სალომე აბულაძე
13.12.2013

 საკანონმდებლო ორგანოში თვითმმართველობის კოდექსის ბოლო საკომიტეტო განხილვა მოეწყო. განხილვაში არ მონაწილეობდნენ უმცირესობის წარმომადგენლები. ისინი კოდექსის შემუშავებულ ვარიანტს აკრიტიკებენ.

მაია აბაიაძე
12.12.2013

 გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" იურისტმა ეკა ბოკუჩავამ, განცხადა, რომ შს სამინისტრო მობილური ოპერატორებისთვის ფარული მიყურადების მართვის პულტის გადაცემას ეწინააღმდეგება.

სალომე აბულაძე
11.12.2013

 ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში ბოლო დროს პერმანენტულად უფასურდება. მიუხედავად ამისა, მთავრობაში კურსის ცვლილებაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავენ. ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ეროვნული ვალუტის გაუფასურობას სეზონურობას უკავშირებს, მოსახლეობა კი, ვისაც გარკვეული ფინანსური ვალდებულებები დოლარში აქვს აღებული, ლარის გაუფასურებას უარყოფითად ხვდება და შიშობს, რომ თუ ვარდნა მომავალშიც გაგრძელდა, ეს მათ სოციალურ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს.

ანი ფაცია
10.12.2013

 მთავრობის კანცელარიის რეგიონებთან და თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის ირაკლი მელაშვილის განცხადებით, თვითმმართველობის რეფორმა აუცილებელია, რადგან სისტემა სუპერცენტრალიზებულია.

ანი ფაცია
09.12.2013

 ქვეყნის მასშტაბით არსებულ საპყრობილეებში საერთო ჯამში 146 პატიმარი შიმშილობს და მათი მთავარი მოთხოვნა საქმეების გადახედვა და კანონმდებლობიდან 223-ე პრიმა მუხლის ამოღებაა.

ანი ფაცია
06.12.2013

   საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა რამდენიმე დღის წინ თვითმმართველობის კანონთან დაკავშირებიღ განცხადება გააკეთა: "თუ თვითმმართველოსბის კანონი განხორციელდა, ეს ქვეყნის დაშლას განაპირობებს.""ჩვენი პარლამენტი და ხელისუფლება დღეს განიხილავს და მსჯელობს თვითმმართველობის საკითხზე. ეს მეტად რთული საკითხია. თუ განხორციელდა, ჩვენ მივალთ საქართველოს დაშლისკენ.

თიკო ოსმანოვა
06.12.2013

 საქართველოს პრეზიდენტს ხელფასი ეზრდება. ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განმარტებით, გიორგი მარგველაშვილის შრომის ერთადერთი ანაზღაურება, წინამორბედისგან განსხვავებით, ხელფასია.

სალომე აბულაძე
05.12.2013

 კათოლიკოს-პატრიარქმა სვეტიცხოველში ქადაგებისას თვითმმართველობის კოდექსზე თქვა, რომ ამ კანონის განხორციელება საქართველოს დაშლას გამოიწვევს. "ჩვენ ამას არასდროს შევეგუებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს არ შესრულდეს. საქართველო იყო და იქნება ერთიანი ერი და ერთიანი ქვეყანა."

ანი ფაცია
04.12.2013

 "საერთაშორისო გამჭვირვალობის" 2013 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველო 177 ქვეყანას შორის 55-ე ადგილს იკავებს. საქართველოს მაჩვენებელი, გასულ წელთან შედარებით, ოთხი პუნქტით გაუარესდა.   კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2013 წელს დანიაში, ახალ ზელანდიაში, ფინეთსა და შვედეთში დაფიქსირდა. რეიტინგის ბოლოში არიან სომალი, ჩრდილოეთ კორეა, ავღანეთი და სუდანი.

თიკო ოსმანოვა
03.12.2013

 უკრაინაში საპროტესტო აქციები გრძელდება. ევროინტეგრაციის მომხრეებმა გუშინ "მაიდანიდან" მთავრობის სახლისკენ გადაინაცვლეს. "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, მომიტინგეებმა შენობის შესასვლელის ბლოკირება მოახდინეს.

თიკო ოსმანოვა
02.12.2013

 თბილისის მერის პოსტზე ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით ნარმანიას კანდიდატურის დასახელებას საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ნაწილმა მისი კანდიდატურა არათბილისელობის და მეგრული კილოს გამო დაიწუნა, ნაწილი კი, პირიქით, მიესალმება მის კანდიდატურას.

სალომე აბულაძე
30.11.2013

 მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომიისიის შექმნა გაურკვეველი ვადით გადაიდო. მიზეზად კი ქვეყანაში არსებული ფინასნსური და ეკონომიკური მდგომარეობა დასახელდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უფლებადამცველების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×