სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თიკო ოსმანოვა
    19.07.2013

     არჩევნებამდე ასი დღით ადრე პარლამენტს გარეთ დარჩენილი ოპოზიცია საარჩევნო გარემოს გაურესაბაზე საუბრობს და არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას წინასწარ ეჭვქვეშ აყენებს.

    თიკო ოსმანოვა
    18.07.2013

     მე ვერც ერთ მიზეზს ვერ ვხედავ ვანო მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობაში ყოფნის, თუ არა პოლიტიკურს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ვანო მერაბიშვილის მონახულების შემდეგ ევროპარლამენტარმა კჟიშტოფ ლისეკმა განუცხადა.

    თიკო ოსმანოვა
    17.07.2013

     ფონდ "იავნანას" დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასა და, ზოგადად, პოლიტიკაში ჩართვაზე უარს ამბობს. ცნობილმა საოპერო მომღერალმა და საზოგადო მოღვაწემ თავისი გადაწყვეტილების მიზეზები სპეციალურ განცხადებაში განმარტა. მისი თქმით, დღეს მისი პოლიტიკაში ჩართვის აუცილებლობა არ დგას.

    თიკო ოსმანოვა
    16.07.2013

     ამერიკის ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა "ენ-დი-აიმ" საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებ გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, კოალიცია "ქართული ოცნების" მოწონების მაჩვენებელი, წინა კვლევასთან შედარებით, 60-დან 52 პროცენტამდე შემცირდა.

    ნინო ნაცვალაძე
    15.07.2013

     "სასამართლო საქართველოში მომწიფებულია დამოუკიდებლობისა და საკუთარი ფუნქციების ადეკვატურად შესრულებისთვის. იმედი მაქვს, რომ ეს პროცესები გაგრძელდება", - ეს განცხადება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ფილიპ დიმიტროვმა გააკეთა.

    ნინო ნაცვალაძე
    13.07.2013

     "ენ-დი-აიმ" მორიგი კვლევის შედეგები წარმოადგინა. ლუის ნავაროს თქმით, კრიმინალთან დაკავშირებით მოქალაქეთა მეტი რაოდენობა აცხადებს, რომ ვითარება გაუარესდა, ვიდრე გაუმჯობესდა.

    ნინო ნაცვალაძე
    12.07.2013

     "ცენტრ პოინტი ჯგუფი" დაყადაღებულია. პროკურატურამ რუსუდან კერვალიშვილს, მაია რჩეულიშვილს და ივანე ცაგურიას თაღლითობის გზით ფულის მითვისებაში დასდო ბრალი. მათ 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

    ნინო ნაცვალაძე
    11.07.2013

     საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვლადიმერ ბედუკაძის "ლამის გმირად გამოცხადებას" კატეგორიულად აპროტესტებს და მზად არის, არჩილ კბილაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს "ხელი დღესვე მოაწეროს". კბილაშვილის გადაწყვეტილებას ბედუკაძის პასუხისმგებლობისგან სრულად გათავისუფლების შესახებ არ იწონებს არც სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი. მთავარ პროკურორთან კითხვები საპარლამენტო უმრავლესობასაც აქვს. ცოტა ხნის წინ მას პრემიერმა ივანიშვილმა მოუწოდა ბედუკაძის საქმის "კრიტიკულად გადახედვისკენ". თავად კბილაშვილმა კი რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ თანამდებობიდან გადაყენებას ელოდება.

    ნინო ნაცვალაძე
    10.07.2013

     არაფხიზელ მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება და სანქციები იზრდება. "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ინიცირებული ცვლილებების პროექტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების ნასვამ მდგომარეობაში მართვის შემთხვევაში, მძღოლს 200 ლარით დაჯარიმების ნაცვლად, ერთი წლით ჩამოერთმევა მართვის უფლება. 18 წლამდე მართვის უფლების მქონე პირს კი მართვის უფლებას ორი წლით ჩამოართმევენ.

    ნინო ნაცვალაძე
    09.07.2013

     საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ ბედუკაძის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების არგუმენტებს არადამაჯერებლად მიიჩნევს და მთავარ პროკურორს გადაწყვეტილების კრიტიკულად გადახედვის თხოვნით მიმართავს. ამასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილმა სპეციალური განცხადება გაავრცელა.

    ნინო ნაცვალაძე
    08.07.2013

     პრემიერ-მინისტრის ურეკის რეზიდენციაში ბიძინა ივანიშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საპარლამენტო უმცირესობის ლიდერ დავით ბაქარაძეს შეხვდნენ.

    თიკო ოსმანოვა
    06.07.2013

     უახლოეს მომავალში, შესაძლოა, ორმაგი მოქალქეობის მქონე პირს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დაკავების შესაძლებლობა მიეცეს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ამბობს, მისთვის გაუგებარია ორმაგ მოქალაქეობასთან დაკავშირებული შეზღუდვა რატომ მოქმედებს მხოლოდ სამ უმაღლეს თანამდებობის პირთან მიმართებაში.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×