რეზონანსი
16.06.2026

 ვნახეთ კადრები და ინფორმაცია, თუ სადმე იყო გადაცდომები, იქ მოყვა შესაბამისი რეაგირება, ის ადამიანები იყვნენ დაკავებულები, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის ფაქტებზე დასმულ კითხვაზე განაცხადა.

„უდანაშაულობის პრეზუმფციაც ხომ არსებობს, შესაბამისად, იქ სადაც გამოძიებას შესაძლებლობა აქვს და მინიმალური შანსი არის დადგინდეს, დაუყოვნებლივ არის რეაგირება, თქვენ ხედავთ, სადაც არის შესაძლებლობა, იქ სამართალდამცავი ორგანოები ოპერატიულად რეაგირებენ",- აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

ამასთან, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ისაუბრა დაკავებული ჟურნალისტის მზია ამაღლობელის საქმეზე.

"ჩვენ ნამდვილად ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში, თქვენს პოლემიკაში ვერ მოგყვებით, არსებობს სასამართლო გადაწყვეტილება, თუ ვინმეს აქვს სხვა მოსაზრება, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაასაჩივროს სასამართლოში და შესაბამისი რეაგირება იქნება, თქვენ შეიძლება ადამიანურ კონტექსტში მესაუბროთ, ყველა ადამიანები ვართ და გვესმის ადამიანური მოცემულობა, თუმცა სამართლებრივი სახელმწიფოა და არის კანონი, კანონს ვერავინ გავექცევით, ჩვენ ვემორჩილებით კანონმდებლობას, შესაბამისად სასამართლო გადაწყვეტილებას", - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×