სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თიკო ოსმანოვა
    03.12.2013

     უკრაინაში საპროტესტო აქციები გრძელდება. ევროინტეგრაციის მომხრეებმა გუშინ "მაიდანიდან" მთავრობის სახლისკენ გადაინაცვლეს. "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, მომიტინგეებმა შენობის შესასვლელის ბლოკირება მოახდინეს.

    თიკო ოსმანოვა
    02.12.2013

     თბილისის მერის პოსტზე ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით ნარმანიას კანდიდატურის დასახელებას საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ნაწილმა მისი კანდიდატურა არათბილისელობის და მეგრული კილოს გამო დაიწუნა, ნაწილი კი, პირიქით, მიესალმება მის კანდიდატურას.

    სალომე აბულაძე
    30.11.2013

     მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომიისიის შექმნა გაურკვეველი ვადით გადაიდო. მიზეზად კი ქვეყანაში არსებული ფინასნსური და ეკონომიკური მდგომარეობა დასახელდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უფლებადამცველების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა.

    თიკო ოსმანოვა
    29.11.2013

     ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებას ხელი ოფიციალურად დღეს მოეწერება. "ამიერიდან საქართველოს ევროპული ინტეგრაცია შეუქცევად ხასიათს იძენს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ძალიან მალე ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გავხდებით," - განაცხადა საგარეო საქმეთა მინიტრის მოადგილემ დავით ზალკანიანმა. საპრალამენტო უმრავლესობს წევრ თინა ხიდაშელს კი ხელშეკრულების პარაფირებიდან ხელმოწერამდე არსებული ერთი წელი აშფოთებს.

    სალომე აბულაძე
    28.11.2013

     საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით პარლამენტის განცხადების ტექსტზე ვერ თანხმდებიან. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, მათ ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით განცხადების ორი სხვადასხვა პროექტი მოამზადეს.

    მაია აბაიაძე
    27.11.2013

     პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ პატიმართა შეწყალების კომისიის ახალი შემადგენლობა წარმოადგინა. მას ჟურნალისტი ალეკო ელისაშვილი უხელმძღვანელებს. კომისიაში ასევე შევლენ: თინა ხიდაშელი, უჩა ნანუაშვილი, ლია მუხაშავრია, ბასა ჯანიკაშვილი, ეკა გიგაური, გივი შაჰნაზარი, კოტე ჯანდიერი, ზვიად ქორიძე, თეა გოგოტიშვილი და მიტროპოლიტი თეოდორე.

    ანი ფაცია
    26.11.2013

     საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ალექსანდრე ჭიკაიძეს ახალი მოადგილეები ეყოლება. "ალექსი ბატიაშვილი თავდაცვის სამინისტროში გადავიდა. მის ადგილზე კი დაინიშნება დავით ხუციშვილი, რომელიც იყო საკადრო და შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ჩემს პირველ მოადგილედ გადადის გიორგი ზედელაშვილი, რომელსაც ეკავა სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს უფროსის თანამდებობა", - განუცხადა ჟურნალისტებს ალექსანდრე ჭიკაიძემ.

    თიკო ოსმანოვა
    25.11.2013

     შაბათს ვარდების რევოლუციიდან 10 წელი შესრულდა. შეგახსენებთ, რომ 2003 წელს ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო და 23 ნოემბერს მისი გადადგომით დასრულდა.

    ანი ფაცია
    23.11.2013

     თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის აზრით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე უკრაინის უარმა საქართველოს შესაძლოა, პოზიტიური ნიშნებიც მოუტანოს. როგორც სესიაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, უკრაინის გადაწყვეტილება საქართველოზე გავლენას ნამდვილად მოახდენს.

    თიკო ოსმანოვა
    22.11.2013

     აწ უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით განმარტებას კიდევ ერთხელ აკეთებს. ამბობს, რომ იგი არც პასუხისმგებლობას გაექცა და არც კულისებიდან აპირებს ქვეყნის მართვას. მისი თქმით, უნდა დავიჯეროთ, რომ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ჭარბი სიმდიდრე და ჭარბი ძალაუფლება, მაგრამ გული და გონება მაინც სხვაგან მიუწევდეს, რადგან მისთვის კიდევ უფრო მაღალი ღირებულება არსებობს და ეს არის თავისუფალი სამშობლოს თავისუფალი მოქალაქეობა.

    თიკო ოსმანოვა
    21.11.2013

     ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილმა ოფიციალურად შეცვალ. 24 ნოემბრიდან კი ივანიშვილი საბოლოოდ დატოვებს პოლიტიკას და როგორც წინასწარ დააანონსა, საქმიანობას სამოქალაქო სექტორში გააგრძელებს.

    ანი ფაცია
    20.11.2013

     პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა 18 ნოემბერს მთავრობის ძველი შემადგენლობა წარადგინა ერთადერთი ცვლილებით - შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ალექსანდრე ჭიკაიძე დაასახელა.   ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ყველა ის მინისტრი, რომელიც ივანიშვილის მთავრობაში პოსტს იკავებდა, მის მთავრობაშიც შეინარჩუნებს თანამდებობას.


    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×