი დაიწყო მაშინ, როდესაც რესპუბლიკა ჯერ კიდევ კრიზისში იმყოფებოდა. ახლა, ახალი დედაქალაქი ასტანა ულტრათანამედროვე ქალაქია განვითარებული ინფრასტრუქტურითა და ორიგინალური არქიტექტურული დიზაინით. ამაში თავად დარწმუნდა იმ ექსპო-2017-ის მილიონობით დამთვარიელებელი, რომელიც ქალაქში გასული წლის ზაფხულში გაიმართა. თუმცა წინ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს.

    პოსტსაბჭოურ არეალზე ყაზახეთი ცნობილია, როგორც ინტეგრაციული პროცესების ინიციატორი და მამოძრავებელი. 90-იანი წლების ბოლოდან მოქნილად იყენებდა რა თავის გეოპოლიტიკურ მდებარეობას, ქვეყანა თანმიმდევრულად გამოდიოდა მჭიდრო ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო სახელმწიფოთაშორისი კავშირების შესაქმნელად. ყაზახეთმა აქტიური მონაწილეობა მიიღო კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციისა და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის შექმნაში. არანაკლებ 10 წელი გახდა საჭირო საიმისოდ, რომ პოსტსაბჭიური ქვეყნების ნაწილი გაერთიანებულიყო ერთიან ეკონომიკურ სივრცეში, თავიდან საბაჟო სფეროში - საბაჟო კავშირი, შემდეგ კი სავაჭროშიც - ევრაზიის ეკონომიკური კავშირი. ზედმეტია იმის აღნიშვნა, რომ მასშტაბური როლი ამ გაერთიანებაში ყაზახეთმაც შეიტანა.

    ქვეყნის აქტიურობა და მისი მნიშვნელოვანი როლი მსოფლიო პოლიტიკაში აღნიშნულ და შეფასებულ იქნა. რესპუბლიკის ავტორიტეტის აღიარებად შეიძლება ჩაითვალოს ყაზახეთის თავმჯდომარეობა უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში ევროპაში 2010 წელს. ოდნავ მოგვიანებით სწორედ ყაზახეთი ჩაუდგა სათავეში ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციას და სწორედ ასტანაში შეიცვალა თავისი დასახელება და ფორმატი ისლამური კონფერენციის ორგანიზაციამ.

    წლიდან წლამდე თანდათანობით ასტანა სულ უფრო ხშირად ხდებოდა სხვადასხვა დონის მრავალრიცხოვანი საერთაშორისო ფორუმების ჩატარების ადგილი. ბიზნესმენები და ფინანსისტები, ინვესტორები და მსოფლიოსა და ტრადიციული რელიგიების ლიდერები, პრემიერ-მინისტრები და სახელმწიფო მეთაურები... ნეიტრალური, მრავალვექტორიან პოლიტიკაზე ორიენტირებული ყაზახეთი ოპტიმალური ადგილი გახდა შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის, ხელშეკრულებების დადებისა და დეკლარაციებზე ხელმოწერისთვის.

    სავსებით ლოგიკურია, რომ ასეთი მიდგომების გამო მკაცრმა ჟიურიმ მიანიჭა უფლება, ასტანას ემასპინძლა საერთაშორისო სპეციალიზირებული გამოფენა ექსპო-2017-ისთვის, რომელიც მიეძღვნა ალტერნატული ენერგეტიკის განვითარებას. ყაზახეთმა ბრწყინვალედ გაართვა თავი დასახულ ამოცანას. გამოფენაში მონაწილეობა მიიღო ასზე მეტმა ქვეყანამ და ათეულზე მეტმა საერთაშორისო ორგანიზაციამ. გამოფენაზე თავი მოიყარა საუკეთესო ეკოლოგიურ-ტექნოლოგიურმა გამოგონებებმა, ყაზახეთის დედაქალაქს რამდენიმე მილიონი ადამიანი ესტუმრა. დადებულ იქნა მრავალმილიონიანი კონტრაქტები. შეუძლებელი იყო უკეთესი შესაძლებლობის მოფიქრება, რათა ყაზახეთს საკუთარი თავი წარმოეჩინა, როგორც ეკონომიკურად სტაბილური და კეთილდღეობაში მცხოვრები ქვეყანა.

    უნდა აღინიშნოს, რომ მიღწეულზე არ შეჩერდა. გარეგნული ნეიტრალიტეტისა და მშვიდობისმოყვარეობის მიუხედავად, ქვეყანამ სახელი გაითქვა მსოფლიო არენაზე როგორც შეურიგებელმა მებრძოლმა თანამედროვე გამოწვევების მიმართ. მათ შორის "21-ე საუკუნის სოციალური ჭირის" - საერთაშორისო ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ. გაერო-ს 70-ე საიუბილეო სესიაზე გამოსვლისას სწორედ ყაზახეთის ლიდერმა ნურსულტან ნაზარბაევმა წამოაყენა იდეა, გაერო-ს ეგიდით შექმნილიყო საერთო მსოფლიო ქსელი ამ რადიკალური მოვლენების წინააღმდეგ მოქმედებისთვის.

    თუმცა, მაშინ, ამას გარდა, ყაზახეთის მხრიდან წამოყენებულ იქნა მრავალი მსოფლიოს მასშტაბის ინიციატივა. წინადადებები ეხებოდა ზენაციონალურ ვალუტას, გაერო-ს შტაბბინის აზიის კონტინენტზე გადატანას, მის რეფორმირებას და ასე შემდეგ. ინიციატივების სითამამე და პოზიციის სიმტკიცე შეფასებულ იქნა. რაგასაკვირია, რომ 2 წლის შემდეგ 2017 წელს ყაზახეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრი გახდა, აგრეთვე მასში სათავეში ჩაუდგა რამდენიმე კომიტეტს, კონკრეტულად კი სანქცირების კომიტეტს 1267 "ალ-ქაიდასა" და "დაიშის" მიმართებაში, რომელიც ახორციელებს უშიშროების საბჭოს მიერ შემოღებული სანქციების მოქმედების კონტროლს აღნიშნული საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც დაკავშირებული არიან ტერორისტულ საქმიანობასთან.

    მიმდინარე წელი კი ყაზახეთისთვის განსაკუთრებით ნიშანდობლივი გახდა, რამეთუ ასტანაში შეიქმნა სპეციალური მოლაპარაკებათა მოედანი სირიის საკითხზე. ახლა ის წარმატებით მოქმედებს ჟენევაში შექმნილი ანალოგის პარალელურად. უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ყაზახეთის დედაქალაქში იქნა მიღწეული შეთანხმება სირიის მთელ რიგ რეგიონებში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ახლა, როგორც ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გვაცნობებს, ასტანაში მიმდინარეობს მზადება მოლაპარაკებათა ახალი რაუნდისათვის. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა მხარეებს შორის ნდობის განმტკიცებისთვის, რისი შედეგიც კონფლიქტის ეტაპობრივი დეესკალაცია უნდა გახდეს.

    რეზიუმესათვის უნდა აღინიშნოს, რომ, საკმაოდ მოკრძალებული სასტარტო პოზიციების მიუხედავად, ყაზახეთმა სარეკორდო ვადაში (მეოთხედ საუკუნზე ოდნავ მეტი) მოახერხა იმ გზის გავლა, რაზეც ზოგიერთი ქვეყანა ასწლეულებს ხარჯავს. რა არის ასეთი წარმატების საიდუმლო?

    - ჩვენს ქვეყანას არ აქვს პრეტენზია ზესახელმწიფოს სტატუსზე, როგორც აშშ-ს ან რუსეთს, - განაცხადა ყაზახეთის ლიდერმა ნურსულტან ნაზარბაევმა თავის ერთ-ერთ გამოსვლაში, - მაგრამ ჩვენ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ზეგავლენას ვახდენთ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე, ვიღებთ საკუთარ თავზე შუამავლის როლს კონფლიქტურ სიტუაციებში, რათა შევარიგოთ მხარეები, და ვაყენებთ რეგიონალური ინტეგრაციის ინიციატივებს, რომლებიც გვაძლევენ საშუალებას, შევინარჩუნოთ მშვიდობა და გავაგრძელოთ მშვიდად განვითარება.

    ალბათ, სწორედ ეს არის ყაზახეთის პოლიტიკის ყველაზე ნათელი და ყოვლისმომცველი განსაზღვრება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter