სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    სალომე სარიშვილი
    09.02.2015

     მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ლარის რყევასთან დაკავშირებით საჯარო განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მთავრობა შექმნილ მდგომარეობას საგანგაშოდ არ აფასებს, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს. ეროვნული ბანკის დადგენილი კურსის თანამხად, 1 დოლარის შეძენა 2.0307 ლარადაა შესაძლებელი, მაშინ როცა ქადაგიძის განცხადების შემდეგ, ერთი კვირის წინ კურსი 1.9977 იყო.

    თეა ბეჟიტაშვილი
    07.02.2015

     პარლამენტმა მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო. შესაძლოა, გაზაფხულიდან აღნიშნულ კანონში შეტანილი ცვლილებებით სატელევიზიო რეკლამის განთავსებაზე ახალი რეგულაციები დაწესდეს.

    ლიკა ამირაშვილი
    06.02.2015

     არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფალი თაობა" "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრების იმ შვილების სიას აქვეყნებს, რომლებიც ძვირადრირებულ უნივერსიტეტებში სწავლობენ. მატი განცხადებით, ყოფილი ხელისუფლების წევრების შვილების განათლებაზე კოლოსალური თანხები იხარჯება, ხოლო ქართველ ჯარისკაცებს უკრაინაში ომში წასვლისკენ მოუწოდებენ და ეს მაშინ, როდესაც მათ შვილებს ქართულ ჯარში სავალდებულო სამხედრო სამსახურიც არ აქვს განვლილი.

    ელზა პაპოშვილი
    05.02.2015

     თბილისის ცენტრალურ უბნებში ტროტუარებზე პარკირება აიკრძალება. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა პაატა ჯაჭვლიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ეს ძირითადად ვაკესა და საბურთალოს შეეხება.

    ლიკა ამირაშვილი
    04.02.2015

     თბილისში, კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული ვაზაგაშვილისა და ხუბულოვის საქმეზე დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად წარედგინათ. დაკავებულების დამცველის განცხადებით, წარდგენილ ბრალდებას მათი დაცვის ქვეშ მყოფები არ ცნობენ. "ნაციონალური მოძრაობა" პოლიციელების დაკავებაში პოლიტიკურ მოტივს ხედავს.

    ლიკა ამირაშვილი
    03.02.2015

     პროკურატურამ ე.წ. კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის საქმე გუშინ გახსნილად გამოაცხადა.

    თეა ბეჟიტაშვილი
    02.02.2015

     ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის, ალექსანდრ ვერშბოუს ინფორმაციით, ნატო-ს საწვრთნელი ცენტრის განთავსების ადგილთან დაკავშირებით ქართველ პარტნიორებთან შეთანხმებით საბოლოო გადაწყვეტილებას მომავალ თვეში მიიღებენ.

    ლიკა ამირაშვილი
    31.01.2015

     "აბაშიძე-კარასინის დიალოგის ფარგლებში შეხვედრები ახლო მომავალში დაგეგმილი არ არის," - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა. მინისტრი მიზეზად რუსეთის მიერ ოპუკირებულ ტერიტორიებზე ბოლო დრო განხორციელებულ ქმედებებს ასახელებს.

    თაკო მათეშვილი
    30.01.2015

     "ლარის კურსი საზოგადოებას არავითარ ტვირთად არ აწევს", - ეს განცხადება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა და აღნიშნა, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით კარგის გარდა არაფერი ხდება.

    თეა ბეჟიტაშვილი
    29.01.2015

     გუშინ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი პატიმრობიდან გაათავისუფლა. კვიციანის ადვოკატის განცხადებით, დაცვის მხარესა და პროკურატურას შორის საპროცესო შეთანხმება მიღწეული იყო და ისინი მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებოდნენ.

    ლიკა ამირაშვილი
    28.01.2015

     ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუ ფიქრობს, რომ საქართველოში ნატოს საწვრთნელი ცენტრის ამოქმედება 2015 წლის დასასრულამდე იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ ვერშბოუმ ბრიუსელში, "მოამბის" კორესპოდენთან ინტერვიუში განაცხადა.

    თეა ბეჟიტაშვილი
    27.01.2015

     შინაგან საქმეთა მინისტრად ვახტანგ გომელაური დაინიშნა. გომელაური საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, გუშინ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე წარადგინა.


    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×