სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ანი ფაცია
    06.12.2013

       საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა რამდენიმე დღის წინ თვითმმართველობის კანონთან დაკავშირებიღ განცხადება გააკეთა: "თუ თვითმმართველოსბის კანონი განხორციელდა, ეს ქვეყნის დაშლას განაპირობებს.""ჩვენი პარლამენტი და ხელისუფლება დღეს განიხილავს და მსჯელობს თვითმმართველობის საკითხზე. ეს მეტად რთული საკითხია. თუ განხორციელდა, ჩვენ მივალთ საქართველოს დაშლისკენ.

    თიკო ოსმანოვა
    06.12.2013

     საქართველოს პრეზიდენტს ხელფასი ეზრდება. ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განმარტებით, გიორგი მარგველაშვილის შრომის ერთადერთი ანაზღაურება, წინამორბედისგან განსხვავებით, ხელფასია.

    სალომე აბულაძე
    05.12.2013

     კათოლიკოს-პატრიარქმა სვეტიცხოველში ქადაგებისას თვითმმართველობის კოდექსზე თქვა, რომ ამ კანონის განხორციელება საქართველოს დაშლას გამოიწვევს. "ჩვენ ამას არასდროს შევეგუებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს არ შესრულდეს. საქართველო იყო და იქნება ერთიანი ერი და ერთიანი ქვეყანა."

    ანი ფაცია
    04.12.2013

     "საერთაშორისო გამჭვირვალობის" 2013 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველო 177 ქვეყანას შორის 55-ე ადგილს იკავებს. საქართველოს მაჩვენებელი, გასულ წელთან შედარებით, ოთხი პუნქტით გაუარესდა.   კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2013 წელს დანიაში, ახალ ზელანდიაში, ფინეთსა და შვედეთში დაფიქსირდა. რეიტინგის ბოლოში არიან სომალი, ჩრდილოეთ კორეა, ავღანეთი და სუდანი.

    თიკო ოსმანოვა
    03.12.2013

     უკრაინაში საპროტესტო აქციები გრძელდება. ევროინტეგრაციის მომხრეებმა გუშინ "მაიდანიდან" მთავრობის სახლისკენ გადაინაცვლეს. "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, მომიტინგეებმა შენობის შესასვლელის ბლოკირება მოახდინეს.

    თიკო ოსმანოვა
    02.12.2013

     თბილისის მერის პოსტზე ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით ნარმანიას კანდიდატურის დასახელებას საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ნაწილმა მისი კანდიდატურა არათბილისელობის და მეგრული კილოს გამო დაიწუნა, ნაწილი კი, პირიქით, მიესალმება მის კანდიდატურას.

    სალომე აბულაძე
    30.11.2013

     მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომიისიის შექმნა გაურკვეველი ვადით გადაიდო. მიზეზად კი ქვეყანაში არსებული ფინასნსური და ეკონომიკური მდგომარეობა დასახელდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უფლებადამცველების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა.

    თიკო ოსმანოვა
    29.11.2013

     ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებას ხელი ოფიციალურად დღეს მოეწერება. "ამიერიდან საქართველოს ევროპული ინტეგრაცია შეუქცევად ხასიათს იძენს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ძალიან მალე ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გავხდებით," - განაცხადა საგარეო საქმეთა მინიტრის მოადგილემ დავით ზალკანიანმა. საპრალამენტო უმრავლესობს წევრ თინა ხიდაშელს კი ხელშეკრულების პარაფირებიდან ხელმოწერამდე არსებული ერთი წელი აშფოთებს.

    სალომე აბულაძე
    28.11.2013

     საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით პარლამენტის განცხადების ტექსტზე ვერ თანხმდებიან. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, მათ ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით განცხადების ორი სხვადასხვა პროექტი მოამზადეს.

    მაია აბაიაძე
    27.11.2013

     პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ პატიმართა შეწყალების კომისიის ახალი შემადგენლობა წარმოადგინა. მას ჟურნალისტი ალეკო ელისაშვილი უხელმძღვანელებს. კომისიაში ასევე შევლენ: თინა ხიდაშელი, უჩა ნანუაშვილი, ლია მუხაშავრია, ბასა ჯანიკაშვილი, ეკა გიგაური, გივი შაჰნაზარი, კოტე ჯანდიერი, ზვიად ქორიძე, თეა გოგოტიშვილი და მიტროპოლიტი თეოდორე.

    ანი ფაცია
    26.11.2013

     საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ალექსანდრე ჭიკაიძეს ახალი მოადგილეები ეყოლება. "ალექსი ბატიაშვილი თავდაცვის სამინისტროში გადავიდა. მის ადგილზე კი დაინიშნება დავით ხუციშვილი, რომელიც იყო საკადრო და შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ჩემს პირველ მოადგილედ გადადის გიორგი ზედელაშვილი, რომელსაც ეკავა სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს უფროსის თანამდებობა", - განუცხადა ჟურნალისტებს ალექსანდრე ჭიკაიძემ.

    თიკო ოსმანოვა
    25.11.2013

     შაბათს ვარდების რევოლუციიდან 10 წელი შესრულდა. შეგახსენებთ, რომ 2003 წელს ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო და 23 ნოემბერს მისი გადადგომით დასრულდა.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×