რეზონანსი
04.08.2019

 სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია ნიკა გვარამიას ზურაბ ადეიშვილთან ამ დღეებში ჩაწერილ ინტერვიუს ეხმიანება:

“ქართველო ხალხო არ მოაბრუნოთ ესენი ხელისუფლებაში, ესენი ყველა “თავის შეცდომას” (დანაშაულს) “გამოასწორებენ” და რაც დაგვაკლეს აგვინაზღაურებენ.

ახლა ამ არსების მატერიალური ასკეტიზმის მითის შესახებ. მოკლედ, ადეიშვილის ვითომ ასკეტიზმს და კორუფციულად წესიერებას მივუბრუნდეთ, 2004 წლის აპრილია თუ არ ვცდები და დსთ-ს ღონისძიებაა მოსკოვში წავიდა დელეგაცია, ბარამიძე, ოქრუაშვილი, ადეიშვილი, მე და ერთი-ორი კაცი მოადგილეების რიცხვიდან, მე მაშინ ჩემდა ჭირად დათანხმებული გენპროკურორის მოადგილე ვარ. 

მოსკოვში დაგვხვდნენ ჩემი მეგობარი და მისი ძმა (ქართველი ებრაელები), რომლებთანაც უკვე საკუთარი ურთიერთობა ჰქონდათ გაბმული ამ ლუმპენბნელიტას, სხვათა შორის სააკაშვილს ამ ჩემგან გაცნობილი ებრაელების მიერ ნაყიდი ზილის ბრენდის პალტო ეცვა ინაუგურაციაზე. ჰოდა, ადეიშვილს მოჰკიდეს ხელი ამ ჩემგან გაცნობილმა ებრაელებმა და წაიყვანეს ჩასაცმელ-დასახურად, რამდენიმე საათში მობრუნდნენ ЦУМ-დან და “პატრიკ ჰელმანი”-დან და საღამოს ღამის კლუბში ისევ ზრდილობიანად რომ ვთქვათ, დაბალი სოციალური პასუხისმგებლობის ქალებთან წაიყვანეს და იქაც, როგორც ქალებმა აღნიშნეს, ძალიან ასკეტური იყო. ეს ასკეტიზმი კი გარეგნული სატყუარაა და ყველამ იცის, რომ ადეიშვილი ყველაზე დიდ თანხებს აკონტროლებდა და სააკაშვილის გარემოცვაში მის გარდა ცალ-ცალ კალოშიანებიდან აღზევებული 4-5 მილიარდელი თუ არა ასობით მილიონის მქონე ნამდვილად მოითვლება”, – წერს ხაბურძანია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×