რეზონანსი
03.06.2026

თბილისში კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა. შემთხვევა აეროპორტის დასახლებაში, ორი დღის წინ მოხდა. „TV პირველის“ ინფორმაციით, 30 წლის ქალს დაზიანებები ყელის არეში საკანცელარიო დანით აქვს მიყენებული. დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ქალის გადარჩენა ექიმებმა შეძლეს, თუმცა მისი მდგომარეობა მძიმედ ფასდება. 

სისხლიანი ანგარიშსწორების მოტივად, არსებული ინფორმაციით, წარსულში მომხდარი უთანხმოება სახელდება. როგორც მეზობლები ჰყვებიან, ქალი ხშირად იყო ყოფილი მეუღლის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი. მეზობლები ამბობენ, რომ ორი დღის წინ, ყოფილმა მეუღლემ ქალი სახლში მოტყუებით ამოიყვანა და სწორედ საკუთარ სახლში მიაყენა დანით დაზიანებები. 

რამდენიმე წუთის წინ, შსს-ს მომხდარი ფაქტი ოფიციალურად დაადასტურა. უწყების ცნობით, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ყოფილ მეუღლეს ცივი იარაღის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი ქალი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში მოათავსეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავეს“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×